Spread the love

 

CNN  აშშ

ლუკ მაკგი

 

დიდი ბრიტანეთი ამზადებს კანონს, რომელიც „საერთაშორისო სამართალს  ძალიან სპეციფიკურად და შეზღუდულად არღვევს”, – განაცხადეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თემთა პალატაში.

ბრენდონ ლუისმა, ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანმა, ეს კომენტარი  გააკეთა სამშაბათს, როცა მას ჰკითხეს კანონთან  დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდება ოთხშაბათს.  კრიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი კანონმდებლობა შეცვლის Brexit- ის გარიგების შინაარსს, რომელიც პრემიერ- მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირთან შემოდგომაზე შეათანხმა

კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც მთავრობა იძულებული გახდა განემარტა ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ცდილობდა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ელემენტების შეეცვალა, კერძოდ,  გარიგების ის ნაწილი, რომელიც ჯონსონის მთავრობამ გასულ წელს ბრიუსელთან დადო და რომლის მიზანი იყო ღია საზღვრის შენარჩუნება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის.

 

ორშაბათს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა ” ცდილობს  ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის კეთილსინდისიერად განხორციელებას” და დასძინა: „ჩვენ გავაკეთებთ მცირე განმარტებებს უკიდურესად სპეციფიკურ დეტალებზე, რათა ოქმის განხორციელებისას, მინისტრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაიცვან „დიდი პარასკევის შეთანხმება“.

მიუხედავად ამისა,  მთავრობის ყველა მცდელობა დაემშვიდებინა ხალხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ, წარუმატებლად დასრულდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრექსიტის ძირითად  ნაწილზე, თემთა პალატაში იკითხა: ”როგორ შეუძლია მთავრობას დაარწმუნოს  საერთაშორისო პარტნიორები, რომ  მომავალში ენდონ დიდ ბრიტანეთს, თუ  ის არ დაიცავს იმ ხელშეკრულების სამართლებრივი ვალდებულებებს, რომელსაც ხელს  აწერს? ”

დაპირისპირება სამშაბათს გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც Financial Times– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯონსმა თანამდებობა დატოვა, როგორც გამოცხადდა ”დაუნინგ სთრითთან დავის გამო, რომელსაც სურდა ბრექსიტის შეთანხმების ზოგიერთი ნაწილისთვის  გადაეხედა”.

მიუხედავად იმისა, რომ CNN– მა ვერ შეძლო ჯონსის გადადგომის მიზეზის დამოუკიდებლად გადამოწმება, დაუნინგ სტრიტმა არ უარყო მისი პრეტენზიები მოხსენების მიმართ. მთავრობის სპიკერმა თქვა: ”შემიძლია დავადასტურო, რომ ის მიდის პოსტიდან და ჩვენ მას მადლობას ვუხდით წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას. ”

სპიკერმა არ დააზუსტა,  მოაწერა თუ არა ჯონსმა ხელი  მთავრობის დაგეგმილ კანონს, ან აპირებდა თუ არა მთავრობა  იურიდიული კონსულტაციების გავლას.

 

დაუნინგ სთრითმა დაადასტურა, რომ  კანონპროექტი შიდა ბაზრის შესახებ, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, შეიცავს პუნქტებს, რომელთა თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ოთხ ქვეყანას შორის ვაჭრობა შეუზღუდავად წარიმართება და ჩრდილოეთ ირლანდია დარჩება გაერთიანებული სამეფოს საბაჟოს ნაწილად. მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი გეგმა, მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის ბუნდოვანი პროტოკოლის დაზუსტებაა და რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან ირლანდიის საზღვრის საკითხზე.

ამასთან, ლუისის აღიარება, რომ კანონმდებლობა არღვევს საერთაშორისო სამართალს, ბრიუსელში განგაშს გამოიწვევს. ევროკავშირის დიპლომატმა CNN– ს ორშაბათს განუცხადა, რომ „ევროკავშირის დატოვების ხელშეკრულება  რატიფიცირებულ იქნა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ის ძალაშია … თუ დიდი ბრიტანეთი არ მიაგებს ხელშეკრულებას პატივს, მაშინ  ევროკავშირს მოუწევს იურიდიული ზომების მიღება. ”

 

მოამზადა ირაკლი კახეთელიძემ

By admin

Leave a Reply