Spread the love

THE NATIONAL INTEREST აშშ

პიტერ სუჩიუ

 

იმ დროს, როცა პოლონელი სამხედროები უფრთხიან რუსეთის აგრესიას, კონცეპტუალური მოდელის ტანკი  PL-01 მოგაგონებთ ჯავშანმანქანას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეო-თამაშებიდან. თანამედროვე ტანკების უმეტესობისგან განსხვავებით, ამ მსუბუქ მოდელს აქვს კომპოზიტური ჯავშანი. გავრცელებული მონაცემებით, მთელი კორპუსი და კოშკურა დაცულია 30-40 მილიმეტრიანი ჯავშანსაწინააღმდეგო ჭურვებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ის პირველია, რომელშიც გამოიყენეს სტელს-ტექნოლოგიები

ტანკი PL-01 პირველად  სამხედრო წარმოების საერთაშორისო გამოფენაზე (INTERNATIONAL DEFENCE INDUSTRY EXHIBITION) აჩვენეს. ის შეიმუშავა ფირმა OBRUM, კომპანია BAE SYSTEMS-ის მხარდაჭერით, შვედური მსუბუქი ტანკის CV90120 საფუძველზე.

ამ პოლონური ტანკის პროფილი დიდად არ გaნსხვავდება სტანდარტული ანალოგებისგან, მაგალითად,  ამერიკული „აბრამს- 1“-ისა და გერმანული“ლეოპარდ-2“-ისაგან.

თუმცა, ახალ პოლონურ ტანკს აქვს საერთო რუსულ ტანკთანაც „არმატა“: მის ეკიპაჟში სამი კაცია (მეთაური, მძღოლ- მექანიკოსი და მემიზნე) და ისინი განთავსებული არიან ძირითად კორპუსში, მაშინ, როცა „ცარიელი“ კოშკურა დისტანციურად იმართება. ტანკი ჰგავს ებრაულ   „ მერკავასაც“, რადგან აქვს უკანა ლუკი, რომლის დახმარებით კორპუსის უკანა ნაწილში შეიძლება  დამატებით 4 მეომრის განთავსება.

მოდულური ჯავშანი

როგორც უკვე ითქვა, ტანკის მთელი კორპუსი დაცულია მრავალშრიანი კერამო-არამიდული პანელებით, რომლებიც დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოიცვალოს საველე პირობებში. ამას გარდა, ისინი დაიცავს ტანკის ეკიპაჟს ფუგასური ნაღმებისა და  კუსტარული მოწყობილობების აფეთქებისას. თანაც, ტანკი PL-01 უძლებს 10 კგ. ტროტილის აფეთქებას კორპუსის ნებისმიერ ნაწილთან. როგორც ტ-14-ში, საბრძოლო მასალის მარაგი pl-01-ში განთავსებულია ცალკე ნაკვეთურში. პოლონელმა კონსრუქტორებმა დააყენეს გამმიჯნავი, ამორტიზაციის პანელები, თუკი ნაღმის აფეთქება ტანკის საცავ ნაწილში მოხდა, სადაც 40-მდე ჭურვის განთავსებაა შესაძლებელი.

ტანკ pl-01-თან ერთად შემუშავდა  120 მმ. ქვემეხი ავტომატური დატენის სისტემით. მას შეუძლია გამოიყენოს 120 მმ. ნატოს სტანდარტი და მართოს ცეცხლი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვებით. დამხმარე შეიარაღება მოიცავს დაწყვილებულ ტყვიამფრქვევს 7.62 მმ კალიბრით, მაგრამ შესაძლებელია, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის (12,7 მმ) და 40 მილიმეტრიანი ავტომატური ნაღმმტყორცნის გათავსებაც.

                                            ტანკი- სტელსი

პოლონურ ტანკში გამოყენებულია სტელსის რამდენიმე ტექნოლოგია, რომლებიც მას ბრძოლია ველზე, რა თქმა უნდა, უჩინრად ვერ აქცევს, მაგრამ თერმული კამუფლაჟის სისტემა (thermal camouflage system) ართულებს მის აღმოჩენას თერმომგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით. ამას გარდა, არსებული მონაცემებით, ტანკი შეიძლება დაიფაროს რადიოტალღების შთანმთქმელი მასალებით.

ამ მხრივ, ის ჰგავს ბრიტანულ ტანკს „ჩელენჯერ-2“-ს, რომლის კოშკურა და კორპუსი ასევე დაბალი პროფლით ხასიათდება.

PL-01-ის რეკლამირება ფართოდ ხდებოდა 2013-15 წლებში, შემდეგ კი მის შესახებ არაფერი ისმოდა. იქნებ სტელსის ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, რომ ის ხედვის არედან საერთოდ გაქრა?

By admin