Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE GUARDIAN დიდი ბრიტანეთი

ტომ ფილიპსი

 

იმ შემთხვევისთვის, თუ აქამდე გამოგრჩათ: ბრაზილიაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ – 2 000 ადამიანს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქვეყანამ, კიდევ ერთი რეკორდი დაამხო

წინა მაქსიმუმი გასულ სამშაბათს დამყარდა და 1 972 კაცს შეადგენდა. ამ მხრივ, ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

რამდენიმე საათით ადრე, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გააკრიტიკა პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და პანდემიაზე მის რეაქციას „იდიოტობა“  და „უვიცობა“ უწოდა.

ბოლსონარუმ, რადიკალ-მემარჯვენემ და არმიის კაპიტანმა, ძუნწად გამოხატა თანაგრძნობა კოვიდის მსხვერპლთა მიმართ და გასულ კვირაში მოქალაქეებს ურჩია შეეწყვიტათ  „მოთქმა“ პანდემიის გამო. ლულამ კი ორშაბათის გამოსვლაში განაცხადა: მინდა სოლიდარობა გამოვხატო კორონავირუსის მსხვერპლთა და მათი ნათესავების მიმართ… პირველ რიგში კი მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის გმირ მუშაკებს: ჩვენი ჯანდაცვის ეროვნული სამსახური რომ არა, იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავდით, ვიდრე დავკარგეთ“ –  დასძინა მან.

By admin