Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Frankfurter alllgemeine zeitung

ბერტოლდ კოლერი

 

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ – ეს ევროპული პროექტია. ამის შესახებ განაცხადა რადიოსადგურ „დოიჩლანდფუნკთან“ ინტერვიუში ბერნდ ვესტფალმა, გერმანიის სოციალ- დემოკრატიული ფრაქციის სპიკერმა ბუნდესტაგში, რომელიც პასუხისმგებელია ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე

მისი თქმით, „უცნაურია“ თეთრი სახლის პოზიცია, რომ  თითქოს, მას შეუძლია განსაზღვროს ენერგეტიკული პოლიტიკა ბრიუსელსა და ბერლინში, ხოლო გაზსადენის მიბმა ნავალნის საქმეზე, ეს უბრალოდ „უაზრობაა“. თუმცა ბრიუსელში ევროპის პარლამენტი სწორედ ასე მოიქცა. ყველა მსხვილი ფრაქციის ხმების საფუძველზე, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოგვიწოდა შევაჩეროთ მშენებლობა. საინტერესოა, თვლის თუ არა გსდპ ევროდეპუტატთა ნების  გამოხატულებას – „უაზროდ“ და „უცნაურად“ ევროპის ყველაზე საკამათო ენერგეტიკული პროექტის შესახებ.

ევროპარლამენტს, ამერიკელების მსგავსად, ვერ დაადანაშაულებ იმაში, რომ მას სურს გააიოლოს ყველასგან დაწყევლილი ფიქლის გაზის გასაღება ევროპაში. იმედს, რომ ვაშინგტონი ბაიდენის დროს ამ საქმეში ნაკლებად მკაცრად იმოქმედებს, ვიდრე ტრამპის პრეზიდენტობის პეროიდში, როგორც ჩანს, გამართლება არ უწერია. ბაიდენიც დიდი ხანია პროექტის კრიტიკოსებს მიეკუთვნება.

გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რომლის საშუალებითაც კიდევ უფრო მეტი რუსული გაზი შევა ევროპაში, ხოლო მეტი ევროპული ფული მოხვდება პუტინის რეჟიმის სალაროში, არა მარტო გაამწვავებს კონფლიქტს ევროკავშირის შიგნით, არამედ გაართულებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გადატვირთვას. ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების წარმოება ამ სადავო საკითხზე და კომპრომისების მოძიება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ტრამპის ხალხთან. მაგრამ გერმანიის საგარეო და ენეგეტიკულ ისტორიაში, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის საქმე, ნამდვილად ვერ ჩაიწერება ოქროს ასოებით.

პუტინს შეუძლია ხელები სიამოვნებისგან იფშვნიტოს: ამ პროექტმა მაქსიმალური განხეთქილება შეიტანა ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში. ვერც ამერიკულმა სანქციებმა და ვერც რუსულმა საწამლავმა, ვერ აიძულა ბერლინი უარი ეთქვა ამ ენერგეტიკულ პროექტზე. ვიღაცამ შეიძლება გფრ-ს პოზიცია ნაციონალური სუვერენიტეტის გამოხატულებად მიიჩნიოს, მაგრამ ვშიშობ, კრემლის მიერ ეს პოზიცია უფრო შეფასდება, როგორც შედეგი უალტერნატივო დამოკიდებულებისა.

By admin