Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უკვე შეუძლიათ, მიიღონ astrazeneca covid-19-ის ვაქცინა, რადგან გადაიხედა პირველადი პოზიცია ამ საკითხზე

„ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ აცრა astrazeneca-თი, ეს ეხება 65-დან 74 წლამდე პირებსაც“ – განაცხადა ჯანმრთელობის მინისტრმა.

გასულ თვეში, საფრანგეთმა ნებართვა გასცა, ვაქცინის 65 წელზე ქვემოთ  ასაკის პირებში გამოყენების შესახებ და ამის საფუძვლად ვაქცინის ეფექტიანობის მონაცემთა უქონლობა დაასახელა.

მას შემდეგ, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტიანია მხცოვან პირებშიც.

        რამდენად ეფექტიანია ოქსფორდის ვაქცინა?

ოქსფორდში შექმნილი ასტრაზენეკა, ფართოდ გამოიყენება დიდი ბრიტანეთში, მაგრამ  ევროზონის ზოგიერთი ქვეყანა, დღემდე ზღუდავს მათ გამოყენებას 65 წლამდე პირებში, მაგალითად, გერმანია.

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ დაუშვა მისი გამოყენება ასაკოვნებში, მაგრამ თითოეულმა წევრმა ქვეყანამ, თავად უნდა განსაზღვროს ვაქცინაციის პოლიტიკა.

ორშაბათ საღამოს, ტელეკომპანია france- 2-ზე გამოსვლისას, საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქრონიკულ ავადმყოფები astrazeneca-ს მიიღებენ ქირურგიულ განყოფილებებში, საავადმყოფოებში, „რამდენიმე დღეში“ კი ეს შეეძლებათ აფთიაქებშიც.

75 წელზე უფროსებს, ვაქცინაციის ცენტრებში, კვლავინდებურად შესთავაზებენ pfizer-ს ან moderna jabs-ს – დასძინა მან.

იანვარში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ astrazeneca „კვაზიეფექტიანია“ მხცოვანთა ჯგუფებისთვის“ – ეს მოსაზრება, იმხანად, გადაჭრით უარყვეს ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა და მკვლევარებმა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მონაცემები გასაჯაროვდა, ჯანდაცვის  ფრანგმა მოხელეებმა დაიწყეს ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის ისეთივე ეფექტიანი და უსაფრთხოა, როგორც covid-19-ის სხვა პრეპარატი, იტყობინება სააგენტო AFP.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში სულ შეტანილია astrazeneca-ს 273 000 დოზა –  იმ 1.7 მილიონიდან, რომელიც მას თებერვალში გამოუყვეს.

ვაქცინაციის დანერგვის დროს, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანას  დაუგვიანდა პრეპარატის  მიწოდება. საფრანგეთში 3 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო ვაქცინის ერთი დოზა, ამის საპირისპიროდ, ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობა დაახლობით საფრანგეთის მსგავსია, აცრილია 20 მილიონი პირი

By admin