Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

The Telegraph   დიდი ბრიტანეთი

პატრიკ ო ფლონი

 

ძნელი დასაჯერებელია, ევროპაში არ იცოდნენ იმ ქიმიური ნივთიერებების საშიში ზემოქმედების შესახებ, რომლებიც რუსეთის ლაბორატორიებში იქმნება.

      ჯერ კიდევ გვახსოვს მოწამვლის საქმე სოლსბერიში. იმისთვის, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გასულ წელს მის საცვალზე წაცხებული  ,,ნოვიჩოკის“ მძიმე ზემოქმედებისგან ეხსნათ,  გერმანელ მედიკოსებს მოუხდათ გამოევლინათ უმაღლესი პროფესიონალიზმი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იყო პირველი – ევროპაში, რომელმაც ეს თავდასხმა დაგმო და პუტინი ,,მოწამვლის გზით მკვლელობის მცდელობაში’’, ხოლო მისი ქმედება „იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ძირითად უფლებებზე იერიშად შეაფასა, რომელთაც დასავლეთი ერთგულებას უცხადებს.“

არც ისე დიდი ხნის წინ, ანგელა მერკელი, იყო ასევე პირველი ევროპაში, რომელმაც მკაცრი პოზიცია დაიკავა იმ საკითხში, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე – ევროპას დახმარებისთვის პუტინისთვის მიემართა. ნოემბერში, როცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ,,საძაგელმა’’ ვიქტორ ორბანმა პირველმა გააფორმა შეთანხმება ვაქცინა ,,სპუტნიკ V’’-ის შესყიდვის თაობაზე (მას არ ჰქონდა ევროპული კომისიის მხრიდან გამოყენების ნებართვა), ევროპულმა კომისიამ გააფრთხილა წევრი სახელმწიფოები არ გადაეღო მისი მაგალითი და განაცხადა, რომ ეს შეასუსტებდა საზოგადოების ნდობას ზოგადად ვაქცინებისადმი.

ამდენად, როცა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა, ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში, გამართეს მოლაპარაკებები პუტინთან, რათა განეხილათ ,,თანამშრომლობა’’ ვაქცინების წარმოების კუთხით (მშვენიერი ევფემიზმია მილიონობით დოზა ,,სპუტნიკის’’ შესყიდვისთვის), ყველამ დაინახა,  რამდენად დაეცნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, ქალბატონმა მერკელმა გააძლიერა თავისი კრიტიკა რუსეთის მიმართ იმის გამო, თუ როგორ ექცეოდნენ ნავალნის. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, მას გამოუტანეს მსჯავრი – პატიმრობა, რასაც მერკელმა უწოდა ,,ძალზე დაშორებული კანონის უზენაესობისგან’’ და მოითხოვა ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, მოსკოვი ამხილა ,,სპუტნიკ-5’’-ის  ექსპანსიონისტური  მიზნებით გამოყენებაში. მან განაცხადა: ,, თუ დავაკვირდებით, როგორ ვრცელდება ინფორმაცია მის (სპუტნიკის) შესახებ, მაშინ მივხვდებით, რომ ის წარმოადგენს უფრო პროპაგანდისა და აგრესიული დიპლომატიის, ვიდრე სოლიდარობისა და სანიტარული დახმარების საშუალებას.’’

თუ ეს ასეა, ბატონი პუტინი დღეს უნდა განიხილავდეს ამ გეგმის ეფექტიანობას. ის, რომ ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა მისი ,,ხელისგულიდან იკვებება,’’ უკვე ბრწყინვალე შედეგია.

ამასთან, ოქსფორდის უნუვერსიტეტისა და კომპანია ,,ასტრაზენეკას’’ შექმნილი ვაქცინა, რომელიც უპრობლემოდ და ეფექტიანად გამოიყენება 15 მილიონამდე ბრიტანელის ვაქცინაციისთვის, არის მსხვერპლი – ევროკავშირიდან წამოსული დაუსრულებელი ნეგატიური საინფორმაციო ნაკადისა. გერმანიამ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი ამ ვაქცინის გამოყენების შეზღუდვისკენ, ხელმძღვანელობს რა იმით, რომ „ასტრაზენეკა“ ხელს უწყობს სისხლში მცირე რაოდენობით კოლტების წარმოქმნას და ეს იმ დროს, როცა ევროპული კომისია დაჟინებით მოითხოვს კომპანიისგან მიწოდების გაზრდას.

მწარე სიმართლე ისაა,  რომ ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში, ასევე მათ მწარმოებელთა კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა, რასაც ცდილობენ პარიზი და ბერლინი ( მათი რეაქციები კი ყველა შემთხვევაში დაუსაბუთებელია), გვაფიქრებინებს, რომ ევროპული საზოგადოებრივი აზრი, სამუდამოდ განეწყო ვაქცინების წინააღმდეგ.

YouCov-ის გამოკითხვამ ანახა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მოსახლეობის უმრავლესობა, ბრიტანულ ვაქცინას არ თვლის უსაფრთხოდ. ამასთან, ნდობა ალტერნატიული ვაქცინებისადმი, როგორიცაა ,,ფაიზერი’’ () და „მოდერნა“ –  გაცილებით მაღალია.

თუ გავითვალისწინებთ ვაქცინების დეფიციტს ევროკავშირში, ეს ირაციონალური თვალსაზრისია, რის გამოც მილიონობით დოზა ,,ასტრაზენეკას’’ ვაქცინა მაცივრებშია განთავსებული და ეს ფაქტი, ათასობით ადამიანის დაღუპვას ნიშნავს. როგორც ახლახან ბორის ჯონსონმა შენიშნა: ,,ასტრაზენეკა“-თი აცრა უსაფრთხოა, საშიშია –  კოვიდ-19-ით დაავადება.’’

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი ბოლო ორ დღეში ასეთია 23 -56, გერმანიაში 180-250, საფრანგეთში 360-381. თითქოსდა საკმარისია, რომ ეჭვი ბრიტანული ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკუაგდო და შეაფასო ის, როგორც შემოწმებული, ხელმისაწვდომი პრეპარატი…

გასულ უქმეებზე, ბოლო ლეღვის ფოთოლი, რომელიც ჯერ კიდევ ფარავდა ევროკავშირის შელახულ ღირსებასა და რეპუტაციას ვაქცინების საკითხში,  იქნა მოშორებული, რადგან დიდმა ბრიტანეთმა წარმატებით გაუსწრო ორი დოზით ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირს. 50%-ით აცრილი ბრიტანელები საპირისპიროდ, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინირებულია  – მოსახლეობის მხოლოდ 11%.

ნებისმიერ შემთხვევაში, შექმნილი სიტუაცია ცხადყოფს: ევროკავშირი დაკავებულია უაზრო კოლექტიური ლაყბობით, დიდწილად ევროპულ ტერიტორიაზე მდებარე, გულქვა და სასტიკი რეჟიმის შესახებ, მაშინ, როცა მის ნაპირთან მყოფი ყველაზე დიდი კუნძული, უბრალოდ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ცდილობს  დაიცვას თავისი მოქალაქეები.

რუსეთის არაადამიანური და დაუნდებელი რეჟიმი ანგელა მერკელისთვის ალბათ გულწრფელად მიუღებელია, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის გაცილებით მიუღებელია, როცა ბრიტანელები არაგულწრფელობაში გამხელენ.

 

იბეჭდება მცირე შემოკლებით

 

By admin