Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Financial times (დიდი ბრიტანეთი)

ჰენრი ფოი

 

ყოველი ძალაუფლებისმოყვარე  ლიდერის სამომავლო პერსპექტივა ორ ვარიანტამდე დაიყვანება: სამოქალაქო ცხოვრებაზე გარანტირებულ, მშვიდ გადასვლამდე – შესაბამისი იურიდიული დაცვით, ან სამუდამო მმართველობამდე. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იანვარში თავისი მმართველობის 21 წელს აღნიშნავს, ისეთი სიტუაცია მოიფიქრა, როდესაც მას შეუძლია სათავისოდ უზრუნველყოს ორივე ეს ვარიანტი. მუდმივი ჭორები კრემლიდან რუსეთის ლიდერის წასვლის შესახებ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ბეჭედი დაუსვა კანონს, რომელიც ითვალისწინებს  პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების გარანტირებულ იმუნიტეტს სასამართლო გამოძიებისა და დევნისგან. თუმცა სპეკულაციები იმის შესახებ, მოასწავებს, თუ არა ეს ნაბიჯი პუტინის ვადამდელ გადადგომას, არ გამორიცხავს გასულ წელს მიღებულ მეორე კანონს, რომელიც მოქმედ 68 წლის პრეზიდენტს უფლებას აძლევს მიმდინარე მეოთხე ვადის შემდეგ (რომელიც 2024 წელს იწურება), კიდევ 12 წელი მართოს ქვეყანა. რუსი პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია თვლის, რომ პუტინისთვის სრულიად ბუნებრივია ჰქონდეს გარანტიები იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი პრეზიდენტობა დასრულდება და მისი აზრით, არავითარი კავშირი ახალ კანონსა და პუტინის გადადგომას შორის არ არსებობს. ,,დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ: ის აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდეს იმის შესახებ, თუ როდის  აპირებს ის პოსტის დატოვებას’’- ამბობს სტანოვაია

ორივე ეს საკანონმდებლო აქტი – ორივე მათგანის ინიცირება მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და ისინი გაზაფხულზე პუტინმა წარადგინა – სიმპტომატურია, მათი ბუნდოვანებისკენ მისწრაფებით. რუსეთის ლიდერს უყვარს პასუხისმგებლობის ორ პირზე დაკისრება: ის ხშირად გასცემს განკარგულებას ორ მოქიშპე მინისტრზე ან უწყებაზე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მოქნილობას და ჩნდება ვარიანტები იმ შემთხვევისთვის, თუკი ადამიანები, რომელთაც მისი დირექტივის აღსრულება დაავალეს, თავს ვერ ართმევენ დაკისრებული ამოცანის გადაჭრას, ან  როცა, თავად ინიციატივა აღმოჩნდება წარუმატებელი. ამასთან, პუტინის ხელქვეითები ერთმანეთთან ქიშპით არიან დაკავებულნი და ვერ იცლიან ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეთქმულების მოსაწყობად. ეს ორი კანონი, რომელიც  იცავს პრეზიდენტს  კრემლის მიღმა და ამავდროულად მას საშუალებას აძლევს დარჩეს კრემლში, რაც სრულად შეესაბამება ზემოაღნიშნულ მიდგომას. ანალიტიკოსთა აზრით, ამჟამად, მეორე ვარიანტის რეალიზაცია უფრო სავარაუდოა, ვიდრე პირველისა. მცდელობა, განჭვრიტო როდის გადადგება პუტინი, ან ვის გადასცემს ძალაუფლებას, მოსკოვში დიდი ხანია აღარ ითვლება გასართობ ვიქტორინად. მისი მომხრეები გამორიცხავენ ამგვარი დისკუსიის წინაპირობებს, ხოლო მისი კრიტიკოსები ძალზე ხშირად ცდებიან საიმისოდ, რომ გააგრძელონ ამგვარი პროგნოზების კეთება.

,,ვფიქრობ, რომ ეს (პრეზიდენტობა) ოდესღაც უნდა დამთავრდეს – განაცხადა პუტინმა გასულ თვეში, როცა უპასუხა კითხვას მისი მმართველობის უვადოდ გავრცობის შესახებ – რა მოხდება 2024 წელს, ან უფრო გვიან, ამას ვნახავთ, როცა ამის დრო მოვა, ჯერჯერობით კი უფრო დაძაბულად უნდა ვიმუშაოთ… ყველამ თავის უბანზე.’’ პუტინმა იცის, როგორ უნდა მოხდეს საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემა. როცა ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი, აპირებდა გადადგომას, მისი არჩევანი პუტინზე, როგორც მემკვიდრეზე შეჩერდა და ნაწილობრივ ის ეფუძნებოდა  ელცინისა და მისი ოჯახისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების პირობას. ნიშანდობლივია, რომ საკუთარ განცხადებებში ეკონომიკური კატასტროფიდან თავდაღწევის შესახებ, პუტინი იშვიათად  ამბობს ვინ ხელმძღვანელობდა ქვეყანას. მოგვიანებით, 2008  წელს, როცა მან ამოწერა თავისი ორვადიანი პრეზიდენტობის ლიმიტი, პუტინმა კრემლის გასაღები დიმიტრი მედვედევს გადასცა, მასზე დაქვემდებარებულ და დამოკიდებულ პირს. დადებული პირობის შესაბამისად, 2012 წელს, მედვედევმა მართვის სადავეები პუტინს დაუბრუნა. 110 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლის უმეტესობამ კი დაადასტურა ეს პოლიტიკური მანევრი.

გასულ წელს THE FINANCIAL TIMES-ის კორესპონდენტს, კითხვაზე, აპირებდა თუ არა  მომავალი პრეზიდენტის შერჩევას, პუტინმა ასე უპასუხა: ,,რა თქმა უნდა მოქმედი ხელმძღვანელი, როგორც წესი, ვინმეს უჭერს მხარს და ეს მხარდაჭერა არსებითია, მაგრამ მეთაური თავად უნდა სარგებლობდეს ხალხის პატივისცემითა და ნდობით.’’ პუტინმა თავის ხელში მოაქცია მთელი პოლიტიკური ძალაუფლება. შემდეგ გადაწერა წესები და ისინი საკუთარ გეგმებს შეუსაბამა, ამდენად ხვდება, რომ ნებისმიერი მემკვიდრე შეიძლება გაერკვეს მოქმედ ვარიანტებში: ,,მას შეეძლო მემკვიდრე ადრე მოეძიებინა, შეუძლია ეს გააკეთოს ახლა, მაგრამ ესმის, რომ არ შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ სწორ არჩევანს აკეთებ – აღნიშნავს სტახოვაია – ის კაცი, რომელსაც აირჩევ, არასდროს დაგიცავს.’’ ამდენად, იმას რომ ვარიანტები ღიად რჩება, დიდი ზიანი არ მოაქვს.

By admin

You missed