Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

La Jornada მექსიკა

ალფრედო ხალიფე-რამე

 

სხვადასხვა ავტორები, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკული საზოგადოების ელიტას, არაერთხელ შეხებიან აშშ-ს ,,დაშლის’’ თემას. მაგალითად, ჯოელ გარომ 1989 წელს გამოაქვეყნა წიგნი – ,,ჩრდილოეთ ამერიკის ცხრა ხალხი,’’ ხოლო კოლინ გუდარდმა დაწერა ნაშრომი სახელწოდებით – ,,ამერიკელი ერები: ჩრდილოეთ ამერიკის თერთმეტი რეგიონული  კულტურის კონკურენციის ისტორია“, რომელიც 2001 წელს გამოიცა. ამ თემაზე წერდნენ უცხოელი ავტორებიც: 2008 წელს, რუსმა პოლიტოლოგმა იგორ პანარინმა იწინასწარმეტყველა აშშ-ს დაშლა ექვს ნაწილად,  ნორვეგიელმა იოჰან გალტუნგმა კი (რომელმაც გამოიცნო სსრკ-ს რღვევა)  შტატების დაშლის ზუსტი ვადაც დაასახელა – 2008 წელი

ახლახან თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ნაციონალური სტრატეგიული უსაფრთხოების სახელმძღვანელო, რომელშიც აქცენტი თავდაცვის პოზიციების დაკავებაზე, ჩინეთთან და რუსეთთან  ,,სტრატეგიულ სტაბილურობის’’ სფეროში თანამშრომლობაზე კეთდება.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოგითხროთ აეროკოსმოსური ლაბორატორიის დირექტორ – ანდრეი მარტიანოვზე, რომელიც საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა. მის პირველ წიგნს ,,სამხედრო უპირატესობის დაკარგვა:  ამერიკელთა ახლომხედველობა სტრატეგიულ დაგეგმარებაში“ ფართო რეზონანსი მოჰყვა. შემდეგ მარტიანოვმა გამოაქვეყნა მეორე წიგნი – „(ნამდვილი) რევოლუცია სამხედრო საქმეში“.

მისი მესამე წიგნი -„ რღვევა: მოახლოვებული კატასტროფის ნიშნები აშშ-ში“, რომელიც 1 მაისს გამოვა, ავტორი წერს, რომ აშშ განიცდის ღრმა გარდაქმნებს, რადგან თუ დავაკვირდებით ძალაუფლების ყველა კრიტერიუმს, მაშინ ნათელია, რომ რუსეთისა და ჩინეთის აღზევების შედეგად, აშშ მეტად ჩამორჩა.

რონალდ რეიგანის ადმინისტრაციისდროინდელი აშშ-ს ფინანსთა მინისტრის თანაშემწე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში, პოლ კრეიგ რობერტსი, რომელიც კრიტიკულად ეკიდება ფინანსურ გლობალიზაციას, აღტაცებული იყო ანდრეი მარტიანოვის უტყუარი დასკვნებით აშშ-ს შესახებ: ,,ის გვიჩვენებს, რომ აშშ-ს დაშლა გარდაუვალია, რადგან  ქვეყნის ნგრევაში მთავარი დამნაშავენი  არიან – მმართველი ელიტები.’’

ავტორი გამოწვილვით სწავლობს კატასტროფული დაკნინების მიზეზებს, რომელსაც შეერთებული შტატები განიცდის ყველა მიმართულებით. მათ შორის ის გამოარჩევს ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაციას. იმავდროულად, ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის ერთადერთი წყარო ფიქლის გაზია, მაგრამ მისი ბარბაროსული მეთოდებით მოპოვების გამო, ისიც მალე ამოიწურება.

მე არ ვიცი განიხილავს თუ არა ანდრეი მარტიანოვი თანამგზავრ ,,პერსევერანსის’’ დაჯდომას მარსზე, ან სუფთა ენერგიის წყაროებს, რაც ბაიდენს უნდა განახორციელოს უახლოესი 30 წლის განმავლობაში.

მარტიანოვი მიუთითებს აშშ-ს ,,რეალური რღვევის’’ უზარმაზარ რისკზე იმ მიზეზით, რომ უთანხმოება ეთნიკურ და იდეოლოგიურ საფუძველზე ყოველდღიურად ძლიერდება.

ის თვლის, რომ ამერიკული საზოგადოების ყველაზე ღრმა ,,ტექტონიკური ფილა’’ უკავშირდება კულტურას: ლაპარაკია აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების ,,თვითგამოცხადებულ’’ ელიტებზე, პოლიტიკურ კორექტულობაზე, რომლითაც გაჟღენთილია საზოგადოების ქსოვილი და თეთრ ანგლოსაქსური წარმოშობის პროტესტანტთა უპირატესობის იდეოლოგიაზე.

ანდრეი მარტიანოვი ბევრს საუბრობს ცნობილ პოლიტოლოგ დიმიტრი ორლოვზე, რომელიც სწავლობს ჩვენი ცივილიზაციის განადგურების რისკებს და აღნიშნავს, რომ ,,აშშ უკვე კრახს განიცდის.’’

მეორე ავტორის თქმით, რომელიც ფსევდონიმით The Saker გამოდის, მარტიანოვის ტრილოგიის ბოლო წიგნი მიგვითითებს, რომ აშშ აღარ არის ,,მსოფლიო ჰეგემონი’’ და ახლა ყველა სფეროში  ვარდნას განიცდის. განსაკუთრებით მკაფიოდ სახელმწიფოს ,,დაკნინება’’ შეიმჩნევა 10 მიმართულებით: 1. მოხმარება; 2. მოხმარებითი ფორიაქი (ფსიქოლოგიური დაავადება, რომელიც მდიდარ ახალგაზრდებს ემართებათ); 3. გეოეკონომიკა; 4. ენერგეტიკა; 5. წარმოება; 6. დასავლური ელიტები; 7. შეიარაღების რბოლაში დამარცხება; 8. ყველაზე, მათ შორის ამერიკელებზე გაბატონება; 9. ყოფნა-არყოფნა; 10. დასკვნა: არაფერი გამორჩეული – არც თავისუფლება, არც აყვავება. რითი არ არის ეს ამერიკა?

ანდრეი მარტიანოვი ასაბუთებს, რომ ,,მმართველი ელიტები’’ არ აცნობენ მოქალაქეებს რეალურ ვითარებას და ეს ძალზე ჰგავს ტიტანიკის ჩაძირვას, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. ამას გარდა, ავტორი აღნიშნავს, რომ ,,სსრკ-ს დაშლამ და მის კვალად ეკონომიკურმა კრახმა, ბევრი რამ ასწავლა რუსებს, ამასთან, დაუტოვა ძალაუფლების დაკარგვით გამოწვეული დამცირების განცდა. იგივე ხდება ახლა აშშ-ში.’’

დასკვნის სახით, მარტიანოვი ამბობს, რომ ,,აშშ-ში კრიზისს სისტემატური ხასიათი აქვს,’’ ამერიკის ელიტები კი გაუნათლებლები და თავხედები არიან, მათთვის უცხოა კულტურის გაგება, ათწლეულების განმავლობაში ისინი ცხოვრობენ საკუთარი პროპაგანდითვე დაჰიპნოზებულნი და ამ მდგომარეობას ელიტები რეალობად აღიქვამენ.’’

ახლა, ამერიკული კიბერ-ბანკოკრატიის გამორჩეული თვისებაა – პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია პლუტოკრატიაზე – ეს  სიმდიდრე კი არა,  სრული უუნარობაა,  დაინახო ის, რაც ხდება ირგვლივ.

არაფერია ახალი ცისქვეშეთში  –  ყველა იმპერია, ოდესღაც იშლება.

By admin