Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ძირითადად ხმელეთზე, ცაში იმყოფება უპილოტო საფრენი აპარატები.

ამჟამინდელი სამხედრო დაპირისპირება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ყველაზე სერიოზული და მწვავეა 1994 წლის ომის დასრულების შემდგომ.

ძალიან რთულია შევაფასოთ საომარი მოქმედებების მასშტაბი, ჩართული ძალები, დარტყმების მიმართულება, და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა, მაღალი საიდუმლო რეჟიმის და დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის გამო, რომელსაც ეწევა კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფოტო-ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, რომლიც ფართოდ ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში, საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ზალპური ცეცხლის სისტემები, არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები, და შეზღუდულად პილოტირებადი ავიაციაც კი.  დანაკარგებზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ორივე მხარემ გამოაქვეყნა თავიანთი ციფრები, მაგრამ თითოეული მხარე მოწინააღმდეგის დანაკარგს უფრო მრავალრიცხოვანს ასახელებს. მაგალითად, მთიანი ყარაბახის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს საღამოს განაცხადა 84 სამხედროს დაღუპვის შესახებ, ამასთან 26 უშუალოდ ორშაბათს დაღუპული ჯარისკაცი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, კი თავის მხრივ აცხადებდა, რომ ყარაბაღის სამხედრო შენაერთებში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა რიცხვი 550-ს აღემატება. სომხეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა , და საპასუხოდ განაცხადა, რომ მარტო კვირა დღეს აზერბაიჯანის დანაკარგმა 200 სამხედრო შეადგინა.

სად მიმდინარეობს ბრძოლა?

27 სექტემბერს, კვირას, დილით, როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აწარმოებს „ კონტრშეტევით“ ოპერაციას მთელი ფრონტის ხაზზე. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ორშაბათს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ საომარი მოქმედებები გრძელდება არცახსა(მთიანი ყარაბაღი) და აზერბაიჯანის მთელი საზღვრის სიგრძეზე.

არაოფიციალური ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან თითქმის არ მოიპოვება, ორივე მხარე ზედმიწევნით აკონტროლებს ინფორმაციულ ნაკადს. ასევე აზერბაიჯანმა მაქსიმალურად შეზღუდა ინტერნეტის ტრაფიკი-სოციალური ქსელი, ვიდეო და მედია ტრანსლაცია.

აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროების ცნობით საუბარი იყო შეტაკებებზე დასახლება ტალიში-ს მახლობლად და მთიანი ქედ მუროვდაგზე, გარდა ამისა საუბარი იყო საბრძოლო მოქმედებებზე ქალაქ მარდაკერტის მახლობლად.

აზერბაიჯანის მხარე ასევე იუწყება, რომ დაამყარა კონტროლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე ფეიზულის და ჯებრაილის რაიონებში. სომხეთის მხარე ამ განცხადებას არ ადასტურებს, მაგრამ სომხეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ ბი-ბი-სი-ს რუსულ სამსახურს  ამ რაიონებში ბრძოლის ფაქტები დაუდასტურა.

ორდღიანი ბრძოლის შედეგები

კვირას აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს 7 დასახლებულ პუნქტზე რაიონული ცენტრების – ქალაქ ფეიზულის და ქალაქ ჯებრაილის მიმართულებით. ეს რაიონები მდებარეობს მთიანი ყარაბაღის ოლქის სამხრეთით, რომელსაც აკონტროლებდა სომხური შეიარაღებული ფორმირებები.

ასევე კვირას აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ მთლიანად აიყვანა კონტროლის ქვეშ ქალაქი მუროვდაგი. ეს არის ერთ-ერთი მაღალი მწვერვალი კავკასიაში, მისი სიმაღლე წარმოადგენს 3 340 მეტრს. ამ სიმაღლის დაკავებით შესაძლებელია ვარდენი-მარდაკერტის სტრატეგიული გზის სრული კონტროლი, რომლის საშუალებითაც, ხდება სომხეთიდან ყარაბაღში დამატებითი ძალების გადასროლა.

მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მთაზე კონტროლი აღადგინეს, ხოლო აზერბაიჯანული მხარე იუწყებოდა, რომ გარდა ზემოხსენებული მთისა, ასევე დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები სოფელ ტალიშთან.

საბოლოო ჯამში რა ტერიტორია მოექცა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ რთული სათქმელია. სამშაბაბთს მთიანი ყარაბაღის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძოლები კვლავაც მიმდინარეობს.

როგორც სამშაბათს ბრიტანელმა ექსპერტმა ტომ დე ვაალმა აღნიშნა, ძნელია ვიმსჯელოთ მდგომარეობის შესახებ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური მხარეების განცხადებების საფუძველზე. კონფლიქტის სივრცე გაჟღენთილია პროპაგანდით, ორივე მხარე შეუძლებელია იყოს მართალი, შესაბამისად მათი განცხადებები საკმაოდ სკეპტიკურად უნდა განიხილებოდეს.

ბაქოში მოსახლეობა ეგებება ყარაბაღისკენ მიმავალ სამხედრო ტექნიკას

მაგრამ, თუ განვიხილავთ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, რომლებიც მოცემულია ოფიციალურ წყაროებში, მთიანი ყარაბახის თავდაცვის გარღვევაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, საუბარი არ არის მასშტაბურ ოპერაციაზე. ბრძოლა მიმდინარეობს შეხების ხაზის გასწვრივ ტაქტიკური სიღრმისთვის,  გამაგრებული პუნქტების, სიმაღლეების, და ზოგიერთი გზის კონტროლისათვის. ასევე ჩანს, რომ აზერბაიჯანმა ამ მიმართულებებზე არ შექმნა ძლიერი დამრტყმელი დაჯგუფებები. ასეთი დაჯგუფებების შექმნა მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შერეულ ქვედანაყოფებს, ამისთვის ხდება სხვადასხვა დანაყოფების რედისლოკაცია, ხოლო მსგავსი რამ არ შეინიშნება.

“რეზერვისტების და თადარიგში გასული სამხედროების გამოძახება ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებდა“ – განუცხადა ბი-ბი-სი-ს რუსულმა სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ მურახოვსკიმ.

კონტროლი საზღვარზე

აზერბაიჯანული სამხედრო ექსპერტის აზადა ისაზადე-ს თქმით, შეტაკების ზღვართან მდგარი სამხედრო ქვედანაყოფები ჯერ არ ყოფილა გაძლიერებული, მაგრამ  ზუსტი ინფორმაცია ღია წყაროებით ხელმისაწვდომი არ არის.

ისაზადემ აღნიშნა, რომ ბაქოს გატარებული ოპერაციებით სტრატეგიული მიზანი არ დაუსახავს, მისი თქმით აზერბაიჯანის არმია აღნიშნული ოპერაციისთვის და შეტევისთვის სპეციალურად მომზადებული არ ყოფილა, მაგრამ რეაგირება მოახდინა ყარაბაღის სამხედრო მოქმედებებზე. „აზერბაიჯანმა უბრალოდ საპასუხო დარტყმა განახორციელა და დაიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მიღმა თავისი იურისდიქციის აღდგენა. დარტყმების მიმართულების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი ახლა ცდილობს აღადგინოს კონტროლი აზერბაიჯანის და ირანის სამხრეთით, და ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე. ამის მიუხედავად, ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს ამ მიზნის მიღწევის შემდგომ დაიწყოს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის ბედის შესახებ.

ტაქტიკური უკუქცევა

Armenian Research & Development Institute თავდაცვითი კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლეონიდ ნერსისიანი თვლის, რომ აზერბაიჯანური სამხედრო ოპერაციის მიზნები უფრო მასშტაბურია. „იმის გათვალისწინებით, რომ შეტაკებები მიმდინარეობს ურთიერთშეხების მთელ ხაზზე და ამავდროულად გამოიყენება მნიშვნელოვანი ძალები და საბრძოლო ტექნიკა, სავარაუდოა, რომ ამოცანა მდგომარეობს თავდაცვის გარღვევაში და მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ტერიტორიის დაკავებაში.

ექსპერტი თვლის, რომ ამ მიზანს აზერბაიჯანულმა არმიამ ვერ მიაღწია, გარკვეულ წილად იმიტომ, რომ, ოპერაცია მოულოდნელი არ იყო. სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, ამერიკულმა საელჩომ აზერბაიჯანში იცოდა 2 დღით ადრე, რომ ამერიკელ მოქალაქეებისთვის არ არის მიზანშეწონილი აფშერონის ნახევარკუნძულის მიტოვება. “ეს იყო დაგეგმილი და არც თუ ისე მალულად მომზადებული აქცია.“ -თქვა ექსპერტმა.

ომი ავიაციის გარეშე

სომხეთს რუსეთისგან ნაყიდი აქვს სუ-30 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მათ გამოყენებას ჯერ არ აპირებს.

ამ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ერთ ერთი დამახასიათებელი თავისებურება გახლავთ ის, რომ ორივე მხარე თითქმის არ იყენებს საბრძოლო ავიაციას.

კვირას ყარაბაღელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს აზერბაიჯანული შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები, მაგრამ ბაქომ აღიარა მხოლოდ ერთი შვეულფრენის დაკარგვა, რომელმაც მიაღწია აზერბაიჯანულ ტერიტორიას და აზერბაიჯანელი სამხედროების თქმით დაშვებისას არავინ დაშავებულა.

აზერბაიჯანს გააჩნია საკმაოდ მსხვილი საჰაერო ძალები. წინა წლებში აზერბაიჯანმა შეისყიდა 20 ზე მეტი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი და 11 Су-25. გარდა ამისა, მის შეიარაღებაშია 12 დამრტყმელი შვეულმფრენი Ми-24 და არანაკლებ 35 Ми-35-ძლიერ მოდერნიზირებული Ми-24 შვეულმფრენის ვერსია.

სომხეთმა, თავის მხრივ შეიძინა რუსეთისგან უფრო თანამედროვე და უფრო მძლავრი გამანადგურებლები Су-30, თუმცა მხოლოდ 4 ერთეული, მაგრამ არც მათი გამოყენება უცდია მთიანი ყარაბაღის ძალების მხარდასაჭერად.

„ჯერ მათი გამოყენების მიზეზი არ ჩანს, მათი გამოყენება მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკაზე სანადიროდ არც თუ ისე ჭკვიანურია.”- თქვა ნერსისიანმა.

გარდა ამისა საბრძოლო მოქმედებების რაიონი იმდენად გადატვირთულია მოწინააღმდეგეების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, რომ იქ ავიაციის გამოყენებას ვერც ერთი მხარე ვერ ბედავს – დიდია თვითმფრინავის დაკარგვის რისკი.

„ ჯერ ერთი მთიანი ადგილია, და იქ სიმართლე გითხრათ, რთულია იმოქმედო ავიაციით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ წლების განმავლობაში მთიან ყარაბაღში შეიქმნა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი საჰაერო თავდაცვა. გარდა ამისა რუსეთში ნაყიდია კომპლექსი С-400, მართალია, არ არის ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ, საზღვარზეა, და იცავს ყარაბაღის საჰაერო სივრცეს“- დასძინა აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა.

თუმცა ღია წყაროებში ინფორმაცია სომხურ С-400 ზე, ან მსგავს ტრანზაქციაზე სომხეთს და რუსეთს შორის არ მოიპოვება, მაგრამ ცნობილია, რომ სომხურ საჰაერო თავდაცვას გააჩნია С-300б Tор-M2KM და სხვა კომპლექსები.

By admin