MTV Uutiset ფინეთი
იაკო ლოიკანენი, ანტი მიალკიონენი
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულანდი თვლის, რომ რუსეთის შესაძლებლობები ზესახელმწიფოს სტატუსში მოახდინოს გავლენა მსოფლიო წესრიგზე, დღითიდღე სუსტდება, კრემლში ამას გეძნობენ, რაც კიდევ გაურკვეველს ხდის რუსეთის ქმედებას ბალტიის ზღვის რეგიონში
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულანდი რუსეთში არსებული ვითარების მძიმე სურათს ხატავს.
რუსეთი თავად ხვდება, რომ მისი ეკონომიკური ძლიერება დასუსტდა ადრინდელთან შედარებით. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა, ეკონომიკა არ იზრდება, პირიქით შემცირდა. ამ ეკონომიკას თანამედროვეს ვერ უწოდებ’’- ამბობს კალიულანდი.
კალიულანდის თქმით, საფრთხე და გაურკვეველი ქმედებები რუსეთის მხრიდან მომდევნო ათი-ოცი წლის განმავლობაში გაიზრდება, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე მისი შესაძლებლობებისთვის ფანჯარა თანდათან იხურება.
,,ამდენად, მას სჭირდება სწრაფი, იაფფასიანი და გაურკვეველი ნაბიჯები ვითარების შესაცვლელად. თანაც რუსეთმა ეს ნაბიჯები სწრაფად უნდა გადადგას’’- ამბობს კალიულანდი
უნდა ვემზადოთ უჩვეულო მეთოდებისთვის
კერსტი კალიულანდის აზრით, ძნელია ზუსტად განსაზღვრო რა ელის, მაგალითად ესტონეთსა და ფინეთს.
,,შევძელით კი გამოგვეცნო, რა მოხდებოდა საქართველოსა და უკრაინაში? შევძელით მივმხვდარიყავით, რა დაემართებოდა ნავალნის? რა თქმა უნდა, ვერა.’’
,,ვფიქრობ, მცდელობა სრულად განვჭვრიტოთ მოვლენების განვითარება, ვერ იქნება ნაყოფიერი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება გადავაწყდეთ უჩვეულო ქმედებებს. რუსები შეეცდებიან ჩვეული წესრიგი ჩაგვინაცვლონ სისტემით, რომელიც ძალასა და მათ ინტერესებს დაემყარება.’’