Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

CNN  აშშ

ქრის ჩილიზა

 

როცა  ოთხშაბათს, 6 იანვარს, თვალს ვადევნებდი ტრამპის მომხრეების შეტევას აშშ-ს კონგრესზე, შემდეგ კი მათი შენობაში შეჭრას, მთავარი გრძნობა, რომელიც დამეუფლა იყო, არა მრისხანება ან განცვიფრება, თუმცა იყო ერთიც და მეორეც, არამედ სევდა.

მთელი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში ვაშუქებდი პოლიტიკის სფეროს.

ამას ვაკეთებდი და ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა, შენი თვალით უმზირო იმას, თუ როგორ მუშაობს ამერიკული დემოკრატია

დიახ, ნაძირლები არიან ყოველთვის და ყველგან – ხანდახან იპყრობენ გადაჭარბებულ ყურადღებას – ორი ათეული წელი ამ სფეროში მუშაობის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც არჩევით თანამდებობებს იკავებს პოლიტიკაში, კეთილი ზრახვებით მოდის.

მათ გულწრფელად სურთ, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალონ და სჯერათ, რომ ამის საუკეთესო საშუალება – არჩევითი თანამდებობაა. თქვენ, შეიძლება არ დაეთანხმოთ მათ წარმოდგენებს ან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ხმის მიცემისას, მაგრამ მთლიანობაში, მათ მართლაც სწამთ, რომ სწორად იქცევიან.

მე კი სევდა დამეუფლა, როცა ვუყურებდი, რომ ეს ხალხი და რეპორტიორები, რომლებიც მათ მუშაობას აშუქებდნენ, გაფაციცებული ეძებდნენ თავშესაფარს, როცა გავეშებული მეამბოხეები იჭრებოდნენ კაპიტოლიუმში, პრეზიდენტის მიერ გაქეზებულნი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ,,გამარჯვებულის’’ იმიჯი აინტერესებს.

როცა ვუშვებთ, რომ ძალამ დათრგუნოს სიმართლე, თავს ვიგდებთ ძალზე სახიფათო სიტუაციაში. როცა კონგრესის წევრებს, რომლებიც ასრულებენ თავის კონსტიტუციურ მოვალეობებს, ემუქრებიან, ჩვენ ვქმნით ძალზე სახიფათო სიტუაციას. როცა პრეზიდენტი არწმუნებს კაპიტოლიუმში შეჭრილ ადამიანებს, რომ მას ისინი უყვარს და უკანონობა ნორმალურია, თავს ვიგდებთ ძალზე სახიფათო სიტუაციაში. ამიტომ – ,,ჩვენში“ – არ ვგულისხმობ მხოლოდ დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, მასმედიას ან რომელიმე სხვა ჯგუფს, ვგულისხმობ – ყველა ჩვენგანს. როცა მე, ვათვალიერებდი საშინელ ფოტოსურათებს გადაებულს კაპიტოლიუმთან, მაგალითად, დასავლეთ კედელთან მეამბოხეების მიერ აღმართულ იმპროვიზებულ სახრჩობელას, თავში გამიელვა ერთადერთმა აზრმა, რომ ,,ჩვენ გაცილებით უკეთესნი ვართ.’’ ,,ჩვენ,’’  – ყველას ერთად, მათ შორის თავაწყვეტილ მეამბოხეებს, რომლებიც პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომ უხეში  ძალა და სიმართლე – ეს ერთი და იგივეა, გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.

დონალდ ტრამპი ოთხი წლის განმავლობაში, როგორც იარაღს ისე იყენებდა ჩვენს შორის უთანხმოებას და უგულებელყოფდა საერთო ჰუმანურობასა და საერთო კეთილდღეობას. ის, რაც დღეს კაპიტოლიუმთან მოხდა, ლოგიკური შედეგია იმისა, რომ მას  არ გააჩნია მორალური ლიდერის კაპიტალი.

და მთავარი, თუ თქვენ გულდაწყვეტილი ან შეშინებული არ ხართ იმით, რაც დღეს ვაშინგტონში ხდება, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ, არ დაუთმეთ მომხდარს ჯეროვანი ყურადღება.

By admin