Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

რადიოს მგრძნობიარობის დაქვეითება და ელექტრომაგნიტური ხარვეზები 5G სმარტფონებში

ჩვეულებრივად, 4 და 5 თაობის სმარტფონები შეიცავს რამოდენიმე ახო და შორი ქმედების მინი-გადამცემს, რომელიც ერთიან სისტემას წარმოადგენს. მცირე ზომების ფორმ-ფაქტორის და სხვა ელემენტებთან სიახლოვის გამო, გამოწვეული ხარვეზები მოქმედებს აპარატის მგრძნობიარობაზე.

როდესაც სიგნალი შემოდის მიმღებში, რომელიც ან სხვა ტექნოლოგიით არის შექმნილი ან სხვა არხს განელუთვნება, მიმღების მგრძნობიარობა მცირდება. პრობლემა ღრმავდება, როდესაც ამოდენიმე რადოისიხშირის დანადგარი წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რაც ასევე იწვევს მგრძნობიარობის დაქვეითებას.

მოცემული პრობლემების გადაწყვეტა ძალზედ მნიშვნელოვანია სმარტფონების დეველოპმენტის საწყის ეტაპებზე, ამ შემთხვევაში მწარმოებელი ცდილობს შეამციროს წარმოების ხარჯები, მოდელირების და მულტიფიზიკური სიმულაციის მეშვეობით, რომლებიც ჩაანაცვლებს ხელსაწყოს პროტოტიპს და ამით დაზოგავს სახსრებს და გაადვილებს წარმოების პროცესს.

.                   მობილური სამომხმარებლო 5G აპარატურა საშუალებას მოგვცემს მონაცემებთან წვდომას  აქამდე არნახული სიჩქარით, რეალურ დროში. 28 გიგაჰერც სიხშირე საშუალებას გვაძლევს გამოიყენოთ მოწინავე ტექნოლოგიები სხივის ფორმირების საშუალებას გადატვირთულ გარემოში. ამისთვის გამოიყენება მცირე ზომის რადიოსიხშირული კომპონენტები, რომლებიც, როგორც უკვე ზევით ავღნიშმეთ, ასევე ურთიერთ ზემოქმედებენ ერთმანეთზე და წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ხარვეზები. სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს ანტენის გამოსხივება სმარტფონის სხვა კომპონენტებზე:

მოდელირების საშუალებით, შესაძლებელია ელემენტების ერთმანეთზე ზემოქმედების პროგნოზირება და მისი შემცირება, ისე, რომ შემდგომ თავიდან ავიცილოთ ხარვეზები მოწყობილობების მოშაობის დროს.

მნიშვნელობა ტელეფონის მდგომარეობა ხელში-სიმულაცია

როდესაც სმარტფონი გვიჭირავს ხელში, თითების და ხელის გულის მდგომარეობა ასევე მოქმედებს ანტენის წარმადობაზე. სმარტფონის ხელში სხვადასხვანაირი მდებარეობა ასევე მოდელირებადია სპეციალური პროგრამების (ANSYS HFSS) მეშვეობით. თითების მდგომარეობის მოდელირება საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, თუ როგორი ზემოქმედება ექნება გამოსხივებაზე და ანტენის წარმადობაზე. სურათზე ქვემოთ ნაჩვენებია სხვადასხვანაირი მდგომარეობის შემთხვევაში როგორ აისახება ანტენის გამოსხივება და მისი სიმკვრივე.

ტემპერატურული სტაბილურობის ანალიზი

5G სისტემების მცირე ზომის უსადენო კომპონენტების ტემპერატურული სტაბილურობა  სმარტფონებსა და სხვა 5G-თავსებად მოწყობილობებში, გარანტიას იძლევა, რომ სისტემას ექნება განცხადებული წარმადობა.

ენერგეტიკულმა ამოცანებმა  სხვადასხვა გარემოში შესაძლებელია გამოიწვიოს ტემპერატურის ცვლილება, რაც მიიყვანს დანადგარს თერმოციკლირებამდე (ანუ გამოიწვეს სხვადასხვა ტემპერატურის ციკლურ ზემოქმედებას),რამაც თავის მხვრივ შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზები მუშაობისას და კომპონენტების ფიზიკური მოშლაც.

გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ტემპერატურის ზრდის შემთხვევაში, გაიზრდება დანალარგები (Return Loss). დანადგარის გადახურვა მოქმედებს სმარტფონის მრავალ ელემენტზე, და კერძოდ ანტენაზეც. ტემპერატურის ზრდის შემთხვევაში მცირდება ანტენური სისტემის წარმადობა და ასევე სწრაფად იცლება სმარტფონის მკვებავი ელემენტი (ბატარეა). მასალების და ტექნოლოგიების დეტალური ანალიზი საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი წარმადობის სანდო მოწყობილობა.

ერთ ერთი მიდგომა მდგომარეობს ელექტრომაგნიტური ხარვეზების კვლევაში, თუ როგორი ზეგავლენა ექმება მათ როგორც მთლანობაში სმარტფონზე, ასევე მის ცალკეულ ელემენტებზე. ის თუ როგორ იმუშავებს სმარტფონი გადახურების შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განაბნევს სითბოს სისტემის აქტიური და პასსიური კომპონენტი. მოდელირება და შესწავლა იმისა თუ როგორი ურთიერთქმედება აქს სისტემის ყველა კომპონენტს სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში, საშუალებას აძლევს ინჟინრებს გააუმჯობესონ მოცემული საბოლოო პროდუქტის წარმადობა და საიმედოობა.

By admin

Leave a Reply