ABC ესპანეთი
ბეატრის ლ. ეჩესარეტა
ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა უნიღბოდ, უკვე წარმოუდგენელია. მართალია, ეს აქსესუარი იყო მთავარი დამცავი საშუალება მთელი პანდემიის დროს, მაგრამ იმედის მარცვალმა, რომელიც პირველი ვაქცინების შემუშავებით გაჩნდა, შეიძლება ხელი აგვაღებინოს ნიღბის გამოყენებაზე. ეს დიდი შეცდომა იქნება. ქვემოთ შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ არ უნდა ვიჩქაროთ ნიღაბზე უარის თქმა
- „კოლექტიური იმუნიტეტი“ მალე არ გამომუშავდება
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლისთვის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ვაქცინები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება, პირველად აიცრებიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები: ხანდაზმულები, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცებულთა თავშესაფრებში და მათი მომვლელი პერსონალი, მედიცინის მუშაკები,რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან და სოციალურად დამოკიდებულნი.
შემდგომ, 70 წელზე უფროსებისა და ქრონიკულად დაავადებულების რიგი მოდის. აგრერიგად სასურველი, ,,კოლექტიური იმუნიტეტის’’ ფორმირებისთვის, საჭიროა მოსახლეობის 70%-ის აცრა და საამისოდ უნდა ჩატარდეს იმუნიზაციის რამდენიმეთვიანი კამპანია. მოსალოდნელია, რომ მომავალი ზაფხულისთვის მიიღწევა ასეთი დაფარვა. მანამდე კი ნიღაბი – დაცვის შეუცვლელი საშუალებაა.
- ვაქცინა ხელს უშლის დაავადებას, მაგრამ არა გადადებას
,,ბევრი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ მოუწევს ნიღბის ტარება’’- აღნიშნავდა მიშალ ტალი, სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი THE New York Times-თან ინტერვიუში.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეჰყავთ ღრმად კუნთში და ის ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომ გამოიმუშაოს ანტისხეულები. ზოგიერთი მათგანი განთავსდება ცხვირის ლორწოვან გარსზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სწრაფად, ან რა რაოდენობის ანტისხეულების ამოქმედება მოხერხდება რეზერვიდან.
თუ ანტისხეულები არ იმოქმედებს ვირუსზე ეფექტიანად, მაშინ ვირუსი დარჩება ლორწოზე და ამოსუნთქვის ან დაცემინებისას გადაეცემა სხვა ადამიანს. ვინაიდან გადადება შესაძლებელია ვირუსზე აცრის შემდეგაც, ნიღაბი რჩება დაცვის აუცილებელ საშუალებად.
,,სერიოზული დაავადების აღკვეთა – უფრო ადვილია, იოლისა კი ძნელი, ხოლო ყველა ინფექციის აღკვეთა ურთულესია’’- განაცხადა ამერიკულ გამოცემასთან არიზონას უნივერსიტეტის იმუნოლოგმა დეეპტა ბჰატაჩჰარიამ.
- ანტისხეულებზე ტესტების საიდუმლო
იმისთვის, რომ ექსპრეს-ტესტები მთელ მსოფლიოში გავრცელდეს და მოსახლეობის ფართო წრე მოიცვას, საჭიროა დრო. მადრიდის მთავრობას სურს ტესტირება აფთიაქებში წარმართოს, მაგრამ ამ წინადადებას ჯანმრთელობის სამინისტრო დღემდე განიხილავს. ვაქცინა ვერ დაასრულებს პანდემიას და არ მოხდება რევოლუცია. ეს იქნება ევოლუცია, კიდევ ერთი საშუალება ვირუსთან ბრძოლისა. ამდენად, ჯერ ადრეა გამოვემშვიდობოთ იმ საშუალებას, რომელიც უკვე ხელთ გვაქვს.