spaceX
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

120 თანამგზავრი თვეში ! ამ მიმართულების წარმოებისთვის უპრეცენდენტო ტემპები, რომელიც რამოდენიმეჯერ აღემატება ყველა ამ სფეროში მოღვაწე კონკურენტებსი ტემპებს.

 

ინფორმაცია ამის შესახებ გაჟღერდა ილონ მასკის კომპანიის წარმომადგენლების და ა.შ.შ. კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის(FCC)  შეხვედრისას. დაბალორბიტალური ინტერნეტის Starlink ქსელის განვითარებაში ჩადებულია ასობით მილიონი დოლარი, ხოლო მომხმარებლის მხარეს სატელიტური ტერმინალების დამუშავებასა და წარმოებაში -დაახლოებით 70 მილიონი დოლარი.

SpaceX ქსელის გაშლის სიჩქარე აღემატება კონკურენტი-ქსელიების გაშლის სიჩქარისა. მაგალითად, Iridium-NEXT ქელისთვის თანამგზავრების წარმოების სიხშირე წარმოადგენდა 6 ცალი თვეში, ხოლო OneWeb, რომელმაც ამას წინათ საკუთარი თავი სრულ ბანკროტად გამოაცხადა, და უკვე გავლილი აქვს რეორგანიზაციის პროცედურები, თანამგზავრების წარმოების სიხშირე იყო 30 ცალი თვეში. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ Iridium-NEXT-ის მიერ წარმოებული თანამგზავრი ევრად მძიმეა Starlink-ზე. შედარებისთვის, თუკი Iridium-ი იწონის 670 კილოგრამს, Starlink-ი იწონის მხოლოდ 260.

ამ დროისთვის Starlink-ის ქსელში უკვე არის 600 მოქმედი თანამგზავრი. SpaceX გეგმების მიხედვით, პირველადი ორბიტალური დაჯგუფება უნდა შედგებოდეს 1600 აპარატიდან, ხოლო სრულყოფილი სისტემა შედგება 12 ათასი აპარატიდან რამოდენიმე ათეულ ათასამდე გაფართოების საშუალებით. ქსელის ე.წ. ბეტა-ტესტი უნდა ჩატარდეს ა.შ.შ. და კანადაში შემოდგომისთვის, ხოლო კომერციული წვდომა მთელს მსოფლიოში 2021 წელს გახდება შესაძლებელი.

ამასთან კომპანია აღრიცხავს პოტენციურ მომხმარებლებს, მაგალითად, ა.შ.შ. უკვე 700 ათასი აბონენტი უკვე ჩაწერილია ტესტირების რიგებში, რამაც გამოიწვია ის, რომ SpaceX-მა FCC-კომისიას მოსთხოვა სამომხმარებლო სატელიტური ტერმინალების რაოდენობის გაზრდა 1 მილიონიდან 5 მილიონამდე.

By admin