Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

როგორი ბიძგი მისცა ყარაბახის კონფლიქტმა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებას.

დრონები  ყარაბახში. განვითარებული კონფლიქტის „სავიზიტო ბარათად“ იქცა სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელებულმა ვიდეორგოლებმა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სახმელეთო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებია ასახული. აზერბაიჯანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების  წარმატებულმა გამოყენებამ გამოიწვია არნახული ინტერესი დრონების მიმართ.  სამხედრო ექსპერტები ამას მომავლის ომების სიმბოლოდ აღიქვავენ.

თურქული დამრტყმელი უპილოტო Bayraktar TB2 ცალსახად გვიჩვენა, რაოდენ ეფექტიურია დრონების გამოყენება თანამედროვე ომში.

ყველაზე სასახელო იარაღად ყარაბახის კონფლიქტის დროს იქცა თურქეთის და ისრაელის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები.

კონფლიქტის მსვლელობისას უპილოტოებმა ცალსახად გვაჩვენა რაოდენ იფექტურია მათი გამოყენება თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში და მრავალი სამხედრო სპეციალისტი დარწმუნდა, რომ ასევე უნდა გადაიხედოს და დამუშავდეს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მიდგომა და ორგანიზაცია.

„როდესაც ჩვეულებრივი ხალხი, ხოლო განსაკთრებით პოლიტიკოსები ხედავენ, რომ შეუძლიათ აწარმოონ ომი საკუთარი ძალების მცირე დანაკარგებით, რობოტების ბრძოლაში ჩართვის ხარჯზე და ამ დროს მიაყენონ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი როგორც ტექნიკის ასევე ცოცხალი ძალის განადგურებით, ეს რა თქმა უნდა მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.“ – აცხადებს ერთ-ერთი სამხედრო ექსპერტი.

 როგორი დრონები არსებობს

                მსოფლიოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ერთიანი სისტემა სამხედრო უპილოტოების კლასიფიცირებისთვის. მათი კლასებით დაყოფა შესაძლებელია ან ასაფრენი მასის, ან სამხედრო მუხტის მოცულობის მიხედვით, მაქსიმალური სიმაღლის ან იმ ამოცანათა მიხედვით, რომელთა შესრულებისთვის არიან განკუთვნილნი.

ამერიკული ბარდ-კოლეჯის სამხედრო უპილოტოების კველვითი ცენტრის მიერ კვლევაში The Drone Databook გვთავაზობს ზუსტად ასეთ კლასიფიკაციას, რომელსაც გვთავაზობს NATO-ს მიერ დადგენილი წესები.

ამ კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის  უსა  აქვს ასაფრენი მასა 150 კგ-მდე, II კლასის-150 კგ-დან 600 კგ-მდე, III კლასის-600 კგ ზე მეტი.

ეს საკმაოდ მარტივი კლასიფიკაციაა, რომელსაც გააჩნია თავისი სუსტი მხარეები, მაგალითად სტრატეგიული, დიდ სიმაღლეზე მუშაობისთვის გათვლილი RQ-4 Global Hawk ასაფრენი მასა წარმოადგენს 14,5 ტონას, ხოლო დამრტყმელი MQ-9 Reaper ასაფრენი მასა -4,7 ტონა ასეთი დაყოფით ორივე წარმოადგენს III კლასს.

უპილოტო სისტემების განვითარების რუქაში ამერიკული არმიისთვის, რომელიც გამოქვეყნებულია აპერიკელი მეცნიერების ფედერაციის საიტზე (Federation of American Scientists, FAS) მოცემულია კლასიფიკაციის სხვანაირი პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით უპილოტო საფრენი აპარატები დაყოფილია ჯგუფებად სამხედრო ამოცანების მიხედვით: დაზვერვის, საპატრულო, დამრტყმელი, მიზნის მანიშნებელი, მომარაგბის, ინფორმაციის და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის.

 

ასეთ კლასიფიკაციაში არ არის აღნიშნული ე.წ. „ბარაჟირებადი ჭურვი“ ანუ კამიკაძე-დრონები, რომელთაც შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდეს მოწინააღმდეგის პოზიციის თავზე, და შემდგომ ბრძანების შესაბამისად განახორციელოს „ დაცემა „ მიზანზე მისი განადგურებისთვის.

ასევე,  ამ ჩამონათვალში არ მოხვდა დრონი-მიზანი, რომელთაც სხვადასხვა სპეციალისტების მოსამზადებლად და სხვადასხვა სისტემების გამოსაცდელად იყენებენ.

ამავე დოკუმენტი გვთავაზობს უსა(უპილოტო საფრენი აპარატების) შემდეგ დაყოფას:

ბატალიონის (ფრენის მანძილი 25 კმ, 2 სთ ფრენის დრო)

ბრიგადის ( 125 კმ-მდე მანძილი 10 სთ ფრენის დრო)

დივიზიის (200 კმ და მეტი, ფრენის დრო-16 სთ და მეტი )

„ საშუალო სიმაღლეზე, ფრენის დროის დიდი მარაგით“

 ყარაბახში ფართოდ გამოიყენებოდა MALE კლასის დრონები, რაც იშიფრება როგორც  «medium altitude, long endurance» საშუალო სიმაღლეზე, ფრენის დროის დიდი მარაგით“ დრონები და კამიკაძე-დრონები

MALE —  ეს განცალკევებულ კლასია დამრტყმელი დრონების კლასიფიკაციაში, რომელიც ხელოვნურად იქნა გამოყოფილი და აღნიშნული, ვინაიდან ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე ომში.

არსებობს ასევე კლასი HALE — High altitude, long endurance — მაღალ სიმაღლეზე მომუშავე უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სიმაღლეზე ყოფნის ხანგძლივობა 24 საათს აღემატება.

MALE-სისტემები ეხლა პოპულარობის პიკზეა, სხვა კლასებთან შედარებით, მათზე მოთხოვნა აიხსნება რამოდენიმე ფაქტორის ერთობლიბის გათვალისწინებით.

პირველ რიგში ფრენის დრო. სამხედრო ავიაციაში არსებობს ტერმინი loiter time —დროის შუალედი, როდესაც თვითმფრინავი იმყოფება გარკვეულ ზონაში გამოძახების მოლოდინში.

თურქული Bayrektar TB2 შესაძლებლობა აქვს ჰაერში იყოს 24 სთ, ხოლო 3,5-ჯერ მძიმე ამერიკული MQ-9 Reaper -14 სთ.

ხანგძლიობა- ფაქტორი საშუალებას აძლევს უპილოტო საფრენ საშუალებას იმყოფებოდეს არა ბრძოლის ველზე, არამედ,  მახლობლად ისეთ მანძილზე, როდესაც მიზნამდე ფრენის დრო მნიშვნელოვნად მცირეა. მას შეუძლია აწარმოოს პატრულირება და განახორციელოს მოქმედებები ხმელეთზე მყოფი ქვედანაყოფის მოთხოვნით.

ფრენის საათის ღირებულება-ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ასეთი დრონის ფრენის საათი გაცილებით იაფია ვიდრე გამანადგურებლის ან მოიერიშის.

 

ამასთან იგივ ამერიკულ MQ-9 Reaper აქვს ტვირთის განთავსების 6 კვანძი და შეუძლია ფრენა 1,7 ტონის მქონე მუხტის დატვირთვით, ხოლო  Bayrektar TB2-150 კგ. მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისი ეფექურად გამოყენებისთვის სამხედრო ვითარებაში.

 

კამიკაძე-დრონები

                                 ბარდ-კოლეჯის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების კვლევის ცენტრის მიხედვით, გასულ წელს, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეიარაღებაში იყო ისრაელის მიერ წარმოებული ბარაჯირებადი ჭურვი Skystriker (100 ერთეული), Harop (50 ერთეული), გარდა ამისა, ამავე წყაროს მონაცემებით აზერბაჯანში, აზერბაიჯანულ და ისრელის საერთო წარმოებაზე Azad Systems ასევე იწარმოებოდა „კამიკაძე“ დრონები Orbiter-1K და

 

ბარაჯირებადი ჭურვი წარმოადგენს ე.წ. ფრთოსან რაკეტას, რომელსაც შეუძლია სავარაუდო მიზნის რაიონში გარკვეული დროის ყოფნა, შეტევის სიგნალის მოლოდინში.

მაგალითიად,  Orbiter-3, შეუძლია მოლოდინში იყოს 6-8 საათის განმავლობაში. მისი ქობინი 3კგ იწონის, ხოლო Skystraker-ის მუხტო დაახლოებით 10 კგ-მდე .

ამ დრონების ფასეულობას წარმოადგენს არა მუხტის სიმძლავრე, არამედ მისი ფასი. Skystriker-ერთეულის ფასი Defencenews-ის მონაცემებით დაახლოებით 1 მლ აშშ დოლარს წარმოადგენს.

ამავე დროს კამიკაძე-დრონები აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო და დამიზნების სისტემებით, შესაძლებლობა აქვს ობიექტის მიზანში აღებისას მანევრირება, ისე, რომ მიზანს არ კარგავს მხედველობის არედან, მიზანთან მიახლოებისას მისი სიჩქარე წარმოადგენს 550 კმ/სთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქათ, ასეთ დრონს შეუძლია გაანადგუროს ტანკი ან სარაკეტო კომპლექსი, რომლის ღირებულება ბევრჯერ აღემატება დრონის თვითღირებულებას. 

უპილოტო ავიაციის ისტორია

ყარაბახში მორიგი სამხედრო დაპირისპირების განვითარება დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც უპილოტო ავიაცია საკმაოდ სწრაფად ვიტარდება და დრონებმა გამოავლინეს მრავალი წარმატება ამოცანების შესრულებისას.

უპილოტო სისტემების განვითარება გასული საუკუნის 50 -იან წლებში დაიწყო.

მაშინ ძალისხმევა მიმართული იყო მასზედ, რომ შეექმნათ აპარატები, რომლის მართვა ხდებოდა რადიოს ან პრიმიტიული ავტო-პილოტის გამოყენებით.

პირველი შექმნილი სისტემები:სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო პრაქტიკულად წარმოადგენდნენ ტელემართვად ბომბს. ყველაზე ცნობილი-გერმანული პროექტი Mistel, რომელშიც ჩვეულებრივი თვითმფინავს გადააკეთებდნენ ფეთქებადი ნივთიერებით გაჯერებულ დრონად.

ცივი ომის პერიოდში სადაზვერო უპილოტოები მრავალ ქვეყანაში იწარმოებოდა, მათ შორის: ისრაელში სსრკ და აშშ-ში. ამერიკელები მათ წარმატებით ვიეტნამის ომის დროს იყენებდნენ, ხოლო ისრაელმა გამოიყენა განკითხვის დღის და ასევე ლივანის ომში.

სსრკ უპილოტო ავიაციის განვითარებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თუმცა ტუპოლევის კონსტრუქტორების ბიორომ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს წარმოადგია საკუთარი სადაზვერო დრონის მოდელი Ty-141, რომლის მოდერნიზირებული ვერსიები წარადგინა როგორც Ty-143 და Tу-243. თუმცა, სერიულად იწარმოებოდა მხოლოდ 1994 წლის შემდეგ, ხოლო შეიარაღებაზე მიღებულ იქნა 1999 წელს, დღესაც იწარმოება და გარდა ამისა ექსპორტირდებოდა  ირანსა, ერაყსა, რუმინეთში სირიაში და ჩეხოსლოვაკიაში.

დღემდე არის რუსეთის არმიის შეიარაღებაზე.

ახალი საუკუნის დასაწყისში უპილოტოებმა მიიღეს იარაღი-მართვადი რაკეტები და აქედან იწყება ახალი ეპოქა ავიაციაში.

ყველაზე ცნობადი უპილოტო მოიერიშე საფრენ კომპლექს წარმოადგენდა ამერუკული MQ-1 Predator, ხო შედგომ უფრო მძიმე ასევე ა.შ.შ -ს მიერ წარმოებული MQ-9 Reaper

20 წლის შემდგომ უპილოტო ავიაცია დიდ აღმავლობას განიცდის ახალი ტექნოლოგიების განვითარების, ინფორმაციის დამუშავების და გადაცემის ასევე დრონების წარმოების თვითღირებულების ხარჯების შემცირების ფოზე.

ა.შ.შ.-როგორც  მოიერიშე უპილოტო აციაციის პიონერი-არ არის დაკავებული თავიანთი უპილოტოების ფართო ექსპორტით, ასე, რომ წამყვანი ადგილი დრონების ბაზარზე, წარმოების უპირობო ლიდერები არიან ჩინეთი, თურქეთი და ისრაელი. ამ ქვეყნებში წარმოებული დრონი მრავალ რეგიონალურ კონფლიქტში ფართოდ გამოიყენება.

გაერთიანებული არაბული ემირატების უპილოტო ავიაციის ძალებმა ლიბიის ობიექტებზე დარტყმები განახორციელა ჩინეთის მიერ წარმოებული დრონების Wing Loong II მეშვეობით, ასევე ჩინეთის მიერ წარმოებულ MALE კლასის  — CASC Rainbow უპილოტო შეიძინა დაახლოებით 20 მა ქვეყანამ ევროპასა ზიასა და აფრიკაში.

იმავე ლიბიაში ხალიფა ხაფთარისჯარების, ხოლო სირიაში ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების  წინააღმდეგ  თუქეთმა წარმატებით გამოიყენა საკუთარი წარმოების MALE კლასის — Bayraktar TB2,

 

ყარაბახში საბძოლო მოქმედებების განახლებიდან მცირე დროში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თურქეთისგან Bayraktar TB2  12 კომპლექსის შესყიდვას გეგმავს.( თითოეული კომპლექსი შეიცავს 4 უპილოტო საფრენ დანადგარს და ერთ საბაზო სადგურს-მართვის ცენტრს. ) უკრაინას შეიარაღებაზე აქვს უკვე 6 დრონი და ორი საბაზო სახმელეთო სადგური, რომელიც გასულ წელს შეიძინა.

ასევე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია TB2 -ის შესყიდვით, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის არმიის შეიარაღებაზე უკვე არის ჩინური დრონები Reinbow.

საჰაერო თავდაცვა ახალ ვითარებაში.

მრავალი ექსპერტი ერთხმად აღნიშნავდა, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაში შესვლისას, და შემდგომ ვითარების პერიოდში არც ერთი მხარე არ იყენებდა საბრძოლო ავიაციის არც ერთ სახეობას. თუ რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ყველა ექსპერტი სხვადასხვა სუბიექტურ აზრს გამოთქვამს. რა თქმა უნდა ორივე მხარეს იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა არ დაუშვას მტრის ავიაციის თარეში, და დიდი ვარაუდით ორივე მხარე ბოლომდე ცდილობდა ძვირადღირებული, მრავალმილიონიანი საფრენი აპარატების შენარჩუნებას გადამწყვეტი მომენტისთვის.

თუმცა რამოდენიმე ექსპერტი გამოთქვამს აზრს, რომ ავიაციის ბრძოლაში ჩართვის შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის კუთხით კოორდინალურად შეცვლიდა სიტუაციას დრონების წინააღმდეგ. „ რა არის Bayraktar- ეს საკმაოდ        დიდი ზომის საფრენი აპარატია, რომლის ფრთების გაშლა 12 მეტრია, და 130 კმ/სთ სიჩქარე. საკმაოდ იოლი ობიექტია მოიერიშე ავიაციისთვის, საბრძოლო შეულმფრენებისთვის, მაგრამ ამის განხორციელებისთვის, ექსპერტის თქმით საჭიროა აწყობილი რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემა  მონაცემების მყისიერი დამუშავებით, მყისიერი რეაქციით, მიზნის გადაცემა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის, თუნდაც იგივე თვითმფრინავებზე და შვეულმფრენებზე.“

ყარაბახის, და მის უკან მდაგარი სომხეთის შემთხვევაში ეს ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან ქვეყანას უბრალოდ არ ეყო ფულადი სახსრები ასეთი ტიპის საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისთვის.

დრონების გამოყენებით მიღწეული იყო შემდეგი ამოცანა: თუკი სომხური ძალების გადაადგილების სრული პარალიზება ვერ მოხერხა, სომხურ ძალებს მაინც მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი.

პიარი თუ „ვერცხის ტყვია“ ?

ერთ-ერთი თავისებურება, რომელიც ახასიათებს ყარაბახის შემოდგომის ომს გახდა იუპილოტო საფრენი აპარატების კამერებით გადაღებული ვიდეორგოლები, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებდა ინტერნეტის მეშვეობით. ასეთი პიარის შედეგად,  უპილოტოების გამოყენება ფართო მსჯელობის საგანი გახდა მრავალი ექსპერტისთვის.

ეთ-ერთი ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანმა, როდესაც  განახორციელა ინვესტიცია -.უპილოტოების შესყიდვა ისრაელსა და თურქეთში ომი მოიგო არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ ინფორმაციულ სივრცეშიც.

თანამედროვე იარაღს-დრონებს, ვერც ყარაბახის სამხედრო ძალებმა, ვერც სომხეთმა საპირწონედ ვერ წარუდგინეს ვერც პიარი და ვერც სათანადო საპასუხო საბრძოლო იარაღი. არც საზენიტო არტილერიას, არს საზენიტო რაკეტებს ტელეკამერები არ გააჩნია, და განხორციელებული დარტყმები ხშირად არ არის ზუსტი ახალი ტექნოლოგიების მაღალი სიზუსტის ჭურვების  დარტყმებისგან განსხვავებით.

2020 წელს პენტაგონმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით მივიდნენ დასკვნამდე, რომ არც ა.შ.შ ჯარებში არ არსებობს სისტემური მიდგომა საშუალო და მცირე კლასის მოიერიშე დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავძაცვის ორგანიზაციის კუთხით.

სპეციალისტების თქმით ა.შ.შ. ძალების ყველა სახეობას გააჩნია საკუთარი ტაქტიკური დავალებები უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის მეთედოლოგიის სახით, თუმცა პენტაგონი დაინტერესებულია უპილოტოების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი კონცეპციის შემუშავებით.

რუსეთი  „ კამიკაძე „ -დრონების გარეშე

რუსეთში მოიერიშე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები სერიულად არ იწარმოება და მათი შესყიდვა საზღვარგარეთ არ ხდება.

რუსეთის კორპორაცია „Сухой” (სუხოი) მუშაობს მოიერიშე დრონზე «Охотник» (ოხოტნიკი) შექმნაზე, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული და რთული, მძიმე კლასის საფრენი აპარატია და რომლის გამოყენება იგეგმება 5-ე ტაობის მოიერიშე გამანადგურებელთან Су-57 (სუ-57) ერთად.

                                       რუსეთის არმია ძირითადად მსუბუქ სადაზვერო დრონებს იყენებს

უფრო მსუბუქ, და როგორც პრაქტიკამ აჩვენა ყველაზე მოთხოვნად კლასში MALE არის რუსული უპილოტო „ ორიონი“, რომელიც გარეგნობით წააგავს ამერიკულ მოიერიშე General Atomics MQ-9 Reaper-ს. შეიარაღებაში არის 2020 წლის გაზაფხულდან. მაგრამ ეს აპარატი განკუთვნილია მხოლოდ დაზვერვისთვის. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში გაჟღერდა იდეები მის მოიერიშე მოდიფიკაციაზე.

რუსეთში ამ ბოლო დროს დაიწყო სამუშაოები ბარაჯირებადი ჭურვების შესაქმნელად. არც ერთი ამჯამად სერიულად არ იწარმოება და არ არის მიღებული შეიარაღებაზე.

რუსეთს -ექსპერტების თქმით სირიის ოპერაციამ უბიძგა უპილოტოების განვითარებისაკენ, მაგრამ აქაც უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია უფრო სადაზვერო და არა მოიერიშე დრომებზე, ვინაიდან სირიის ოპერაციის მსვლელობისას სახმელეთო ძალები ოპერატიული ოპერაციის უკმარისობას განიცდიდა.

By admin