Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ევროპული ინიციატივის EuroHPC ფარგლებში ჩეხეთის სუპერკომპიუტერული ცენტრმა IT4Innovations შეარჩია კომპანია Hewlett Packard Enterprise (HPE) ევროპაში ერთ-ერთი მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნის პროცესის პარტნიორად.

ახალ უმძლავრეს სისტემაში  ″EURO_IT4I″ გამოყენებული იქნება HPE ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში და მაღალი წარმადობის  გამოთვლების ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით გაფართოვდება მოდელირების და სიმულაციების სფერო ასევე მიმართული იქნება სამეცნიერო, სამედიცინო და საინჟინრო კვლევების ინფორმაციის დამუშავებაზე .

IT4Innovations  ასევე გეგმავს ახალი სუპერკომიუტერის გამოყენებას ამინდის პროგნოზირების სიზუსტის გაუმჯობესებაზე, ეკოლოგიურად მდგრადი ინფრასტრუქტირის შექმნაზე და ასევე სხვა გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული

HPE აღჭურვავს ახალ სუპერკომპიუტერს თავისი სისტემებით : HPE Apollo 2000 და HPE Apollo 6500, რომლებიც სპეციალურად შემქნილია მაღალი წარმადობის მქონე ოპერაციებისთვის, მოდელირება და სიმულაცია, რომლის გამოთვლაში მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტ, ასევე კომპლექტაციაში გათვალისწინებულია 500 ზე მეტი გრაფიკული პროცესორი  NVIDIA A100 Tensor Core GPU. თეორიულად წარმადობა იქნება 15 პეტაფლოპსი რაც ეკვივალენტურია მცურავი მძიმის 15 კვადრილიონი ოპერაცია  წამში.

ენერგოეფექტურობის მისაღწევად HPE ასევე გეგმავს აღჭურვოს სუპერკომპიტერი თხევადი გაგრილების სისტემით HPE Apollo 2000 Direct Liquid Cooled System.

სუპერკომპიუტერის მიერ გენერირებული მონაცემების შეხვისთვის და შემდგომი დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ციფრული მონაცემების ახალი შენახვის სისტემა Cray ClusterStor E1000 რომელსაც გააჩნია სპეციალიზირებული პროგრამულ-აპარატული ფუნქციები. სისტემა ასევე პასუხობს მოთხოვნას მაღალი წარმადობის შენახვის ნებისმიერი სიდიდის  მასივებს, რას საშუალებითაც გაუმკლავდება მონაცემების მოცულობის უწყვეტი ზრდის რეჟიმს.

 

 

By admin