Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Главред

პიოტრ ოლეშჩუკი

 

რაც შეეხება ბაიდენისა და პუტინის საუბარს, შემთხვევითობა როდია, რომ ონლაინ შეხვედრის დროს – ,,დავოსის დიალოგები’’-  პუტინი ალაპარაკდა ,,ახალ საფრთხეებზე’’

უფრო ზუსტად, მან თქვა: „შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება-გამკაცრება, მათ შორის წამყვან ქვეყნებში, ყოველივე ეს აისახება საერთაშორისო ურთიერთობის ხასიათზე და  არ ეხმარება სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, მრავლდება რეგიონული კონფლიქტები, ხდება გლობალური უსაფრთხოების სისტემის დეგრადირება. როგორც ცნობილია, ამგვარი პრობლემების გადაუჭრელობა და საამისო მზაობის არარსებობა, შემოგვიბრუნდა მე-2 მსოფლიო ომით. რა თქმა უნდა, ასეთი გლობალური ცხელი კონფლიქტი, დღეს შეუძლებელია. ამის დიდი იმედი მაქვს. ეს იქნება ცივილიზაციის დასასრული.“

შედარება გასული ასწლეულის 30-იან წლებთან – ეს მკაფიო მინიშნებაა მსოფლიო ომზე. შემდეგ არის ამ მინიშნების კონკრეტიზაცია და ბოლოს დასკვნითი ფრაზა – ,,ცივილიზაციის დასასრული’’- ეს უკვე ბირთვული ომის მუქარაა. ფაქტობრივად ხანგრძლივი პერიოდის ,,კეთილი პუტინის’’ შემდეგ, ჩვენ ისევ გვაჩვენეს ,,აგრესიული პუტინი.’’ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ – ეს რუსეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რათა ,,გადაგვრთონ’’ სახიფათო თემებიდან – სასახლეებიდან, კორუფციიდან და მიგვმართონ ,,ნაციონალური დიდებისკენ,“ „მუხლებზე დაჩოქილთა წამოდგომისკენ,“ ყველასთან ომისკენ, მაგრამ… ეს ძალზე რთული და ორაზროვანი მოწოდებაა  – ,,შიდა მომხმარებლისთვისაც“ კი.

პუტინი აშინებს მსოფლიოს, მიმართავს მისთვის ჩვეულ ბირთვულ შანტაჟს და ეს, სწორედ რომ ყველაზე ნათლად გამოხატავს მისი ბაიდენთან საუბრის შინაარსს. ეს ასევე მიუთითებს, რომ პუტინი აშკარად უკმაყოფილოა ამ საუბრით.

გასაგებია, რომ ძირითადი თემა საუბრისა, არის ძველი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, მაგრამ საუბრის შინაარსი გაცილებით სერიოზული იყო და მასში, როგორც ჩანს ფიგურირებდა უკრაინა და ის არა მარტო მოიხსენიეს – არამედ მასზე დიდხანს იმსჯელეს.

ამას მოწმობს პესკოვის შემაჯამებელი კომენტარიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,გამოყენებული ფრაზები ზუსტად ასახავს მხარეთა პოზიციას და რა თქმა უნდა, განსხვავებული აღქმები განხილვის დროს, მიუთითებს უთანხმოებაზე ამ საკითხში.’’ მოკლედ, ,,მშვიდობაზე, მეგობრობასა და საღეჭ რეზინზე’’ –  ნათელია, ლაპარაკი არ ყოფილა.

მაინც რაზე ისაუბრეს მათ? Reuters–მა გამოაქვეყნა თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯენიფერ ფსაკის კომენტარი. თუ ამ კომენტარს დავეყრდნობით, არავის უცდია ტონის შერბილება. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა განიხილა აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობის პრინციპული საკითხების მთელი სპექტრი და მათ შორის უპირველესია – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შემდეგ საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე ახსენეს რუსეთის მტრული აქტივობის შესახებ აშშ-სა და დემოკრატიის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა და მოიცავდა რუსეთიდან ინსპირირებულ ჰაკერულ შეტევებს, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის წახალისებას, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. აქედან დასკვნა, ეს იყო პუტინისთვის მძიმე საუბარი.

ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ,,კომპრომისის ველის“ არარსებობას –  მისი რუსული გაგებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს ,,მსოფლიოს ორ ნაწილად გაყოფას,“ „გავლენის ზონების“ აღიარებას და ა. შ. შესაბამისად, ამით აიხსნება პუტინის უკმაყოფილება, რომელიც მეთოდურად არღვევდა  ნებისმიერ შეთანხმებას და  ელოდა, რომ ,,გამოივაჭრებდა’’ აშშ-სთან უკრაინის საკითხს მისთვის სასურველი პირობებით. შესაბამისად, საჭირო გახდა ,,ფსონის გაზრდა,’’ რადგან ვერ მოხერხდა სიტუაციის დალაგება ცალკეული შეთანხმებებით და აშშ-სთან ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენა უკრაინის საკითხის გვერდის ავლით. ამდენად, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის საკითხი სრულიადაც არ არის დახურული.

By admin