კომპანიამ Aruba Networks, რომელიც შედის Hewlett Packard Enterprise შემადგენლობაში, განაცხადა ა.შ.შ. თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ კონტრაქტზე, რომლის მიხედვით კომპანიამ უნდა მოახდინოს საიდუმლო და არასაიდუმლო კომპიტერული ქსელური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.
კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდება Edge Services Platform (ESP) დანერგვა, რომლის საშუალებით იგეგმება ქსელების ავტომატიზაცია და თავიდან აიცილონ ისეთი ოპერაციების პერსონალის მიერ შესრულება, როგორიცაა პორტების და კომუტატორების პირველადი მორგება
„ქსელის მოდერნიზაცია გააუმჯობესებს სამუშაოს ეფექტურობას, უზრუნველყოფს ავტომატურად მომხმარებლების ხელსაწყოების დაცულ ქსელურ შეერთებაბს, შეამცირების IT-პერსონალის და ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯებს“-აღნიშნულია Arubas პრეს-რელიზში
პორტალის მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ Aruba ESP განკუთვნილია კამპუსებისათვის, მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, ფილიალებსა და თანამშრომლების დისტანციურად მუშაობის უზრუნველყოფისთვის, აქვს მხოლოდ Arubas-ს მიერ წარმოებული. დაშვების წერტილების მხარდაჭერა, კომუტატორების და SD-WAN გეითვეის.
თავის მხვრივ კომპანიაში აღნიშნეს, რომ პენტაგონში მათი დანადგარები შეცვლის CISCO-ს დანადგარებს, რადგანაც მათი მომსახურეობის ვადა ამოიწურა. კონტრაქტის ფარგლებში Aruba უწყების 603 ათას კვადრატულ მეტრ სივრცეზე დანერგავს 150 ათას საკაბელო სამომხმარებლო წერტილს.
ასევე ა.შ.შ. თავდაცვის სამინისტროში მოდერნიზირებული და გაფართოებული იქნება უსადენო ქსელი, რისთვისაც იგეგმება დამატებით 3 ათასი უსადენო ქსელის Aruba Access Points მიმღებ-გადამცემის მონტაჯი.
მასზედ თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს კონტრაქტი-პრეს რელიზში ნახსენები არ არის.