Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Expressen  შვედეთი

ფილიპა როგვანი

 

ეკონომიკურად შვედეთში იმ თანაზომადი ქვეყნების მსგავსი ვითარებაა, რომლებშიც პანდემიის გამო გაცილებით მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. იმავდროულად, შვედეთში იღუპება გაცილებით მეტი ადამიანი

შვედური სტრატეგიიდან ბევრი პატივსაცემი ეკონომისტი ქვას ქვაზე არ ტოვებს.

,,მართალია, ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ეს არ იყო საუკეთესო სტრატეგია, მაგრამ არავის სურს აღიაროს თავისი შეცდომები’’- ამბობს ეკონომიკის პროფესორი ჰუბერტ ფრომლეტი.

ეკონომიკის პროფესორი ლარს კალმფორსი დიდი ხნის წინ დაეჭვდა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურ სტრატეგიაში. როგორც ახალი ამბების სააგენტო Direkt-ი იტყობინება, მან გასულ კვირას გამართულ სემინარზე ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

,,ჩემი აზრით, სრულიად აშკარაა, რომ შვედეთი სრულად დამარცხდა თავისი გაუბედავი სტრატეგიით, რომლის გამო ამდენი ადამიანი დაიღუპა’’-  განაცხადა მან.

კალმფორსმა მოიშველია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გამოკვლევა, რომელიც მოწმობს, რომ მკაცრი კარანტინის შემომღები ქვეყნების ეკონომიკებმა, თითქმის იგივე ცვლილებები განიცადა, როგორც შვედეთისამ.

ამ დროს კი დიდია რისკი, რომ გაჭიანურებული მსუბუქი შეზღუდვებით გამოწვეული ინფექციის გავრცელება, სამომავლოდ მძიმედ აისახება შვედეთის ეკონომიკაზე.

„რაც უფრო ახლოს ვართ ვაქცინასთან, ჩემი აზრით მით უფრო ადვილია წავიდეთ იმ დანახარჯებზე, რაც მოკლევადიან კარანტინს უკავშირდება.“

 

              ,,ეს დამღუპველი სტრატეგიაა’’

 

ლარს კალმფორსს მხარი დაუჭირა ლინეუსის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტისა და შვედეთის ბანკის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა ფუბერტ ფრომლეტმა. ,,ეს დამღუპველი სტრატეგიაა, საკმარისია დავაკვირდეთ სიკვდილიანობას. მიამიტობა იყო იმის ფიქრი, რომ ადამიანები თავად მოიქცეოდნენ პასუხისმგებლობით. ამას გარდა, შვედეთის ეკონომიკა ვითარდება ოდნავ უკეთ ვიდრე, თანაზომადი ქვეყნებისა.“

,,ყოველთვის უნდა იპოვო ბალანსი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს არასწორად მივუდგებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ზარალდება შვედეთის რეპუტაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს აისახება ეკონომიკაზე. საზღვარგარეთ, ცოტა ვინმე თუ თვლის შვედეთის არჩევანს წარმატებულად’’- ამბობს ჰუბერტ ფრომლეტი.

გამოცემა Kvarrtal-მა გაანალიზა ქვეყნების მშპ-ს პროგნოზი 2020 წლისთვის, რომელიც წარმოადგინა კომპანია Consensus Economics-მა და შეუდარა ის ერთ მილიონ მოქალაქეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ციფრები ადასტურებს, რომ შვედეთის ეკონომიკის დინამიკა, პრაქტიკულად, ერთ დონეზეა დანარჩენი სკანდინავიური ქვეყნების ეკონომიკასთან, რასაც ვერ იტყვი დაღუპულთა რაოდენობაზე. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, შვედეთში 11-ჯერ უფრო მეტი გარდაცვლილია, ვიდრე,მაგალითად, ნორვეგიაში.

 

სჯობდა კარანტინი უფრო სწრაფად შემოგვეღო

 

იმ ქვეყნებთან შედარებითაც კი, რომლებმაც უმკაცრესი კარანტინი შემოიღეს, მაგალითად ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, ეკონომიკური შედეგები იგივეა, რაც შვედეთში – 4%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. ევროკომისიის პროგნოზი მიუთითებს უმცირეს სხვაობაზე შვედეთის, დანიისა და ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკებს შორის.

სადერტერნის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორი, მათს ბერგმანი ეთანხმება კრიტიკას. მისი აზრით, საერთაშორისო გამოკვლევა მიუთითებს იმაზეც, რომ მკაცრი შეზღუდვები შეიძლება სასარგებლოც იყოს ეკონომიკისთვის, რამდენადაც ამ ბალანსში თავის როლს თამაშობს დაავადებულთა რაოდენობა.

,,სწრაფი და მოკლევადიანი კარანტინი იგივე გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზე რასაც ხანგრძლივი და ფრთხილი შეზღუდვა, რომლის დროსაც დიდია რისკი დაავადდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი. შეზღუდვები, ისე როგორც ინფექციის გავრცელება, ასევე მოქმედებს მშპ-ს დინამიკაზე. ასე რომ,  ეკონომიკური თვალსაზრისითაც, დიდი ალბათობით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი შვედეთი უფრო მკვეთრად დაამუხრუჭებდა.’’

ნაწილობრივ მოვლენათა განვითარება განაპირობა შემთხვევითობამ – მიიჩნევს მათს ბერგმანი.

,,გარკვეული აზრით, ჩვენს სკანდინავიურ მეზობლებს გაუმართლდათ. ისინი ვირუსს ძლიერად არ დაუზიანებია და მათ არ შემოუღიათ სრული კარანტინი იმ ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს. შეიქმნა უფრო ხელსაყრელი თანაფარდობა ეკონომიკისთვის.’’

 

  აზიაში უკეთესი ვითარებაა

 

თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნები – სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ერთ მოსახლეზე – მაგალითად, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია. იქ,  სავარაუდოდ, ბიუჯეტის წლევანდელი დეფიციტი დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ისეთი ქვეყნების ეკონომიკა კი როგორიცაა: ვიეტნამი, ჩინეთი და ტაივანი, წელს, ალბათ, გაიზრდება, თანაც იქ კორონავირუსით შედარებით ცოტა ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის ეკონომიკები გაცილებით მეტად დაზარალდა, მაგრამ ამ ქვეყნებმა გაცილებით ეფექტიანად გაართვეს თავი კორონავირუსის ახალ ლოკალურ აფეთქებებს.

ჰუბერტ ფრომლეტი, რომელიც ძირითადად აზიურ ეკონომიკებს შეისწავლის, თვლის, რომ ამ ქვეყნების შემთხვევაში გავლენას ახდენს დისციპლინა და ხელისუფლებებისადმი ნდობა. ,,ამასთან, ისინი დიდი ხანია შეეჩვივნენ სამედიცინო ნიღბების ტარებას, რათა გარშემომყოფნი დაიცვან’’-დასძინა მან.

By admin