Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ევროპული საწარმოების მიერ ინიციირებულია სარჩელი ევროკომისიაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელსაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ფასების დემპინგში (ფასების ხელოვნურად გაიაფება) ადანაშაულებს, და რაზეც ევროკომისიის მიერ დაწყებულია მოკვლევა.

ჩინეთის მიერ ასეთ ქმედებაზე სარჩელი შეიტანა წამ წარმოების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციამ Europacable-მა, რომელიც წამყვან ევროპულ მწარმოებელს აერთიანებს. განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო რეიტერმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ 2019 წელს ევროპის ქვეყნებში გაიყიდა დაახლოებით 1,2 მილიონი კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლის წილი 15-20 %-ს შეადგენდა ჩინეთის წარმოების ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი. ევროპული  ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ბაზრის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 მილიარდ ევროს, ასე რომ ამ ბაზრის 150 დან 200 მილიონამდე ჩინეთის წილად მოდის, როგორც ევროპელი მწარმოებლები Europacable გაერთიანების სახით აცხადებენ, ჩინეთმა 2016 წლიდან 2019 წლამდე გაარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის იმპირტი 150 %-ით.

  ″ Europacable გაერთიანებაში შემავალი კომპანიებს მიღებული აქვთ მყარი გადაწყვეტილება მიაღწიონ სამართლიანი კონკერციის პირობებს ნებისმიერი ასორტიმენტისთვის, წარმოდგენილს ევროკავშირის ბაზარზე.“ – ხაზგასმით აღნიშნავენ ორგანიზაციაში

საინფორმაციო სააგენტო რეიტერის მონაცემებით ანტიდემპინგური გამოძიებები ევროკავშირში გრძელდება დაახლოებით 15 თვე, მაგრამ დროებითი საბაჟო წესები  შეილება დაადონ პროდუქციას მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ახალი საბაჟო ფასები შესალებელია შემოიღონ მხოლოდ 5 წლის შემდგომ.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის მსხვილ მწარმოებელთა სიაშია იტალიური კომპანია Prysmian Group, ფრანგული Nexans და Acome, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე ჩინეთს წარმოადგენენ Yangtze Optical, Hengtong Group, Fiberhome და Futong კომპანიები.

ევროკომისიამ რამოდენიმეჯერ უკვე ჩაატარა გამოძიება ჩინეთის მიერ წარმოებული ოპტიკურ-ბოჭკოვან პროდუქციის დაკავშირებით და რამოდენიმეჯერ მიღებული ჰქონდა ახალი საბაჟო საგადასახადო ვალდებულებები. ასევე ამჯამად ევროკომისიაში განიხილება კიდევ 28 ვ გამოძიება მიმართული ვაჭრობის დასაცავად, საიდანაც 18 ეხება ჩინეთის მიერ წარმოებულ სხვადასხვა პროდუქციას.

By admin

You missed