Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

გამარჯობათ, მომინდა დამეწერა პატარა მიმოხილვა ესპანურ პროვაიდერების შესახებ, საქართველოში ხომ მეტ-ნაკლებად ვიცით ამ ბაზარზე რა ხდება, რა და როგორ გვიწევს პროვაიდერებთან ჩვენი უფლებების დაცვა, რომელ უბანში რომელ პროვაიდერს უკეთესი ან პირიქით უარესი მომსახურება აქვს ფეისბუკის მომხმარებლების პოსტების, მეგობრების, ნათესავების ჩივილების თუ პირიქით, რომელიმე პროვაიდერის ქება დიდებით. ამავე დროს ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ იმიგზაურა საზღვარგარეთ არა მარტო ევროპისა და აზიის ქვეყნებში, და მგონი ჩემი გამოცდილებაც ამ კუთხით საინტერესო იქნება იმათთვის, ვინც ხანმოკლე ან დიდი დროით გეგმავთ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასვლას თქვენ-თქვენი მიზნებისათვის.

ასე მოხდა, რომ ჩემუ და უკვე წელიწადზე მეტია ცხოვრობს ბარსელონაში, სწავლობს და საქართველოში ჯერ ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ესპანეთში მასე ენატრება მშობლები, ახლობლები, საქართველო. რასაკვირველია ძირითადი კომუნიკაცია ჩვენს შორის ხდება ინტერნეტის მეშვეობით, ამიტომ ზედმიწევნით შევეცადე გამომეკითხა თუ როგორ ცხოვრობს საშუალოსტატისტიკური ესპანეთის მოქალაქე, როგორ და რანაირად სარგებლობს მობილური ოპერატორების და საკაბნელო ინტერნეტის მომსახურებით.

ქართული ინტერნეტ და მობილური ქსელის ოპერატორების თითქმის ყველა რეიტინგი და კვლევა მაქვს ნანახი, და მსოფლიო ტენდენციები მობილურ ოპერატორებთან მიმართებაში, და მიუხედავად იმისა, რომ რაც დრო გადის მობილური ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი სხვადასხვა რთულ რელიეფიანი რეგიონებისთვის და რეგოინებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, და სახელმწიფოს ინტერესი და მისწრაფება საქართველოს ინტერნეტიზაციის კუთხით გინდათ ტურიზმის განვითარებისთვის და გინდათ ამჟამინდელი შექმნილი მდგომარეობისთვის, როცა ინტერნეტი უპირობო აუცილებლობა გახდა დისტანციურ სწავლებასა თუ მუშაობაში.

მობილური კავშირი

ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში მუშაობს სამი მსხვილი ოპერატორი:

Orange,(ორანჯი)  Movistar ( მუვისტარი) და  Vodafone. (ვოდაფონი) Orange – ეს არის ფრანგული უმსხვილესი მობილური კავშირის ოპერატორი, რომელიც ესმანეთში წარმოადგენილია სერვისების სრული მასშტაბით- მობილური კავშირიდან დაწყებული ინტერნეტით, საკაბელო ტელეფონიით და ტელევიზიით დამთავრებული.  Movistar – უმსხივილესი ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ასევე წარმოადგენს მომსახურების სრულ სპექტრს მათ შორის B2B სეგმენტისათვის ტელეფონია ბრენდის სახელწოდებით.  როგორც ჩვენთან ასევე ესპანეთში სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია უკვე აეროპორტში ყოფნისას ან სპეციალური ვენდინგური ავტომატების საშუალებთი, რომლებიც ქუჩების გადასასვლელებთან და მეტროშია განლაგებული.

ასევე ქლაქში განლაგებულია მობილური კავშირის ოპერატორების სალონები, ოფისები და შოუ-რუმები, სადაც ასევე შეგიძლიათ უფროპბლემოდ გააფორმოთ მომსახურების ხელშეკრულება. კერძოდ ბარსელონაში უფრო ხშირია ფრანგული  Orange-ის   და არა ესმანური Movistar -ის   ოფისები

 

 

 

სიმ-ბარათის შეძების პირობები არაფრით არ განსხვავდება ჩვენი ოპერატორის პირობებისა. როგორც ჩემმა დამ მოყვა, თავისი სიმ-ბარათი შეიძინა აეროპოტში 10 ევროდ, რომელიც ავტომატიურად დაუჯდა ანგარიშსე, გარა ამისა მიიღო 7 გიგაბაიტი ინტერნეტი და ულიმიტო ზარების სერვისი(ესპანეთის ტერიტორიაზე,  რა თქმა უნდა)

 

ყიდვა და გაფორმება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკმარისი იყო მისი საზღვარგარეთის პასპორტის მონაცემები (სახელი, გვარი პირ.ნომ და პასპორტის ნომენრი). ვინაიდან იმ მომენტში ის არ სარგებლობდა ადგილოვრივი ბანკების მომსახურენით, პირველ ეტაპზე მისთვის შეუძლებელი იყო ბანკომათიტ ან საბანკო აპლიკაციით დეპოზიტის შევსება. ამიტომ თავიდან სარგებლობდა სპეციალური მობილური აპლიკაციით, სადაც საკმარისი იყო საკუთარი საბანკო ბარათის, მობილური ნომრის  და თანხის მითითება.

Orange и Movistar, ამ მომენტისთვის მოქმედი ტარიფები:

 

როგორც ხედავთ, ფასებმა მოიმატეს ვიდრე იყო ერთი წლის წინ. იგივე 7 გიგაბაიტიანი ტარიფის ულიმიტო ადგილობრივი ზარებით ფასი 10 ევროდან გაძვირდა 15 ევრომდე. მაგრამ ადგილობრივი ოპერატორები ასევე არ აღრიცხავენ Skype-ზე და WhatsApp-ზე გახარჯულ ინტერნეტს.

.           ესპანეთის კავშირგაბმულობის ოპერატორები ყველანაირი გზით ცდილობენ თავიანთი აბონენტების მოთაფლვას, ამიტომ ესპანეთში მოქმედებს ათასნაირი საშეღავათო ტარიფი, მაგალითად მომდევნო თვის 2 -ევროთი ნაკლები ტარიფი და ა.შ.

ხარისხზე თუ ვისაუბრებთ,  ესპანეთში ყველ კუთხე-კუნჭულში იჭერს 4 G-ს, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს სამამულო ოპერატორებზე, თუმცა  ამ კუთხით გაუმჯობესება და დაფარვის ზონის გაზრდა აშკარაა, ხოლო ესპანეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტშიც მშვენივრად მუშაობს 4G ( მაგრამ ეგ პრაქტიკულათ მთელი ევროკავშირის ქვეყნების მასშაბით არის და ესპანეთი ამ კუთხით არ არის რაიმე განსაკუთრებული, გამონაკლისს წარმოადგენს სკანდინავიური ქვეყნები, სადაც ქსელი ოდნავ უარესად მუშაობს. ხო! მნიშვნელოვანი დეტალი! მეტროში მგზავრობისას ფიჭური კავშირი წამითაც კი არ წყდება-ჩვენთამ კი ჯერ სამწუხაროდ ამით ვერ დავიკვეხნით).

ინტერნეტი სახლში

ესპანური ფართოზოლიანი ინტერნეტში წვდომის ბაზარზე ოპერირებს რამოდენიმე კომპანია, მაგრამ თუ ვისაუბრებ კონკრეტულად ბარსელონაზე, აქ დიდი უპირატესობით წარმოდგენილია ისევ ჩვენთვის ნაცნობი Orange-ი და Movistar-ი.

ინტერნეტის მოწოდება ხდება სამი ძირითადი საშუალებით: ADSL(სატელეფონო სპილენძის წყვილის გამოყენებით) , ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, და უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებებით. არანაირი ეზერნეტი ( როგორც ჯერ კავკასუსს და მერე მის მემკვიდრე მაგთიკომს), მაგრამ  ესპანურ პროვაიდერებს, როგორც ადგილობრივს მცდელობა აქვთ შემოგაპარონ სხვა სერვისებთან ერთად, კონკრეტულად მათი ციფრული ტელეფონიის სერვისიც, მაგრამ ესპანეტში ამ მომსახურეობის გარეშე ინტერნეტი ჯდება ოდნავ ძვირიც.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინტერნეტ-პროვაიდერის  Movistar –ის ინტერნეტის ტარიფებს.

 

 

38 ევროდ!!! თვეში რიგითი ესპანელი მომხმარებელი მიიღებს ბინაში ოპტიკურ ბოჭკოვან წვდომას 300!!! მეგაბიტი სიჩქარით, რომელსაც მოაყოლებენ სტაციონარულ ტელეფონურ ხაზს.

იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, როპელიც პროვაიდერის საიტზე განთავსებულია, გამომდინარეობს, რომ ოპტიკური კაელის ბინაში გაყვანა წარმოუდგენელია სტაციონარული ტელეფონიის გარეშე, ხოლო პირიქით, სტაციონარული ტელეფონიის ჩართვა ინტერნეტის გარეშე-პრობლემას არ წარმოადგემს.

როგორც ჩვენთან მაგთიკომის და სილკნეტის შემთხვევაში  Orange -ის ტარიფები იგივენაირად ტვირთავს მომხმარებლის საფულეს.

ხოლო, რაც შეეხება სერივისს, სერვისი ხარისხში  ძლიერ ჩამორჩება ქართულ სტანდარტებს. თუ გადაწყვიტეთ ინტერნეტის დაყენება, საონტაჟო ჯგუფის ლოდინი შეილება რამოდენიმე კვირა მოგიწიოთ. მაგალითად, ჩემი და ცხოვრობდა ბარსელონასთან ახლოს მდებარე ვილების დასახლებაში არენისში, და ქუჩაში ჩამოვარდნილი ხის გამო(დიახ, ეგეთებიც ხდება ესპანეთში) იყო გაწყვეტილი მთელი უბნის ოპტიკა, რომლის შესაკეთებლად მიუხედავად ყოველდღიური უამრავი ზარებისა სამონტაჟო ჯგუფი გამოჩნდა თითქმის ერთი თვის შემდეგ. რა თქმა უნდა არც არავის არ უგია პასუხი ამის გამო.

რაც შეეხება აპარატურას, როგორც ჩვენთან ცალკეული პროვაიდერი აყენებს ან ბრენდულ ან კონკრეტული ფირმის მოწყობილობას, ესპანეთიც არ არის გამონაკლისი.

მაგალითად, ეს „ სათამაშო“ მუშაობს მხოლოდ ოპტიკურ კაბელზე, მაგრამ შეუძლია უზრუნველყოს 5 გიგაბიტ/წმ სიჩქარე!  როუტერის ფასი (თუკი თქვენ გადაწყვეტთ დამოუკიდებლად შეიძინოთ-40 ევრო, თუ გჭირდებათ სპეციალისტის მიერ მისი კონფიგურაცია-90 ევრო (ჩვენთან ნაცნობი მეზობელი IT-შნიკი უფასოდაც კი დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ხომ ესპანეთია!).

ვისაც ესმანური ესმის, დამოუკიდებლად შეუძლია თვალი შეავლოს ინსტრუქციასაც.

ჩვენგან განსხვავებით, სადარბაზოებში თქვენ ვერ მოიძიებთ ამა თუ იმ პროვაიდერების დასწრებას (ყოფნას, არ არიან ღიად წარმოდგენილი J) ), ვერც რეკლამას, ვერც კაბელებს და ვერც სახელობით საკომუნიკაციო კარადებს.

 

ჩემი დის თქმით არც ქუჩაში განათების ბოძები არ არის დახუნძლული კაბელების ობობის ქსელით, ყველა საკომუნიკაციო კაბელი თავსდება მიწისქვეშა არხებსა და ჭებში (აქ უნდა ითქვას რომ ამაზე უკვე ნელნელა ჩვენებიც ზრუნავენ, რაც მისასალმებელია) და ასევე ფასადებზე კოხტად არის დამაგრებული.

თვეში ერთხელ აბონენტი იღებს სააბაონენტო საგადასახადო დავალიანების ფურცელს, სადაც ზედმიწევნით არის აღწერილი რატომ , როგორ  და როდის უნდა გადაიხადოს ესა თუ ის თანხა.

 

საზოგადოებრივი WiFi

ზოგადად ევროპაში საზოგადოებრივი უსადენო ინტერნეტის პრობლემა გადაწყვეტილია. აქ არ არის საჭირო მომხმარებლის სახელით ან სხვა პირადო ონაცემებით  იდენტიფიკაცია შეერთებისთვის, სავსებით საკმარისია ელექტრონული ფოსტის მისამართი. ბარსელონაში მოქმედებს აბსოლუტურად უფასო საზოგადოებრივი Wi-Fi ქსელი, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და იმ ადგილებში სადაც ტურისტების სიმრავლეა. იგი მუშაობს მშვენიერი სიჩქარით და ამიტომ ადგილობრივებიც კი ცდილობენ ტელეფონზე გიგაბიტების ხარჯვის მაგივრად ისარგებლონ საზოგადოებრივი ქსელით.

 

ისევე, როგორც ჩვენთან საკუთარი Wi-Fi გააჩნია მრავალ დაწესებულებას თუ „ ზავიდენიას“ სადაც ხალხი მიჩვეულია ფინჯან ყავასთან ერთად ფ.ბ. „ჩასქროლონ“, გარდა ამისა ყველა საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალება (გინდ ავტობუსი გინდ „ელექტრიჩკა“ აღჭურვილია უსადენო აპარატურით და მგზავრობისას უპრობლემოდ შეგიძლიათ უყუროთ ფილმს, თუ უბრალოდ „ისერფინგოთ“ ინტერნეტში, ამ სიამოვნებაში ფულის გადახდა არაა საჭირო.

თავიდან ჩემი კითხვები ძირითადად შეეხებოდა ესპანური პროვაიდერების და ჩვენი პროვაიდერების ტარიფების შედარება და მისი ასახვა თანხობრივ ექვივალენტში, ხოგადად საუბრებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ესპანეტში ინტერნეტი საკმაოდ ნორმალური ხარისხისაა, მაგრამ ძვირი. საშუალო ტერიფი 10-15 ევრო, ხოლო სახლში-30-40 ევრო. ასე რომ, საშუალო შემოსავლების მქონე ესპანელი კავშირგაბმულობაში ხარჯავს 50 ევროს ყოველვიურად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საშუალო შემოსავალი ესმანეთში მერყეობს 1500 დან 2000 ევრომდე. აქედან გამომდინარე საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ინტერნეში და კავშირგაბმულობაში ხარჯავს თავისი შემოსავლის დაახლოებით 3% ყოველთვიურად..

By admin