Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომპანია Samsung-ს არაერთხელ მცდელობა ჰქონდა გაეფართოებინა თავისი ტელეკომუნიკაციური ბიზნესი და გაყმყარებინა პოზიციები ქსელური აპარატურის ბაზარზე. ამ მცდელობებს დიდი შედეგები და წარმატება არ მოუტანია კომპანიისთვის და ტელეკომ-აპარატურის ხარისხით, რაოდენობებით და შეკვეთებით სამხრეთკორეული ვენდორი ჩამირჩებოდა თავის ძირითად კონკურენტებს Huawei, Ericsson და Nokia-ს.

ინვესტორების და ანალიტიკოსების ცნობიერებაში ქსელური მიმართულება სუსტად ასოცირდება Samsung-ის შემოსავლების გაზრდასთან, განსხვავებით კომპიუტერული ჩიპების, სმარტფონების და ეკრანებისგან. მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. ბოლო დროს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ Samsung საბოლოოდ მზადაა ტელეკომის ბაზარზე ასპარეზობისავის.    ამას ხელს უწყობს 5G ტექნოლოგიის დანერგვა და ამ ტექნოლოგიზაე გაზრდილი მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა ამისა ამ დარგის ლიდერის Huawei-ს წინააღმდეგ ა.შ.შ. -ს და მისი მოკავშირეების მიერ გაჟღერებული ზეწოლის ფონზე, რითაც ა.შ.შ და მოკავშირეები ცდილობენ არ დაუშვან ჩინური გიგანტი საკუთარ საკომუნიკაციო ქსელებში.

Samsung-მა ნათლად გწარმოაჩინა პროგრესი სექტემბერში, როდესაც გააფორმა დღეს-დღეობით ყველაზე მსხვილი კონტრაქტი 5G ტექნოლოგიების სფეროში, და აჩვენა სამყაროს, რომ ამ ბაზარზე მსხვილი და კონკურენტუნარიანი მოთამაშეა.

ამერიკულ ოპერატორთან Verizon-თან კონტრაქტის ჩარჩოში Samsung-ს აქვს ვალდებულება მიაწოდოს 2025 წლამდე მიაწოდოს მას რადიოკავშირზე წვდომის აპარატურა (radio access network, RAN) 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ექსპერტები ერთ ხმაში ამ კონტრაქტს აღიარებენ როგორც მნიშვნელოვანს და აფასებენ, რომ ამას ძალუძს კოორდინალურად შეცვალსო ბაზარზე ძალათა განლაგება.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei, Ericsson  და Nokia რჩებიან ბაზრის დომინატი მოთამაშეების რანგში და ერთობლივად აკონტროლებენ ქსელური მოწყობილობების დარგში ბაზრის მოგების 70-80 %-ს, ექსპერტების კვლევები ადასტურებს Samsung-ის მოძლიერებას.

ძალების გადანაწილება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე

 

მთლიანობაში, სატელეკომუნიკაციო დანადგარების ბაზარზე, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის გადაწყვეტილებები წინა თაობის მობილური ქსელებისთვის( 3G, 4G), სამხრეთკორეული ვენდორის წილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 ჯერ გაიზარდა და დღესდღეობით შეადგენს 3%, მაგრამ მობილური ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების ბაზარზე (5G), Samsung-ის მაჩვენებელი 2020 წლის 3-ე კვარტალის დასაწყისში მერყეობდა 10 დან 15 %-მდე.

Samsung-ის გამოწვევა 5G-ს ლიდერებს

სამხრეთ კორეაში, საკუთარ სამშობლოში კომპანია გახდა უპირობო ლიდერი 5G-დანადგარების მომწოდებელთა შორის. Verizon-თან კონტრაქტის გარდა, ასევე მნიშვნელოვანი კონტრაქტები აქვს ა.შ.შ-ს ოპერატორებთან Sprint, AT&T და US Cellular, იაპონიაში-KDDI-თან, კანადაში -Telus და Videotron-თან, ახალ ზელანდიაში-Spark-თან.

დამატებით, შეიძლება ითქვას, რომ Samsung განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს 5G ტექნოლოგიურ სფეროს, ვინაიდან ხარჯავს თანხებს კვლევებში და თვითონაც მონაწილეობს დარგობრივი სტანდარტების და პროტოკოლების შექმნაში, რომელიც ახალ ტექნოლოგიაში გამოიყენება.

5G ტექნოლოგიის დარგში დარეგისტრირებული პატენტების ოდენობით Samsung-ი ჩამორჩება მხოლოდ Huawei 

5G მობილური ქსელების დანერგვის ასპარეზზე, რომლეზეც დამოკიდებულია შემდგომი პროგრესი საწარმოო ავტომატიზაციის, უპილოტო ტრანსპორტის და საგნების ინტერნეტის განვითარება ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას საშუალოდ 235 მილიარდი დოლარის ოდენობით წელიწადში, შემდგომი 15 წლის განმავლობაში. ექსპერტთა შეფასებით 2035 წლამდე მხოლოდ ა.შ.შ.  და ჩინეთი ამ დარგში განახორციელებენ 1 ტრილიონ დოლარამდე ინვესტიციას 5G  სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

By admin