ახალი სამომხმარებლო და კორპორატიული Wi-Fi 6 და Wi-Fi 6 E სტანდარტები
СOVID-19 პანდემიის პირობებში, როდესაც დღემდე მილიონობით ადამიანს მოუწია მუშაობა და სწავლა დისტანციურად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უსადენო ინტერნეტის კლიენტ- დანადგარებზე (Consumer Premise Equipment, CPE. კვლევითი კომპანიის ABI Research-ის კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო კლასის Wi-Fi დანადგარების და SOHO(Small Office/Home Office) კლასის დანადგარების მოცულობა გადააჭარბებს 223 მილიონ ერთეულს, რაც 10 მილიონით მეტია ვიდრე 2019 წელს.
„ შეზღუდვებმა, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის პირველ კვარტალში იძულებული გახადა მილიონობით ადამიანს ემუშავა და ესწავლა სახლიდან-ამან გამოიწვია მოთხოვნა ზე-საიმედო მსხვილხაზოვან Wi-Fi-კავშირზე სახლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით, ისეთ Wi-Fi მარშრუტიზატორებზე, რეტრანსლატორებზე და რადიო-სიგნალის გამაძლიერებლებზე, რომელთაც რამოდენიმე მომხმარებლის უზრუნველყოფა შეეძლო, განსაკუთრებული მოთხოვნა დაეთმო ხარისხს, ვინაიდან მოიმატა ვიდეოკონფერენციების ერთდოულმა რიცხვმა და ასევე ინტერნეტ-ტელე-ტრანსლაციების და ონლაინ თამაშებში ჩართულმა დანადგარებმა. ამან გამოიწვია დაფარვის ზონების და სიგნალის ხარისხის ზრდის მოთხოვნა.“ -განაცხადა ABI Research წარმოების ანალიტიკოსმა სენდი ლინმა(Sandi Lynn).
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვები შესუსტდა ეკონომიკის ზრდის მცდელობით და პანდემიის შედეგების გადასალახავად, უსადენო დანადგარებზე მოთხოვნის ტენდენცია კვლავ აქტუალურია, გარდა ამისა გასართობი პლატფორმების და IoT-დანადგარების დანერგვა სახლებსა და მეურნეობებში ხელს უწყობს უსადენო ინტერნეტის თანამედროვე სტანდარტების მხარდამჭერი გამანაწილებლების დანერგვას.
″.
СPE-დანადგარებს, ახალი 802.11 ac სტანდარტის მხარდაჭერით უკვე დღეს-დღეობით ბაზრის 80% უჭირავს, ხოლო 802.11ax სტანდარტის (Wi-Fi 6) მხარდამჭერი დანადგარების რიცხვი ახლო მომავალში გაიზრდება. ისეთი ოპერატორები, როგორიცაა Сom Hem და Telefonica უკვე სთავაზობენ თავიანთ აბონენტებს დანადგარებს Wi-Fi 6 მხარდაჭერით.
როგორც ეს მოსალოდნელი იყო, COVID-19 პანდემიის პირობებში, ამა წლის პირველ კვარტალში შეჩერდა კორპრატიული კომპიუტერული ქსელების გადაიაღაღების მრავალი პროექტის რეალიზაცია, ვინაიდან კორპორაციები და დაწესებულებები თავიანთ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ ეკონომიკური პირობების და მოცემულობის შეფასების საფუძველზე, ასე, რომ შეილება ვივარაუდოდ, რომ კორპორატიულ სეგმენტში Wi-Fi6 განვითარების სიჩქარე კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ამისა ოპერატორების მიერ Wi-Fi ქსელების გაფართოება მცირდება სხვადასხვა რეგიონებში LTE-დაფარვის ზონების გაზრდის გამო.
მოსალოდნელია, რომ 2023 წლამდე Wi-Fi6 გახდება wi-fi ქსელების სტანდარტების დომინანტი, როგორც სამომხმარებლო, ასევე საწარმოო სექტორში, ამასთან საწარმო სექტორის მოწინავე სეგმენტები უკვე ემზადებიან Wi-Fi 6E სტანდარტის დანერგვისთვის. კომპანიებმა Qualcomm და Broadcom უკვე დაანონსეს Wi-Fi6 6 E სტანდარტის მხარდაჭერით ჩიპების დამზადება.
სამომხმარებლო დანადგარები Wi-Fi 6 E სტანდართის მხარდაჭერით ხელმისაწვდომი იქნება 2021 წელს.