The Wall Street Journal (WSJ), ინფორმაციის მიხედვით ჩინეთის მთავრობა ამზადებს ე.წ. „შავ სიას“ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა მიერ შეილება გამოცხადდეს სანქციები ვაშინგტონის შეზღუდვების საპასუხოდ, რომლებიც მიმართული იყო ჩინური პროდუქციის წარმოების წინააღმდეგ. მაგრამ WSJ ასევე არნიშნავს, რომ პეკინში არ ჩქარობენ ამ სანქციების ამოქმედებას და ელოდებიან ა.შ.შ.-ში არჩევნების დასრულებას.
მსჯელობით თუ როგორი განვითარება შეილება იყოს მოსალოდნელი და რა შედეგი დადგეს ასეთო დაპირისპირების, ბლუმბერგის (Bloomberg) -ის კოლუმნისტი ტიმ კაპლანი (Tim Caplan) დაასკვნის, რომ ჩინეთმა შესაძლებელია გამოაშკარავოს საკუთარი სისუსტე, თუკი მიიღებს კონტრ-სანქიების ამოქმედების გადაწყვეტილებას ა.შ.შ-ს წინააღმდეგ.
ჩინეთის სამთავრობო გეგმებზე „შავ სიასთან“ დაკავშირებით საუბარი დაწყებულია 2019 წლის მაისიდან, მას მერე რაც ვაშინგტონმა გააძლიერა ზეწოლა ჩინური ბრენიდს “Huawei“-ს წინააღმდეგ ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვით. ამ მომენტამდე ჩინეთის მთავრობა თავს იკავებდა და ღიად არ ასახელებდა „შავი სიის“ შესაძლო კანდიდატებს. სიაზე მუშაობა განახლებულია იმის გამო, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სულ ახალ და ახალ ჩინურ კომპანიას უწესებს ამა თუ იმ შეზღუდვას, მათ შორის Tencent Holding-ს, რომელსაც ეკთვნის სმარტფონებისთვის პოპულარული აპლიკაცია WeChat.
The Motley Fool, მიმომხილველთა აზრით, პეკინის ყოყმანი ამ საკითხში მიუთიებს იმაზე, რომ ჩინეთი ათვითცნობიერებს საკუთარ დამოკიდებულებას ამერიკულ ტექნოლოგიებზე და არ უნდა სავაჭრო ომის ტემპერატურის გრადუსის აწევა, ვინაიდან თვლის, რომ ეს უფრო დააზიანებს საკუთარ ქვეყანას და ეს ქმედება კიდევ უფრო მეტად მაპროვოცირებელი იქნება ა.შ.შ-სთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისათვის.
ისეთ კომპანიებისთვის, როგორებიც არიან Facebook და Alphabet,ჩინური სანქციებივსაშიში არაა, რადგან მათი სერვისები ჩინეთში ისედაც აკრძალულია., ხოლო ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები როგორც Intel, Qualcomm და Microsoft ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, და მათთან პარტნიორული ურთიერთობების გაუარესება არ აწყობს.