Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Times დიდი ბრიტანეთი

ჰანნა-ლუსინდა სმიტი   (Hannah Lucinda Smith)

აშშ-ს საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას ზრდის, ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ ,,იმოქმედებს მკაცრად“, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეგიონში

აშშ სსფ-ს ხომალდი ,,პორტერი,’’ რომელიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით, შავ ზღვაში გასული კვირის ბოლოს შევიდა. ამით ის შეუერთდა მეორე ამერიკულ ხომალდს – ,,დონალდ კუკს.’’ მათ აცილებს ხომალდი – ნავთობმომმარაგებელი ,,ლარამი’’ ( ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელსაც უღელტეხილის სახელი ეწოდა). ყველა ეს მცურავი საშუალება შეუერთდება ნატოს ბლოკის სხვა ხომალდებს, რომელიც შავ ზღვაში იმყოფება და წარმართავს რუტინულ საპატრულო საქმიანობასა და სამხედრო სწავლებებს.

ამგვარად, ამერიკული სამხედრო-საზღვაო კონტიგენტი შავ ზღვაში, მიაღწევს ყველაზე მაღალ ნიშნულს, 2017 წლიდან მოყოლებული. ასეთი ესკადრილიის განლაგებამ უბიძგა რუსეთს იმისკენ, რომ ყირიმში განეთავსებინა ანტისარაკეტო სისტემა ,,ბასტიონი,’’იმ ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა მოახდინა, მიიტაცა რა ის უკრაინისგან 2014 წელს.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ყირიმისკენ, ასევე მიავლინა ხომალდი ,,ადმირალი მაკაროვი’’ სამხედრო სწავლებაზე ზუსტად იმავე რეგიონში. სწავლება მოიცავს საჰაერო მიზნების აღმოჩენა-განადგურებას, ასევე რადიო-ელექტრონულ ბრძოლას – მოწინააღმდეგის ელექტრონული კომუნიკაციის განეიტრალებას.

აშშ-ს მეექვსე ფლოტმა განაცხადა: ,,ყველა ამ ოპერაციის საბოლოო მიზანია – სრულყოფამდე მიიყვანოს ჩვენი საჰაერო  თავდაცვის სისტემა (ნატოს შავი ზღვის ხომალდებთან ერთად), რათა უკეთ დავიცვათ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები.’’

ნატოს წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ალიანსმა გააძლიერა მისი ყოფნა შავ ზღვაზე ,,რუსეთის მიერ უკრაინული ნახევარკუნძულის ანექსიის, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ.’’

სამი მათგანი, იმ ექვსი ქვეყნიდან, რომელსაც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი – ნატოს წევრია, უკრაინა და საქართველო კი თანამშრომლობენ ალიანსთან  და რეგულარულად მონაწილეობენ ნატოს მანევრებში ამ რეგიონში.

რუსეთმა, მეექვსემ იმ ქვეყნებიდან, რომელიც შავ ზღვაზე გასასვლელს ფლობს, 2008 წელს დაიწყო თავისი არეალის გაფართოება, როცა მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის, მათ შორის შავიზღვისპირა მხარის – აფხაზეთის ანექსია, ყირიმის ანექსიამ კი მოსკოვს შესაძლებლობა მისცა გაეძლიერებინა მისი შავი ზღვის ფლოტი, რომელიც განთავსებულია სევასტოპოლში. მოსკოვი, ასევე იყენებდა შავი ზღვის ფლოტს მისი ოპერაციების მხარდასაჭერად სირიაში.

რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია და იქ 2014 წელს 30 000 ჯარისკაცი განათავსა, სამჯერ მეტი, თავდაპირველ კონტიგენტზე. მან, ასევე ააგო ხიდი ქერჩის ყურეზე და ყირიმი რუსეთის ტერიტორიას დაუკავშირა. ამ ნაბიჯმა მოსკოვს საშუალება მისცა გაეკონტროლებინა უცხო ხომალდების გადაადგილება აზოვის ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს დაიდო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც იძლეოდა გარანტიას, ორი ქვეყნის ხომალდების დაუბრკოლებელი მოძრაობისა ქერჩის ყურეში.

2018 წლის ნოემბერში, რუსეთმა გაიტაცა სამი უკრაინული ხომალდი და უკრაინული ეკიპაჟის 24 წევრი, დააპატიმრა ისინი რვა თვით და შემდეგ ტყვეთა გაცვლის ფორმატით გადასცა მეზღვაურები სამშობლოს. ხომალდები უკრაინას, მხოლოდ 2019 წლის ნოემბერში დაუბრუნეს.

ბაიდენი პუტინს ტელეფონით გასულ ოთხშაბათს ესაუბრა – პირველად, მისი თეთრ სახლში მისვლიდან. როგორც იტყობინებიან, ბაიდენმა საუბარში გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის რიგი ქმედებების გამო, მათ შორის იყო 2020 წლის აშშ-ს არჩევნებში ჩარევა. ბაიდენმა ასევე დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა. ეს – დონალდ ტრამპის ხაზიდან გადახვევაა, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს არ სურდა შეემჩნია პუტინის აგრესია ამ რეგიონში.

ნატო აძლიერებს პატრულირებასა და სწავლებას შავ ზღვაში, სამხედრო ბლოკმა ბაზა ,,მიხაი კოლჩენაგუზე’’ განათავსა ავიაგამანადგურებლები, რუმინულ ქალაქ  კონსტანტასთან ახლოს.

თუმცა ალიანსს აქვს პრობლემებიც: თურქეთის რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, ნატოსთვის ნამდვილი თავის ტკივილია.

ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა C– 400 -ის შეძენის შემდეგ. ანკარამ, რუსეთისგან ნაყიდი სისტემა შავიზღვისპირეთის მიმდებარე ქალაქ სინოპში, გასულ წლის ოქტომბერში გამოსცადა.

By admin