Главред უკრაინა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი, მიუხედავად რუსეთის ქმედებისა უკრაინის საზღვრებთან, გამოვიდა კრემლისთვის სანქციათა წნეხის გაძლიერების წინააღმდეგ
ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბოლო დროის დაძაბული ურთიერთობის გამო, აუცილებელია რუსეთთან დიალოგი: ,,ურთიერთობა ძალიან ცუდია, მაგრამ ის ასეთად არ უნდა დარჩეს“- ამბობს გერმანიის საგარეო უწყების მეთაური.
,,დიპლომატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ველაპარაკოთ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ურთიერთობა დაძაბულია და არა მხოლოდ იმათ, ვისთანაც იდეური უთანხმოება არ გვაქვს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთს და ეხება სწორედ ახლა’’- ხაზი გაუსვა მაასმა.
მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დათანხმდება თეთრი სახლის მეთაურის ჯო ბაიდენის წინადადებას რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკების გამართვის შესახებ და ორივე მხარე უკვე განიხილავს შეხვედრის დროსა და ადგილს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები დარჩება ძალაში, სანამ ,,არ გადაიჭრება ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი.’’ ამდენად, როგორც მინისტრი თვლის, რუსეთის ინტერესშია ეს პრობლემები მოაგვაროს.’’
არმიის უკან დახევა უკრაინის საზღვრებიდან – რასაც ადრე იტყობინებოდა ,,Главред’’-ი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ. ეს ღონისძიება 23 აპრილს დაიწყო. რუსეთმა მოახდინა სამხედრო შენაერთების უკან დახევა უკრაინის საზღვრებიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ძალების უკან დახევის შესახებ, შეამცირებს დაძაბულობის დონეს. კიევის პოლიტიკა კვლავინდებურად მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ ჯერ ადრეა მოსკოვის განცხადების შეფასება – რუსეთის სამხედრო შენაერთების უკრაინის საზღვრებიდან უკან დახევის შესახებ.