Politico – აშშ
სარა ენ აარუფი
ხუთშაბათს, 11 თებერვალს, უკრაინის ეკონომიკის განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწემ, ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“_ „100 პროცენტით ანტიუკრაინული“ პროექტია და დაამატა, რომ კიევი, ამას როგორმე შეურიგდება, თუ ბრიუსელი დაეხმარება უკრაინას, ევროკავშირის გაზის ბაზრებზე უფრო ღრმა ინტეგრაციაში
„ რუსეთის მთავარი მოტივაციაა – უბრალოდ დასაჯოს უკრაინა“ – აღნიშნა კაჩკამ POLITICO-სთან ინტერვიუში.
უკრაინის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის, 2014 წელს, მოჰყვა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.
გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელმაც ასეთი უთანხმოება ჩამოაგდო, ბალტიის ზღვის ფსკერით, რუსეთიდან გერმანიისკენ მიემართება და ის რუსეთს საშუალებას აძლევს, კიევს მნიშვნელოვანი შემოსავალი დააკარგინოს, რომელსაც უკრაინა რუსული გაზის ევროკავშირში ტრანზიტის საფასურად იღებს. ბერლინი მხარს უჭერს ამ პროექტს, რამაც უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგობა და სერიოზული გეოპოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია.
რამდენიმე დღის წინ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაძაბულობის ხელახალი პროვოცირება მოახდინა, როცა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება, გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩადენილ დანაშაულს დაუკავშირა. ამ კომენტარებმა განარისხეს პოლონეთი და უკრაინა, რომელთაც ამ ომში უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს.
ამჟამად, „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს საფრთხე აშშ-სგან ემუქრება, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიებს, რომლებიც ამ გაზსადენის უკანასკნელი კილომეტრებზე მილების ჩაწყობაში მონაწილეობენ, სანქციები დაუწესდებათ. უკრაინას სურს, რომ ტრანზიტის, თუნდაც ნაწილი შეინარჩუნოს, რადგან გაზის გატარებით მიღებული საფასური, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა უკრაინის ხელისუფლებისთვის. გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინა განახორციელებს ტრანზიტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ დასრულდა.
კიევი ასევე მოითხოვს ევროკავშირისგან, დაეხმაროს მას ურთიერთდაკავშირებულ ევროპულ ბაზრებზე უფრო ღრმა ინტეგრაციაში, რომლებზეც ფასს საბაზრო მექანიზმები კარნახობს და არა „გაზპრომი“. ამას გარდა, უკრაინამ მოახდინა საკუთარი გაზის ბაზრის რეფორმირება იმგვარად, რომ ის შესაბამისი ყოფილიყო ბლოკის (ევროკავშირი) მოთხოვნებთან.
„ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მისწრაფება ევროკავშირის გაზის ბაზრის წესებთან დაახლოებისა, სრულყოფს მსხვილი ბიზნესის ენერგეტიკულ სისტემას და აყალიბებს პოლიტიკურ სოლიდარობას „ჩრდილოეთ ნაკად-2“ თან მომართებით“ განაცხადა კაცკამ. მან დაამატა, რომ უკრაინის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქვეყნის გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების, ბლოკთან ინტეგრაციის დაწყებაა – ეს თემა, ევროკავშირ-უკრაინის ასოციაციათა საბჭოს სხდომაზე, ხუთშაბათს განიხილება. უკრაინის ელექტროენერგიის ბაზრის კომენტირებისას, კაჩკამ აღნიშნა: „გასულ წელს ბაზრის არასტაბილურობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ფიზიკურად რუსეთის ელექტროქსელებზე ვართ მიერთებული, იძულებული გავხდით, მოგვეხდინა მცირე რაოდენობით ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტი. ჩვენთვის, ეს უსიამოვნო მომენტია, რადგან უკრაინისთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია უფრო მისაღებია“.
„ამიტომ არავინ ფიქრობს, რომ რუსული ბაზრის იმედად ყოფნა გვარგებს“ – დაამატა მან.
უკრაინას, უშუალოდ რუსეთისგან, გაზი, 2015 წლის შემდეგ აღარ შეუსყიდია, რადგან ეყრდნობოდა ტრანსრეგიონულ გაზსადენებს, რომლებიც ცენტრალურ ევროპას უკავშირდება.