რუსეთმა გადადო სწავლება, რომლის მიზანი იყო გამოეკვლიათ გაუძლებს თუ არა რუსული ინტერნეტი ფართომასშტაბიან კიბერ-შეტევას, გამოარკვიოს რუსული ინტერნეტის მოწყვლადი სეგმენტები, სისუსტეები და მდგრადობის დონე. სწავლება დანიშნული იყო 20 სექტემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში გადადეს.
როგორც რუსეთის კავშიგაბმულობის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ამჟამად რუსეთში მიმდინარეობს ფედერალური პროექტის „ ინფორმაციული უსაფრთხოება“ დასრულების ფაზა, ამ პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დამუშავება და რეკომენდაციების კრებულის დასრულება კონკრეტულად ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროსთვის და შესაბამისად იმ საკითხების, რომელთა განხილვა იგეგმებოდა სწავლებაზე.
სწავლება თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2019 წლის დეკემბერს, მას შემდეგ რამოდენიმეჯერ გადაიდო ( მარტში, ივნისში). როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ მთავარ დაბრკოლებად ახალი კორონავირსი და მრავალი მომხმარებლის დისტანციურ სამუშაოზე გადასვა სახელდება.