Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

ნიკოლა ბაროტი

 

რუსეთის საგარეო დაზვერვაში (ГРУ) არსებობს დანაყოფი 54777, რომელიც დაკავებულია ,,ფსიქოლოგიური ომის’’ ოპერაციებითა და სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით. ლაპარაკია, ერთ-ერთ შემადგენელზე „ინფორმაციული კონფრონტაციისა’’, რომელშიც ასევე შედის კიბერშეიარაღება და რუსეთის დაცვა საგარეო გავლენისაგან.  თავის მეექვსე მოხსენებაში, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ააშკარავებს დეტალებს, ამ საიდუმლო შენაერთის შესახებ, რომლის სამიზნეს წარმოადგენენ ,,პოლიტიკური ლიდერები, სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, მოსახლეობა და მისი ცალკეული ჯგუფები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ოპოზიცია და ბიზნესი  – მეგობრულ, ნეიტრალურ და მტრულ ქვეყნებში’’

,,ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობა, რუსეთის საზღვრებს გარეთ, შეიძლება აღმოჩნდეს მის სამიზნეში’’- ახდენს ვითარების დრამატიზებას ესტონური დაზვერვის სამსახური. რუსეთის საზღვრებთან და მის ჩრდილში მყოფი ესტონეთი, შიშით და ყურადღებით ადევნებს თვალს მეზობლის გეგმებს.

,,ფსიქოლოგიური ოპერაციების’’ დანაყოფები, ყოველდღიურად ახდენენ იმ თემების მონიტორინგს, რომლებიც ГРУ-ს ინტერესში ხვდება, აღნიშნულია მოხსენებაში. ,,გავლენიანი დასავლური მედიის’’ პუბლიკაციების გადაცემა, მათ შორის ყალბი ექაუნთებით, ხდება – Twitter-ის, Facebook-ის, Reddit-ის და VK-ს მსგავსი სოციალური ქსელებით. „ფსიქოლოგიური ომის“ ამოცანა, მდგომარეობს, უცხოური აუდიტორიის აღქმისა და ქცევის შეცვლაში, ნათქვამია მოხსენებაში.

არსენალში არის მანიპულაციური მეთოდიკაც. ,,2020 წელს ГРУ-ს მიერ კონტროლირებადი ინგლისურენოვანი საიტები, ისეთი, როგორიცაა: inforos.ru, infobrics.Org და onewold.Press ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ – აღნიშნავენ ესტონელი სპეციალისტები. მაგალითად, ეს საინფორმაციო წყაროები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-მ ისარგებლა ეპიდემიით, რათა საერთაშორისო ასპარეზზე, საკუთარი პოზიცია თავს მოეხვიათ სხვებისთვის. კიდევ იმას, რომ კორონავირუსი სინამდვილეში – ამერიკული ბიოიარაღია. ГРУ იყენებს ამ პორტალებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, იმ იმედით, რომ პირველწყარო არ გამჟღავნდება.’’

                                                     ,,წინმსწრები ქმედებები’’

ამ მოსაზრებების დასტურად, ესტონური სამსახური ასახელებს შენაერთ 54777-ის ყოფილ თანამშრომლებს, მათ შორის ალექსანდრ კოსტიუშკინს, ალექსანდრ სტარუნსკის, დენის ტიურინსა და სერგეი პანტელეევს, რომელთაც დააფუძნეს პრორუსული საინფორმაცოი საიტები. მოხსენებაში მოცემულია გავლენის ოპერაცია – პრესკონფერენცია, რომელიც გაიმართა საბერძნეთში, 2014 წლის ოქტომბერში (ანუ ყირიმში შეჭრიდან, რამდენიმე თვეში) ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შენაერთ 54777-ის გადასაფარად. საბერძნეთის მომავალი თავდაცვის მინისტრი, პანოს კამენოსი, ამ ღონისძიებაზე ГРУ-ს აგენტებთან ერთად იმყოფებოდა.

80- გვერდიან მოხსენებაში, აღწერილია რუსული საფრთხის საზღვრები: მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაცია და მათი დაქვემდებარების მისწრაფება, ახალი მოიერიშე საჰაერო-სადესანტო შენაერთების ფორმირება, რომლებიც ჩაატარებენ ,,წინმსწრებ ქმედებებს’’ სტრატეგიულ სამიზნეებზე, რუხ ზონებში ანუ კონფლიქტის ოფიციალურად დაწყებამდე. ამასთან, დოკუმენტი აშუქებს რუსული მოდელის სისუსტეებს: ,,იმ სიტუაციაში, როცა საშუალოსტატისტიკური რუსეთის მოქალაქე, წლების განმავლობაში გრძნობს მისი ცხოვრების დონის თანმიმდევრულ კლებას, მასშტაბური პროტესტები გახდა შესაძლებელი’’- აღნიშნავს ესტონეთის დაზვერვის დირექტორი, მიკ მარანი. ბრძოლა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის წარმოებს რუსეთის საზღვრებს მიღმა.

 

By admin

You missed