Украина 24 / უკრაინა
სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მონაწილე, უკრაინული დელეგაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, უკრაინულ ტელეარხ ,,უკრაინა-24’’-ის ეთერში ისაუბრა ვითარების გარდაუვალ გამწვავებაზე დონბასში
,,მე ვთვლი, რომ ეს (დონბასში გამწვავება) არა მარტო შესაძლებელი, არამედ, ადრე თუ გვიან, პრაქტიკულად გარდაუვალია. კრემლი ხელს არ იღებს ჩვენი ძალისმიერი დათრგუნვის მცდელობაზე, ვერ ვიტყვი ზუსტ დროს, მაგრამ არის ნიშნები, რომ ეს მოხდება გაზაფხულზე, უფრო ზაფხულისკენ’’- განაცხადა მან.
არესტოვიჩმა შეგვახსენა, რომ კრემლმა, თავისას ჯერ კიდევ ვერ მიაღწია დონბასში.
,,ეს გარდაუვალია – გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? იყო ხმები, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი ყველაფერს დაუთმობდნენ კრემლს, მაგრამ აგერ უკვე წელიწადნახევარი გადის და არავის არაფერი დაუთმია’’- ამბობს ის.
უკრაინის დელეგაციის მრჩევლის თქმით, მოლაპარაკებები დონბასის საკითხზე, ძალზედ დუნედ მიმდინარეობს. ,,მინსკის პროცესი, ისე როგორც ნორმანდიის ფორმატი, თუ ჩიხში არაა მოქცეული, აშკარად სულს ღაფავს, არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური თვალსაზრისით. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ამჟამად ძაფზე ჰკიდია. ორი თუ სამი პუნქტი, რომლებიც პარიზში, მინსკის პროცესის გაგრძელების სახით მიიღეს, უკვე შესრულებულია. არც რუსეთის ფედერაცია და არც ჩვენ, არ გამოვსულვართ მოლაპარაკებიდან, ჩვენ მას ვაგრძელებთ, რაც თავისთავად, შედეგია. იქნებ საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც გაიხსნას, თუმცა მეეჭვება.
რუსეთი, ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მისი მთავარი მოთხოვნაა – ჩავერთოთ კვაზისახელმწიფროებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში და მაშინ იქნება წინსვლა. ჩვენ, ამას არ ვაკეთებდით და არ გავაკეთებთ. რაკი სიტუაცია ჩიხშია შესული, ერთადერთი, რაც გვრჩება, აშშ-ს დახმარების იმედია. იქნებ ამან მაინც გაამართლოს, სხვა რამის იმედი უბრალოდ არ გვაქვს. მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი რაღაც სიურპრიზს გვიმზადებს, ეს კი, ამა თუ იმ სახით, ფრონტზე ვითარების გამწვავებით შემოგვიბრუნდება. სცენარი მრავალია, დაწყებული ზემოქმედების ინტენსიფიკაციით, რომ იყვნენ დაღუპულები და საზოგადოების მერყევმა ნაწილმა, ხელისუფლებაზე ზეწოლა დაიწყოს’’- ამბობს ის.
არესტოვიჩი თვლის, რომ რუსეთმა, უკვე მიიღო გადაწყვეტილება დონბასის თაობაზე.
,,ვუყურებთ რა იმას, როგორ მოზიდეს აღვირი ევროკავშირთან ურთიერთობაში, ვგულისხმობ, ბორელის ვიზიტს, რომელიც, პრაქტიკულად, ევროპელი დიპლომატის შეურაცხყოფით დასრულდა. კიდევ არის ლავროვის განცხადება, რომ არ ეშინიათ ურთიერთობის გაწყვეტის. ჩანს, რომ მათ არჩევანი უკვე გააკეთეს. ეს არჩევანი, ცალსახად, ვითარების გამწვავებაა. ჩვენ ვიცით ყველა ის საშუალება, რასაც რუსეთი ამ ექვსი წლის განმავლობაში მიმართავდა, ამიტომ უნდა მოიგონონ რაიმე ახალი’’- ამბობს არესტოვიჩი.