Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

პ.ა.

ბი-ბი-სი ს მასალების მიხედვით

იმის მტიკცებულობა, რომ აზერბაიჯანს ნამდვილად გააჩნია შეიარაღებაში Bayraktar TB2 არ არის, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი თურქულ დრონებს იყენებს.

დრონების მიერ გადაღებული ვიდეომასალა იქცა ამჟამინდელი შეიარაღებული კონფლიქტის სიმბოლოდ .

   აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს მასალებს,  გადაღებულს  სადაზვერო-სათვალთვალო დრონების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ დარტყმის მიზნის მიმართულების გადაცემას, დამრტყმელი და „კამიკაძე“-დრონების ვიდეო-მასალებს. (ასევე გამოიყენება ე.წ. ბარაჯირებადი ჭურვი-რაც ნიშნავს, რომ ეს იგივე უპილოტო საფრენი აპარატებია, ოღონდ ისინი მიზანს არ ესვრიან, ზემოდან ეცემა და ფეთქდება)

ექსპერტების თქმით ბოლო წლებში აზერბაიჯანიც და ერევანიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა შეიარაღებაში (ბაქომ გაცილებით მეტი ვიდრე ერევანმა), და სომხეთზე მეტად აზერბაიჯანი იყო დაინტერესებული უპილოტო საფრენი აპარატებით. ექსპერტების თქმით, 2016 წელს, როდესაც 4 დღის განმავლობაში რეგიონში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, გამოჩნდა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატები, 2020 წელს ტენდენცია გამჟღვანდა.

ბაირაქტარი

          ყველაზე ცნობადი უპილოტო ყარაბახის ამჟამინდელ ვითარებაში გახდა თუქრქული წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2.

ყარაბახში სხვადასხვა სამიზნეებზე  იერიშების ვიდეოჩანაწერების უმეტესობა სამხედრო ექსპერტთა თქმით სწორედ ამ აპარატით არის შესრულებული.

ეს დრონი შექმნილია თურქული  Baykar კომპანიის მიერ, ოპერატორის მიერ არის მართვადი, მისი გამოყენება შეიძლება როგორც სადაზვერო-სათვალთვალო ოპერაციებისთვის, ასევე შეტევისთვის და სახმელეთო მიზნებზე დარტყმების განსახორციელებლად. მის შეიარაღებაშია მართვადი ავიაბომბები ლაზერული დამიზნებით MAM (Mini Akıllı Mühimmat – “ჭკვიანი მინი საბრძოლო მასალა”) რომელსაც თურქული კომპანია Roketsan Roket Sanayii ve Ticaret A.S.აწარმოებს.

TB2 – ნამდვილი ვარსკვლავია დრონების ბაზარზე. თურქეთმა ის წარმატებით გამოიყენა სირიაში 2020 წლის თებერვალში ოპერაციაში „გაზაფხულის ფარი“ , ხოლო მანამდე ასევე წარმატებით ლივიაში, სადაც  Bayraktar TB2 გამოიყენებოდა ხაფთარის არმიის წინააღმდეგ.

თურქეთისგან ეს დრონები შეიძინა უკრაინამ და ასევე ცნობილია, რომ ამ დრონების შესყდვაში დაინტერესებულია სერბია.

მიხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, ყველა იერიში  Bayraktar-ის კამერით არის გადაღებული, დასტური იმისა, რომ ეს დრონები არის აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში-არ არი.

მასზედ, რომ აზერბაიჯანის არმიას გააჩნია „ზოგიერთი „  თურქული წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა 5 ოქტომბერს, თუმცა პუბლიკაცია შესყიდვის და მიღების შესახებ არ არის.

2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა ინფორმაცია Defensnews-ის მიერ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი იმედოვნებს Bayrakta შეძენას სამომავლოდ. სავარაუდოდ აზერბაიჯანმა მოახერხა საიდუმლოდ შეეძინა ეს საფრენი აპარატები, ან მიეღო უშუალოდ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ.

სკანდალური დრონი

        ინფორმაციის არარსებობა თურქული დრონების ექსპორტის და გამოყენების შესახებ სავარაუდოდ დაკავშირებულია მესამე ქვეყნის ტექნოლოგიების გამოყენებასთან. ორშაბათს ცნობილი ხდება, რომ კანადამ შეწყვიტა ტექნოლოგიების ექსპორტი თურეთში უპილოტო საფრენი აპარატების შესაქმნელად, ამ უპილოტო აპარატების ყარაბახში გამოყენების ეჭვების გამო.

კანადის არასამთავრობო ორგანიზაცია Project Ploughshares  განაცხადებს, რომ ყარაბახში დრონების იერიშების ვიდეოზე ერთ-ერთ დრონზე, რომლის მიერ იყო წარმოებული ვიდეოგადაღება, იყენებს კანადური კომპანიის  L3Harris Technologies Inc. დანადგარებს. პასუხად თურქეთმა დაადანაშაულა კანადა (რომელიც, როგორც თურქეთი არის NATO-ს ალიანსის წევრი) „ალიანსის სულის“ დარღვევაში.

უპილოტო არმია

          აზერბაიჯანის არმიას შესყიდული აქვს სამაოდ დიდი რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატი და მათ საკმაოდ შედეგიანად და მიზანმიმართულად იყენებს. შეიარაღებაზე აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული დრონები სხვადასხვა მიზნებისათვის. ბარდ-კოლეჯის, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების კვევითი ცენტრის მონაცემებით, შარშან აზერბაიჯანის შეიარაღებაზე იყო ისრაელის მიერ წარმოებული სადაზვერო-საპატრული უპილოტო საფრენი აპარატები Heron TP (ორი ერთეული), Hermes 4507 ( 10 ერთეული), ბარრაჟირებადი

მუხტი   Sky Striker (100 ერთეული) и Harop (50 ერთეული). ასევე ამ წყაროს მონაცემებით, აზერბაიჯანულ და ისრაელის ერთიან წარმოებაზე  Azad systems აზერბაიჯანში იწარმოება სადაზვერო დრონი Aerostar და კამიკაძე-დრონები Orbiter1K და Orbiter-3, ასევე ორი შორსმფრინავი დრონი Hermes 900 სანაპირო დცვისთვის.

 

მთიან ყარაბახში სამხედრო ოპერაციის მთავარი განსხვავება გახდა რაკეტებით და ბომბებით აღჭურვილი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება.

მათ მიერ ასევე საკმაოდ ბევრი ვიდეორგოლია გაკეთებული, ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც სომხეთმა გამოაქვეყნა ჩანს, რომ საენიტო რაკეტამ გაანადგურა საფრენი აპარატი, რომელიც გავს An-2 ტიპის თვითმფრინავს. სავარაუდოდ ეს იყო თვითმფრინავის უპილოტო ვერსია, რომელიც ცდილობდა სომხური საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციების აღმოჩენას.

ექსპერტების თქმით ამ ბოლო წლებში სომხეთი არ ცდილობდა დრონების შესყიდვას, სავარადოდ სომხურმა გენერალიტეტმა  სწორად ვერ შეაფასა აზერბაიჯანის მიერ ასე ფართოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საშიშროება.

არც ერთხელ, არასდროს არ გაჟღერებულა არსად სომხეთის თავდაცვის უწყებეის მიერ დრონების შესყიდვის სურვილი, არც რუსეთში არც ჩინეთისგან და არც ირანისგან. მაგრამ აქ ფინანსური რესურსის საკითხიცაა, თუ აქამდე რუსეთიდან დიდი ფასდაკლებით და კრედიტში ყიდულობდნენ-ჩინეთთან ეს ვარიანტი არ გაჭრიდა, ხოლო რაც შეეხება სომხური წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებზეც სომეხი სამხედროები  საუბრობდნენ-არ ჩანს.

სომხეთი აწარმოებს სადაზვერო უპილოტო საფრენ აპარატს „კრუნკ“(წერო), მაგრამ რამდენი აქვთ შეიარაღებაზე და გამოიყენება თუ არა მთიან ყარაბაღში უცნობია.

ასევე ცნობილია, რომ სომხეთმა რუსეთისგან შეიძინა ახოლ მოქმედების რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებბი “Тор”, რომლის გამოყენება უპილოტოების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიურად შეიძლებოდა, თუმცა არც ისინი ჩანს ყარაბახში.

აზერბაიჯანული დრონით გადაღებულ ამ კადრზე ჩანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Оса”, რომელიც რამოდენიმე წამში იქნება განადგურებული.

მიუხედავად ამ კომპლექსების სიძველისა,  სომხურმა მხარემ მოახერხა რამოდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება.

 

აზერბაიჯანული დრონების შედეგი

               აზერბაიჯანმა უამრავი ვიდეო გამოაქვეყნა უპილოტო საფრენი აპარატების განხორციელებული იერიშების და დარტყმების ჩანაწერებით. იმ მიზანთა შორის, რომელიც გაანადგურეს დრონებმა არის სამხედრო საწყობები, სამხედრო ტექნიკა, პირადი შემადგენლობა და ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები “Оса” და “Стрела-10”.

ჩვენ არ გვაქ მონაცემები, თუ რამდენი ასეთი კომპლექსია დისლოცირებული ყარაბახში, და რამდენად მნიშვნელოვნად დაზარალდა თუ არა სომხური საჰაერო თავდაცვა, დრონებთან ბრძოლის კონტექსტში ეს ორი კომპლექსი დიდ როლს ვერ შეასრულებს,  სავარაუდოდ ისინი ცდილობდნენ თავიანთ რადარებზე TB2-ის აღმოჩენას, მაგრამ ძალიან ძველი კომპლექსებია,  ისინი  გათვლილია დიდ ობიექტებზე, როგორიცაა შვეულმფრენი, სუ-25 და ა.შ., ხოლო მცირე ზომის უპილოტოს აღმოჩენა არ შეუძლია.

TB2-ის ერთერთ ერთ ამოცანას სავარაუდოდ წაროადგენს მთიანი ყარაბახის საჰაერო თავდაცვის სისტემების სრული განადგურება.

აზერბაიჯანული უპილოტოს კამერამ დააფიქსირა მეორე დრონი მიზანის თავზე

ექსპერტების შეფასებით, საჰაერო-თავდაცვის სისტემა მთიან ყარაბახში გაცილებით სუსტია, ვიდრე სომხური, მცირერიცხოვანია, შედგემა საკმაოდ ძველი კომპლექსებისგან, არ აქვს სრული რადიოლოკაციური ველი, და ამიტომ უპილოტოები ასე „ დაუსჯელად“ და „ თამამად“ იქცეოდნენ. მიუხედავად ამისა, ჯერ სრულიად ყველა კომპლექსი არ არის განადგურებული, და ეს მოწინააღმდეგე მხარემაც იცის. ჩვენ ვერ ვხედავთ პილოტირებული ავიაციის მოქმედებებს ცაში. ვერც გამანადგურებლებს, ვერც ბომბდამშენებს და ვერც შვეულმფრენებს, რომელიც აზერბაიჯანსყავს  შეიარაღებაზე.

ინტერნეტის აუდიტორიაზე დრონების დარტყმების ვიდეოჩანაწერებმა დიდი აჟიოტაჯი მოახდინა. მათ მრავალი გაზიარება აქვთ, ხდება ვიდეოების აქტიური განხილვა, ზოგჯერ საკმაოდ ემოციურადაც კი, მაგრამ ექსპერტების თქმით, გაზიარებულია მხოლოდ განხორციელებული შედეგობრივი ვიდეოები.  არ ზიარდება უშედეგო, შეცდომები და დრონების ჩამოვარდნის ვიდეომასალა.

როგორ დაიცვა თავი დრონისგან

სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად ( ზუსტ მონაცემებს მხარეები არ აქვეყნებენ), მაგრამ ეს მოცემულობა არ ნიშნავს, რომ TB2 -ით ტაქტიკურ უპირატესობას აზერბაიჯანი გადაიყვანს სტრატეგიულ უპირატესობაში.

მარტო TB2-ის გამოყენებით შეუძლებელია გამარჯვების მიღწევა ამ კონფლიკტში, მიუხედავად იმისა, რომ დრონების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა სომხური თავდაცვისუნარიანობა მთიან ყარაბახში.-ამბობს ექსპერტი.

თუმცა, დრონები არის ახალი შეიარაღება, ბრძოლის ველზე იგი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება, შესაბამისად გაჩნდა მათგან თავდაცვის მეთოდოლოგია, რომელიც ასევე დღითი დღე იხვეწება, ეს დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სირიაში განვითარებული მოვლენების ანალიზით, როცა შეიარაღებულ ფორმირებებს დრონებისგან წევდათ თავდაცვა. იგი დაფძნებულია სამხედრო ტექნიკისთვის და სპეციალური მიწისქვეშა საფარების და სანგრების გამოყენებით, გაშლილი სამხედრო წყობით(ერთ-ერთ ვიდეოზე ნათლად ჩანს, როგორ განახორციელა დრონმა დარტყმა შექუჩული სამხედროების შუაგულში), სპეციალური შენიღბვით, გაჭიმული ნაჭრით, რომელზეც დატანილია რელიეფი. ასეთია ზომები, იმის გათვალისწინებით, რომ სომხურ მხარეს მთიან ყარაბახში არ აქვთ ფინანსური რესურსი რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობების და მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის დანადგარების შეძენისათვის. ასეთ შემთხვევაში სატყუარა-პოზიციების მოწყობაც მისაღებია, რათა უპილოტოების ყურადღება მათზე იქნას გადატანილი( ასევე აზერბაიჯანის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მიიტანა იერიში დრონმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მაკეტზე).

 

 

By admin