Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Корреспондент უკრაინა

პასენკო ელენა

 

ევროპას არ დასჭირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – „სპუტნიკ-5“, რადგან ევროგაერთიანებამ უკვე დაადასტურა 4 სხვა პრეპარატი, რომლებიც საკმარისია კოვიდზე კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის – განაცხადა შიდა ბაზრის საკითხებზე ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა. ამის შესახებ წერდა კვირას , 21 მარტს – REUTERS-ი

„რაკი წარმოვადგენთ კონტინეტს, სადაც ყველაზე მეტი – 4 ვაქცინაა დარეგისტრირებული სამედიცინო რეგულატორის მიერ და წამყვანი პოზიციები გვაქვს მათი წარმოების სფეროში, ჩვენ  აბსოლუტურად არ გვჭირდება „სპუტნიკ-5“ და სხვა პრეპარატები“ – თქვა ბრეტონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის მიერ დადასტურებული ვაქცინები მასობრივად უნდა იწარმოებოდეს და გამოიყენებოდეს გაერთიანების ტერიტორიაზე.

მისი თქმით, პრეპარატ „სპუტნიკ-5“-თან დაკავშირებით,  „რუსებს აქვთ წარმოების პრობლემები“. ევროკომისარმა ისიც დაამატა, რომ თუ რუსეთს სჭირდება დახმარება ამ საკითხში, ევროპა მზადაა ეს პრობლემა  განიხილოს წლის მეორე ნახევარში.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია ის პრეპარატები, რომლებიც მის ტერიტორიაზე იწარმოება.

ევროკავშირს „ აშკარად აქვს შესაძლებლობა“ ივნისის ბოლომდე 300-დან 350 მილიონამდე დოზის მიწოდება უზრუნველყოს  – დასძინა მან.

„ამდენად, 14 ივლისისთვის ჩვენ შეგვეძლება მივაღწიოთ საერთოკონტინენტურ იმუნიტეტს. დოზები არის, ახლა ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და ჩვენ შეგვიძლია ამის მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა“ – თქვა ბრეტონმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვით – მეშვიდეზე. ამ ქვეყანაში ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ 2021 წლის შუა პერიოდამდე,  აცრილია მხოლოდ 5.3 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 3.7 პროცენტი.

ვაქცინით დღემდე არ აცრილა ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ასე რომ, „სპუტნიკ-5“ დღემდე არ შედის ვაქცინაციის მისეულ გეგმაში.

აღვნიშნავთ, რომ ახლახან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯანსონი ASTRAZENECA-თი, ხოლო ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე PFIZER-ით აიცრენ.

By admin

You missed