Anadolu თურქეთი
მეჰმედ ბურაკ კარაჯაოღლუ, აჰმედ ყარაჰმედი
რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალებმა სცადეს, შეეღწიათ სირიის ნაციონალური არმიის (სნა) ზურგში – დეესკალაციის ზონაში, იდლიბის სამხრეთით
Anadolu-ს კორესპონდენტის, სნას წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 11 იანვარს, რუსულმა “სპეცნაზმა’’ ჩაატარა ოპერაცია შეხების ხაზზე, პროვინცია ჰამის ენკავის რაიონში
შეტევის შედეგად, რომლითაც დაირღვა რუსეთ-თურქეთის ადრე მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არის დანაკარგი სნას რიგებში.
რუსეთის მოქმედების საპასუხოდ, სნა-მ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა სირიის რეჟიმის პოზიციებს მაარტ მუკხასის დასახლებაში, იდლიბის სამხრეთით.
ამ ტიპის ოპერაციაში, რუსეთის ძალები პირველ ეტაპზე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და ცეცხლგამჩენ ჭურვებს, შემდეგ საქმეში ერთვებიან სნაიპერები და მოქმედებს სითბური დამიზნების შეიარაღება.
ასეთი მცდელობები გამიზნულია ოპოზიციური, ანტისამთავრობო შეიარაღებული ჯგუფებისთვის ზიანის მისაყენებლად, თუმცა რუსულ შენაერთებს, პერიოდულად აქვთ დანაკარგი და ისინი უკან იხევენ.
სიტუაცია იდლიბში
2017 წლის 4 – 5 მაისს, ასტანაში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის, რუსეთის და ირანის მონაწილეობით, შეიქმნა ,,დეესკალაციის ზონა’’: იდლიბში და მის მეზობელ პროვინციებში (ლატაკია, ჰამი და ალეპო), ფომსის პროვინციის ჩრდილოეთში, დამასკოს პროვინციასა და ქვეყნის სამხრეთ რაიონებში (პროვინციები: დერა და ელ-კუნეიტრა).
სირიის რეჟიმმა და პროირანულმა ტერორისტებმა დაიკავეს სამი, ამ ოთხი ზონიდან რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით და თავი მოიყარეს იდლიბში. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთმა მიაღწია დამატებით შეთანხმებას რუსეთთან, რათა გაძლიერებულიყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
2019 წლის მაისში რუსეთისა და რეჟიმის გაერთიანებულმა ძალებმა, დაიწყეს სამხედრო მოქმედება მთელი რეგიონის ხელში ჩასაგდებად და კონტროლი დაამყარეს არაერთ დასახლებაზე იდლიბის დეესკალაციის ზონაში.
2020 წლის 5 მარტს, თურქეთსა და რუსეთს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება.
მიუხედავად იმისა, რომ ზავი რეჟიმის მხრიდან პერიოდულად ირღვევა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდწილად დაცულია. 2017 წლიდან 2020 წლამდე, რუსეთისა და რეჟიმის ძალების შეტევების შედეგად, ორ მილიონამდე მშვიდობიანი მაცხოვრებელი იძულებული შეიქნა, გადაადგილებულიყო თურქეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებში.