THE TIMES დიდი ბრიტანეთი
თეო მერცი
როგორც ბევრისთვის, არც პუტინისთვის აღმოჩნდა 2020 წელი ისეთი, როგორსაც ელოდა.
გაზაფხულზე, როცა რუსეთმა შემოიღო მკაცრი კარანტინი და ისედაც დაზიანებული ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდა, მისი მხარდაჭერა რეკორდულად დაბალ დონეზე დაეშვა
მისი ბუნკერის მსგავსი 2 იდენტური ოფისიდან ( ერთი მოსკოვშია, მეორე შავ ზღვაზე), პრეზიდენტი თავგამოდებით ცდილობდა, გაეკონტროლებინა მღელვარება მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე.
ბელორუსში და ყირგიზეთში პროტესტებისა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის შედეგად, პრობლემები რუსეთის საზღვრებს მისწვდა.
პუტინის ყოვლისშემძლეობის აურა შემცირდა, როცა ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიეს. ბევრს სჯერა, რომ 2016 წელს მის ხელისუფლებაში მოსვლაში, კრემლის ხელი ერია.
ყოველივე ეს დაგვირგვინდა იმით, რომ გასულ თვეში დაიბეჭდა ინფორმაცია: ვლადიმერ პუტინი დაავადებულია პარკინსონით და რომ ოჯახი მისგან გადადგომას მოითხოვს.
მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა მის გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ძირითადად ვიდეოკავშირის ფორმატში წარიმართა. პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების საპირისპიროდ, პრეზიდენტი კითხვებს 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში სცემდა პასუხს.
მან ყურადღება „რთული წლის“ ნათელ მხარეზე გაამახვილა. დიახ, ეკონომიკა დაზიანდა პანდემიით, მაგრამ არც ისე ძლიერ, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში. დიახ, ჯანდაცვის სისტემა გაჭირვებით უმკლავდებოდა სიტუაციას, მაგრამ სხვა სახელმწიფოებში უარესი ხდებოდა. დიახ, გაჭირვება იზრდება, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდაა, როგორც პუტინის კრემლში მოსვლამდე იყო.
4 წლის განმავლობაში პრემიერ- მინისტრად ყოფნის შემდეგ ( ეს დრო მან კონსტიტუციაზე მუშაობას დაუთმო), 2012 წელს, ის დაბრუნდა საპრეზიდენტო სავარძელში. წელს, რუსეთის მოქალაქეებმა უთხრეს „ დიახ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა თანახმად პუტინს უფლება აქვს ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს, თუკი ასე ისურვა:
„ მე ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება, ვიყარო თუ არა კენჭი 2024 წლის არჩევნებზე“ – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, გეგმავდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმას 2024 წლისთვის, თუ წესი იმიტომ შეცვალა, რომ მისი გადადგომა იძულებითი არ ყოფილიყო.
„ჩემ ოჯახში, მთავარი სადღეგრძელო – ერთია – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა დამდეგ წელზე საუბრისას – რუსეთისთვის!“