Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Videnskab დანია

მეტტე მიოლგააარდი

 

 

  თუ თქვენ სიგარეტს ეწევით, უთუოდ გსმენიათ ყველა იმ ფიზიოლოგიურ უპირატესობაზე, რომელიც გელით, თამბაქოსთვის თავის დანებების შემთხვევაში. მაგრამ იცით თუ არა, რომ მოწევაზე უარის თქმა დადებითად აისახება თქვენს ფსიქიკაზე?

თავის დანებებიდან 6 კვირის შემდეგ, შეგიმცირდებათ შფოთის, დეპრესიისა და სტრესის რისკი. და ეს ყველაფერი თქვენი სოციალური ცხოვრებისთვის რაიმე ზიანის მიუყენებლად, რასაც ადასტურებს ახალი ფართო გამოკვლევა, რომელიც გამოაქვეყნა კოკრანის ბიბლიოთეკამ

„მე მგონი დიდებულია, რომ ისინი ამ თემით დაინტერესდნენ, რადგან სინამდვილეში მითია, რომ მოწევა ადამიანს ბედნიერ განწყობას უქმნის და მასზე უარი დეპრესიას იწვევს“, ამბობს პროფესორი და ნიკოტინზე დამოკიდებულების პროფილაქტიკის ექსპერტი შარლოტე პისინგერი.

„ყველაფერი პირიქითაა. მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარებას იწყებენ, უფრო მეტად ემუქრებათ ფსიქიკური პრობლემები – ნიკოტინი ამის პირდაპირი მიზეზია, რადგან ის თავის ტვინში ცვლილებებს იწვევს“, ამბობს პროფესორი, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრასთან თანამშრომლობს.

ის არ მონაწილეობდა ახალ კვლევაში, მაგრამ შეაფასა ის  Videnskab-ის თხოვნით.

 

                         100 ათას მწეველს ხანგრძლივად აკვირდებოდნენ

 

ახალი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგენს 102 ობზერვაციული კვლევის სისტემატურ ანალიზს, რომლის მიმდინარეობისას, მკვლევარები 6 თვიდან-6 წლამდე პერიოდში აკვირდებოდნენ 169.5 ათას ადამიანს. მათ მიზანს შეადგენდა შეედარებინათ მწეველები იმ კატეგორიისთვის, რომელმაც თავი უკვე დააანება.

შედეგი ცალსახაა.

„ ისინი , ვინც სიგარეტს თავი დაანებეს, ნაკლებად  ექვემდებარებიან დაპრესიასა და სტრესს. ასე რომ, ნიკოტინისთვის თავის დანებება ძალზე ჰგავს იმ მდგომარეობას, როცა ანტიდეპრესანტების მოხმარებას იწყებ“- გვიხსნის შარლოტე პისინგერი. ეს მაღალ დონეზე წარმართული „ძლიერი კვლევაა“, ამდენად, საფუძვლიანია მისი შედეგების გაზიარება, მით უფრო, რომ თამბაქოს მოხმარება სერიოზული პრობლემაა.

 

                                   დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი

 

მოწევა ყოველწლიურად 14 ათას დანიელს კლავს, პასიური მოწევა  კი 300-500 ადამიანის დაღუპვის მიზეზია. მწეველთა ნახევარი კვდება იმ დაავადებებისგან, რაც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით, ან ამის გამო რთულდება. საშაუალოდ მწევლები ათი წლით ნაკლებს ცხოვრობენ. მიხედავად ამისა, დანიის ონკოლოგიური საზოგადოების მონაცემებით, ყოველი მეოთხე დანიელი ეწევა ყოველდღიურად, ან დროგამოშვებით.

ალბათ ვიღაც ფიქრობს, რომ მოწევა ეხმარება განტვირთვაში, სხვები შიშობენ, რომ ამ მავნე ჩვევაზე უარი, აზიანებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას, მაგრამ ყოველივე ეს მითია, განმარტავს შარლოტე პისინგერი.

„თავიდან მოწევა გსიამოვნებს, რადგან ატყობ თამბაქოს მოხმარების დადებით ეფექტს, ისე როგორც მაშინ, თუ იშვიათად მოიხმარ კოკაინს, ამფეტამინებსა და ალკოჰოლს, მაგრამ თუ ეს მუდმივად ხდება, ჩნდება ტოლერანტობა და ტვინი მოითხოვს სულ უფრო მეტ ნივთიერებას, „ჯილდო“ კი თანდათან მცირდება.  როცა სხეულს ამ ნივთიერებას ვეღარ აწვდით, იწყება ყოველგვარი უსიამოვნება, ისეთი, როგორიცაა კონცენტრაციის დაკარგვა, ნევროზული და ნეგატიური განწყობა.

სიგარეტის კვლავ მოწევა დროებით ხსნის „ტეხვას“, მაგრამ გრძელვადიან პრესპექტივაში მოწევა ნეგატიურად ზემოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზე.

 

                     მოწევაზე უარი არ ცვლის საზოგადოებრივ ცხოვრებას

 

ბევრი მწეველი ამ მავნე ჩვევას სოციალურ ურთიერთობებს უკავშირებს და შიშობს, რომ უსიგარეტოდ სოციალური კავშირები დაერღვევათ. მათთვის ეს არის მოწევის გაგრძელების არგუმენტი.

კიდევ ერთი მითი – ამბობს შარლოტე პისინგი: ბევრისთვის, ეს მოწევის  გადაჩვევაზე უარის მიზეზია. მოწევა ხომ იმადაცაა სასიამოვნო, რომ ამით მწეველთა საზოგადოების ნაწილი ხდები. განსაკუთრებით ეს ითქმის ახალგაზრდობაზე, როცა იოლია ლაპარაკი წამოიწყო ვინმესთან უბრალო კითხვით: „ სანთებელას ხომ ვერ მომაწვდით“, ან „სიგრეტი ხომ არ გექნებათ?“ მაგრამ სიგარეტში ხომ არ არის მეგობრობის არსი?

ამიტომაა ეს გამოკვლევა ასე მნიშვნელოვანი. არსებითად, აღმოჩენა ძველია, მაგრამ ახალ შრომაში შეკრებილია წინა მრავალი გამოკვლევის შედეგები და ყველა ერთს ადასტურებს.

„მართალია ამ კვლევას არ მოჰყოლია რაიმე კარდინალურად ახალი ცოდნა, მაგრამ ის მწეველებს მაინც წაადგებათ.

„ის ვისაც ამის შესახებ არ სმენია, ყველაფერს გაიგებს და სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია აქამდე ფართოდ არ გაშუქებულა. ჩვენ ამის შესახებ წლებია ვიცით – ამბობს შარლოტე პისინგერი – ახლა უკვე ბევრი კვლევა ადასტურებს მის მართებულობას და აქარწყლებს ჯერ კიდევ ცოცხალ მითებს, რომ თამბაქოს მოხმარების წყალობით ადამიანები თავს ფსიქოლოგიურად უკეთ გრძნობენ, უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრეს, დეპრესიას და რომ ისევ მოწევა სჯობს სოციალურ იზოლაციაში მოხვედრას.

ამდენად, მეცნიერს იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის ორგანოები გაითვალისწინებენ კვლევის შედეგებს და მოაწყობენ შესაბამის საინფორმაციო კამპანიებს მწეველთათვის.

„ეს  კარგი სიახლეა  და უმჯობესია მოტივაცია პოზიტიურ ცნობაში ეძიო, ვიდრე შიშს გგვრიდეს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მძიმე შედეგების შესახებ. ნუგბართან ერთად უმჯობესია.

 

By admin