Spread the love

             Цензор.НЕТ  უკრაინა

იური ბუტუსოვი

 

მსოფლიო დიდებისა და პატივისცემის ნაცვლად – სირცხვილის ჩრდილი, რომელიც მთავარსარდლის რეპუტაციას მიადგა.

ახალი ცნობები სკანდალის შესახებ, თუ როგორ აკრძალა უკრაინის პრეზიდენტმა საქმის აღძვრა, მის კაბინეტში ჩადენილი ღალატისა და 28 რუსი ტერორისტის დაკავების ოპერაციის ჩავარდნის გამო.

  1. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აკრძალა გამოძიებულიყო ოპერაციის ჩავარდნისა და ინფორმაციის გათქმის შესახებ საქმე № 42014000000000457б, რომლის ფარგლებში დაგეგმილი იყო 28 რუსი ტერორისტის დაკავება, რადგან გამოძიება თავად მასაც შეეხებოდა.
  2. თათბირზე ,,ვაგნერელების’’ შესახებ, ზელენსკის კაბინეტში იმყოფებოდა პირი, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაციაზე დაშვება – პრეზიდენტის პირადი მდივანი მარია ლევჩენკო, რაც თავისთავად წარმოადგენს კანონდარღვევას და ეს გამოჩნდება დოკუმენტების პირველივე გადამოწმებისას.
  3. რომელი სტრუქტურები მონაწილეობდნენ ოპერაციაში და რატომ ვერ მოახერხებს ზელენსკი ამ ღალატის მიჩქმალვას?
  4. ტერორისტთა დაკავების ოპერაციას უკრაინის სპეცსამსახურები ატარებდნენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად – და ახლა ჩვენი ხელისუფლების მიმართ ნდობა, ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებაში, შერყეულია.
  5. როგორ აპირებს პრეზიდენტი აღლუმის მიღებას, როცა მან ასეთი ლახვარი ჩასცა თავის არმიას ზურგში და როცა იტყუება მედიასთან?

 

  1. გასაჯაროვდა სისხლის სამართლის საქმის მასალები – რუსი ტერორისტების დამუშავების აუდიო ჩანაწერები, ვიდეო და ფოტო მონაცემები, თუმცა გენპროკურატურას თავი ისე უჭირავს, რომ თითქოს არაფერი მხდება და ის არ აპირებს აღძრას საქმე ინფორმაციის გაჟონვის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ მოუწევს დაკითხვაზე დაიბაროს ყველა, ვინც  გადაწყვეტილებას იღებდა ზელენსკის კაბინეტში. თუ ეს მოხდა, სიმართლე ვერ დაიმალება და ღალატის ბრალდება შეეხება პრეზიდენტის უახლოეს ადამიანებს. ზელენსკის არჩევნების წინ სურს ეს დამალოს. თუ თქვენ არ აღძრავთ საქმეს  ბატონო პრეზიდენტო  – სკანდალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება – ნუ ეთამაშებით ცეცხლს, მოიქეცით კანონის შესაბამისად!
  2. კონკრეტული კანონდარღვევა უკვე ჩადენილია – შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ვასილი ბურბას მოხსენებას ტერორისტების დაკავების შესახებ, ესწრებოდა ზელენსკის მდივანი მარია ლევჩენკო, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოზე დაშვების უფლება. ამ პირისთვის სრულიად  საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა უშუალოდ ზელენსკის პასუხისმგებლობაა. ახლა ლევჩენკოზე აპირებენ წინა რიცხვით ნებართვის გაცემას, რომ სკანდალი თავიდან აიცილონ.
  3. ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ფართო წრე და ღალატის შესახებ ინფორმაციის რომ არ გავრცელდეს, ეს შეუძლებელია. ათობით ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, აღშფოთებულია პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ჩადენილი ღალატით. ოპერაციის მონაწილეთა სია ასეთია:

– თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველო (მთელი რიგი დანაყოფები), ოპერაციის  ხელმძღვანელი – ვასილი ბურბა.

– უკრაინის უშიშროების სამსახური, ტერორისტთა დაკავებაში ჩაერთნენ ფინალურ სტადიაზე), ხელმძღვანელი – რუსლან ბარანეცკი;

– გენარალური პროკურორის ოფისი (სამხედრო დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი), ევალებოდათ საპროცესო მეთვალყურეობა (ჩაერთნენ ბოლო ეტაპზე), ხელმძღვანელი – გიუნდუზ მამედოვი;

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები, შეიარაღებული ძალების მეთაური რუსლან ხომჩაკი, ტაქტიკური ავიაციის 831-ე ბრიგადა ჩაერთო ბოლო ეტაპზე;
  • უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ანდრეი ტარანი;
  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. 24 ივლისს, დაგეგმილი ოპერაციის შესახებ თათბირს ესწრებოდნენ ვ. ზელენსკი, ა. ერმაკი, რ. დემჩენკო, რ. მაშოვეცი, მ. ლევჩენკო. ანგარიში ჩააბარეს ვ. ბურბამ და რ. ბარანეცკიმ.

ამდენად, მცდელობა მიიჩქმალოს ღალატი და ინფორმაციის გაჟონვა,  მარცხისთვისაა განწირული. ადამიანები ილაპარაკებენ, მონაწილეები არ დაუშვებენ პრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაექცეს და ღალატის ფაქტები დამალოს.

  1. ოპერაციაში მონაწილეობდნენ აშშ-ს სპეცსამსახურები. კონკრეტულად დაზვერვის თანამშრომელი T, რომელსაც მშვენივრად იცნობენ უკრაინის დაზვერვაში. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელსაც უკრაინისა და აშშ-ს სპეცსამსახურები რუსეთის წინაამდეგ ერთად ატარებდნენ. ‘’ვაგნერელთა’’ ნაწილი იყო დაკავებული, მათი სირიაში მოქმედების შესასწავლად. 28 ტერორისტს შორის იყვნენ ისინიც, ვინც იბრძოდა სირიაში და დაჯილდოებულია რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითა და ასადის რეჟიმის ორდენებით.
  2. ვლადიმერ ზელენსკი ძლიერ შეშინებულია ამ საერთაშორისო სკანდალის შედეგებით. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე, კანონის დაიცვას და უზრუნველყოს სამართლიანი გამოძიება, მან დაიწყო პიარკამპანია სახელმწიფო ღალატის გასამართლებლად. რიგმა სახელმწიფო სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ  ,,რუსეთის მედიით ვრცელდება დეზინფორმაცია.’’ ამასთან, არც ერთი გამოცემა არ უარყოფს ჩემ სტატიას.  ერთმა ძალოვანმც ვერ თქვა, რომ ამასა და ამაში ბუტუსოვი ტყუის! მე ბრალს მდებენ, მხოლოდ და მხოლოდ, დაქირავებული ბოტები სოცქსელებში, რომლებიც პრეზიდენტის ოფისს მრავლად აღმოაჩნდა. ეს, რა თქმა უნდა, არის ტყუილი, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა პრეზიდენტისთვის – მე ვწერ ოპერაციაზე, მოვითხოვ დაისაჯონ სახელმწიფო მოღალატეები მისი ახლო გარემოცვიდან და ეჭვმიტანილებს უშუალოდ ვასახელებ. რუსეთის მედია კი წერს ოპერაციაზე, მაგრამ რატომღაც არ ახსენებს თათბირს, არც ერმაკს, არც დემჩენკოს, როგორც ეჭვმიტანილს.. ეს ძირეული სხვაობაა. მე მოვითხოვ გამოიძიონ სახელმწიფო ღალატი! მე მოვითხოვ, რომ ჩემი სტატია განიხილონ, როგორც განცხადება ღალატის შესახებ. რუსეთის მედია დუმს ღალატზე და ეს არის მათსა და ჩემს შორის ძირითადი განსხვავება. იქნებ რუსეთში არ უნდათ გასცენ ინფორმაციის წყარო?

უახლოეს დღეებში, მე გამოვაქვეყნებ ინფორმაციას ოპერაციის შესახებ,  ტერორისტების ფოტოებსა და მონაცემებს, რომლებიც მოპოვებულია სისხლის სამართლის საქმიდან. დანაშაულის მიჩუმათება არ მოხერხდება. მე მოვითხოვ სასამართლოს და საქმის აღძვრას ყოველივე იმის აღსანუსხად, რაც აქ დავწერე. ვლადიმერ ზელენსკის კი ვეტყვი ერთს: თქვენ უნდა შეხვდეთ და გაუსწოროთ თვალი უკრაინისთვის დაღუპულებს – მაგალითდ  ,,თქვენი პირადი კონტროლის’’ წყალობით  გარდაცვლილი ვლადისლავ ჟურავლის მამას. აი, ვის უნდა გაუსწოროთ თვალი, ვიდრე თვალებში ჩახედავთ პუტინს და იმ მოღალატეებს, რომლებიც გარს გახვევიათ!

By admin