როგორც BBC NEWS იუწყება, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის ფომზე აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. ორივე ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი
(შეგახსენებთ, 27 სექემბერს, კვირას ღამით, სომხურ და აზერბაიჯანურ მხარეებს შორის დაიწყო საომარი მოქმედებები).
ორივე მხარე საუბრობს მსხვერპლზე მშვიდობიანი მოქალაქეების შორის.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 27 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა ტერტერას, ფეიზულს და ჯებრაილის დასახლებულ პუნქტების მიმართულებით. პასუხად აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო ფარტომასშტაბიანი კონტრშეტევითი ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
სომხურმა მხარემ ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანული მხარე დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ 27 სექტემბერს, დილის 8:00 საათზე აზერბაიჯანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა და აზერბაიჯანის არმია შეტევაზე გადავიდა.
ამ განცხადებების შემდგომ, ორივე ქვეყანაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა, აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში, ხოლო სომხეთში მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ერევანმა დაიწყო 55 წლამდე მამაკაცების მობილიზაცია.
სომხეთმა განაცხადა 2 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, აზერბაიჯანმა 7 მოქალაქის დაკარგვისა და 19 დაჭრილის შესახებ.
გარდა ამისა, სომხეთმა ასევე განაცხადა 16 სამხედროს და 100 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, აზერბაიჯანს ოფიციალური განცხადება დანაკარგის შესახებ არ გაუკეთებია, სომხეთმა მტკიცებით განადგურებულია 200 აზერბაიჯანელი სამხედრო.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხს. სომხეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა ომიგამოუცხადა სომეხ ხალხს, და სომხები ამ ომისთვის მზად არიან. აზერბაიჯანის ქმედებას მან „ ფართომასშტაბიანი პროვოკაციები” უწოდა.
შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელ რესპუბლიკებს აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის 1988 წელს კონფლიქტი დაიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო, მაშინ მთიანი ყარაბაღის ოლქმა განაცხადა აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ.
1992-1994 წლის საომარი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ოლქზე. კონფლიკტის მოგვარებისთვის 1992 წელს შეიქმნა ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.
ამ მომენტისთვის მთიანი ყარაბაღის ოლქი არ არის აღიარებული ერევნის მიერ, მაგრამ არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტი და სამხედრო ხარჯები მჭიდროდ არის სომხეთთან კავშირში.
2020 წლის აპრილში, პანდემიის ფონზე მთიან ყარაბაღში ჩატარდა არჩევნები, სადაც ხმების 88% მოიპოვა არაიკ არტუნიანმა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ არჩევნები ვერ იმოქმედებს მთიანი ყარაბახის ფინალურ სტატუსზე და მოლაპარაკებების პროცესზე, ვინაიდან ევროკავშირი არ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად.
აზერბაიჯანი ასევე არ აღიარებს არჩევნებს მთიან ყარაბაღში.
თურქეთმა გამოუცხადა სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის საკითხში.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა სომხეთი დადანაშაულა სიტუაციის გამწვავებაში.
„ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში ჩვენ მუდამ ჩვენი ძმების მხარეს ვიქნებით.“ განაცხადა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიფ ერდოღანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს.
„ 27 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს სატელეფონო საუბარში მიუსამძიმრა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და აზერბაიჯანის სამხედროე პირების დაღუპვის გამო „
საპასუხოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და მოუწოდა მას მოახდინოს გავლენა და ზეწოლა თურქეთზე, რათა არ დაუშვან თურქეთს ჩაბმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
„ ჩვენ გვაქვს ახალი ფაქტორი. წელს თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა ფართო ფართომაშტაბიანია და მკაფიოა როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, მისი პოზიცია ორაზროვანია, აზერბაიჯანთან ასევე მჭიდრო ურთიერთობების გამო“-განაცხადა ბრიტანელმა ანალიტიკოსმა, კარნეგი ცენტრის მთავარმა მეცნიერ-მუშაკმა ტომ დე ვაალმა.
რუსეთის საგარეო უწყებამ თავის საიტის მეშვეობით მოუწოდა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.