Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  Politiko აშშ

 

ვლადიმერ პუტინს მიაწერენ უზარმაზარ შესაძლებლობებს:  აშშ-ს არჩევნებში ჩარევას, მილიონობით ადამიანის მოტყუებას, იმას, რომ ის მათ შეთქმულების თეორიებში არწმუნებს, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მთავრობებს ჭადრაკის ფიგურებივით ცვლის და  ყოველივე ამას თითის თითზე დაუკარებლად ახერხებს

რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ კმაყოფილია, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი რეპუტაციით ახერხებს, მაგრამ როცა საქმე რეალურ საქმეებამდე მიდის… როგორც ჩანს, ბოლო დროს მისი გავლენა აღარ ჭრის, ყოველ შემთხვევაში,  ევროპაში. ოპოზიციონერ ნავალნის მოწამვლა სიკვდილით არ დასრულდა, სამაგიეროდ ევროპამ  ვერ ,,დამარხა’’ სკანდალური გაზსადენი  – ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2.’’

მაშინ, როცა მის ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს, პუტინი მთელი წელია თავს  ევროპის პერიფერიაში  სისულელეებით ირთობს, თუმცა  კონფლიქტები უფრო თურქეთის გავლენის ზრდაზე მიუთითებს, ვიდრე რუსეთისაზე: რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პირდაპირმა ჩარევამ ყარაბაღის გამო დაპირისპირებაში, წარმოაჩინა, რომ ის შეიძლება სერიოზულ მოთამაშედ იქცეს პუტინის სამფლობელოში, ხოლო თურქეთის ლიდერის შეჭრამ ხმელთაშუა ზღვაში, ირიბად დააბრკოლა ევროკავშირის რეაქცია რუსეთის პოტენციურ კლიენტ – ბელორუსში  მიმდინარე მოვლენებზე.

მეორე მხრივ, ამ კრიზისმა აჩვენა  ბრიუსელის უუნარობა თავი დაიმკვიდროს საკუთარი სახლის ,,უკანა ეზოში.’’ სწორედ აქ  შენარჩუნდა პუტინის გავლენა. მუქარაც კი, კიდევ ერღი ყირიმის მოწყობისა, საკმარისია, რომ ისეთი ბობოქარი დედაქალაქიც კი როგორც ვარშავაა, ნატოს უმოქმედობაზე დარდობდეს.

ნაკლებმოსალოდნელია პუტინი პოლიტიკურ სცენას მალე გამოეთხოვოს. მას შეუძლია პრეზიდენტის უფლება-მოვალეობა 2036 წლამდე შეითავსოს – გასულ ზაფხულში გამართული რეფერენდუმის წყალობით. 68 წლის ასაკში, კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, შესაძლოა კიდევ აქვს ტუზები სახელოში ჩამალული: იმ დროს, როცა პუტინის პროპაგანდა ეჭვს ნერგავს კორონავირუსის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინების მიმართ, რუსული ..სპუტნიკ-5’’ უკვე ხელმისაწვდომია მოსკოვის კლინიკებში. შესაძლოა იგივე მოხდეს უნგრეთშიც და ვინაიდან ამერიკული საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა, ერეოდა თუ არა კრემლი 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში, ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინს სავარაუდოდ ისევ განიხილავს გეოპოლიტიკურ საფრთხედ, რასაც რეალურად ის ყოველთვის წარმოადგენდა.

By admin