Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Frakfurter Allgemeine Zeitung გერმანია

 

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა, (რამაც სომხეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია), დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერი არტურ ვანეციანი, რომელიც თითქოსდა ამზადებდა პუტჩს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის მკვლელობას. მისი ადვოკატების მტკიცებით ვანეციანი შაბათს გამოიძახეს ნაციონალური უსაფრთხოების ორგანოთა შტაბში და დააპატიმრეს. ადვოკატებმა ოპოზიციის ლიდერისა და სპეცსამსახურების ყოფილი მეთაურის დაკავებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მოწინააღმდეგეების  დევნა უწოდეს და უარყვეს  ბრალდება მთავრობის მეთაურზე თავდასხმისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების შესახებ

ამას გარდა, სომხეთის სპეცსამსახურებმა გამოაცხადეს ხელისუფლების მიმართ ,,მტრულად განწყობილი’’ კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. მას აღმოუჩინეს იარაღის დიდი არსენალი. ეს ადამიანი თითქოსდა შეთანხმებული იყო ,,ანტისამთავრობო პოლიტიკოსებთან და მათ მომხრეებთან’’ და გეგმავდა ,,ერთ ცნობილ პირზე თავდასხმას ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.’’

კვირას დააპატიმრეს კიდევ ათი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებიც მოქალაქეებს პაშინიანის დამხობისკენ მოუწოდებდნენ. ბრალდება ასეთია: ,,მასობრივი უწესრიგობის ორგანიზაცია.’’

 

 პაშინიანი  პოსტის დატოვებას არ აპირებს

სამშაბათს სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით მთიან ყარაბაღში  ექვსკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ზავზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ბაქო შეინარჩუნებს კონტროლს ბრძოლით მოპოვებულ ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აზერბაიჯანს ეკუთვნის. ამას გარდა სომხეთი ფაქტობრივად კარგავს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე სხვა რაიონებს, რომლებზეც კონტროლის დამყარებაც აზერბაიჯანმა ვერ მოასწრო. ზავის პირობების შესრულებას დააკვირდება 2000-მდე რუსი სამხედრო.

სომხეთში ხელშეკრულებამ აღშფოთების ტალღა გამოიწვია და უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები პაშინიანის საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიან და მას ,,მოღალატეს’’ უწოდებენ. გასულ კვირაში რამდენიმე ათასი კაცი მის გადადგომას მოითხოვდა, მაგრამ ოპოზიციის მიერ წაყენებუი ულტიმატუმის ვადას პრემიერმა უკვე გადააცილა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი დაეთანხმა სომხეთისთვის გამოეყო დამატებითი დრო ყარაბაღის მიმდებარე რეგიონებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანისათვის. თავდაპირველად მათი გაყვანა  კვირამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ  ვადამ 25 ნოემბრამდე გადაიწია, როგორც ამას ბაქოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იტყობინება. სომხური მხარე საკუთარ თხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ მებრძოლების გასაყვანად  შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზის გამოყენება. აქამდე ამბობდნენ, რომ სომხები მანამდე ტოვებდნენ საკუთარ სახლებს ვიდრე იქ აზერბაიჯანული ჯარის შევიდოდა. ზოგიერთებმა თითქოსდა დაწვეს კიდეც ისინი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტს უკვე 200 ადამიანი დაუბრუნდა.

By admin