Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

      THE JERUSALEM POST ისრაელი

ლახავ ხარკოვი

12 წლის შემდეგ, მისი ქვეყნის რუსეთთან ომს, საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია THE JERUSALEM POST-თან ინტერვიუში აფასებს, როგორც ჭკუის სასწავლ ისტორიას.

„2008 წელს, ჩვენ ხმამაღლა ვამცნეთ მსოფლიოს, რომ საქართველო არ იქნებოდა  ერთადერთი, რომელსაც მოუწევდა რუსეთის აგრესიასთან შეჯახება“ განაცხადა ჟვანიამ და მიუთითა რუსეთსა და უკრაინას შორის  ომზე, როგორც „ევროპის უშიშროებისა და სტაბილურობისათვის არსებულ საფრთხეზე.’’

რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა 2008 წლის 7-12 აგვისტოს. მიზეზად იქცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც პრორუსი სეპარატისტები იმყოფებიან. პროდასავლურ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე,  რუსეთმა სეპარატისტებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნა. მას შემდეგ, რაც  სეპარატისტებმა ცეცხლი ქართულ სოფლებს გაუხსნეს, საქართველოს არმია რეგიონში მათ შესაჩერებლად შევიდა. რუსეთი კი საქართველოში ხმელეთიდან, წყლიდან და ჰაერიდან ერთდროულად შეიჭრა და განაცხადა,  რომ ამით მშვიდობას იცავდა. ომის დაწყებიდან მალე, რუსეთმა მოახერხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული ოკუპაცია.

„დემოკრატიულ სამყაროს მტკიცედ რომ  განეცხადებინა საკუთარი პოზიცია რუსეთის ამგვარი ქმედების შესახებ, საქართველოს პრეცედენტი არ განმეორდებოდა უკრაინაში“- ამბობს ჟვანია.

ელჩი იხსენებს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ,,მნიშვნელოვან ძალისხმევას’’, რომელიც რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ასევე აშშ-ს,  რომლის მხარდაჭერითაც საქართველომ  შეძლო დაეცვა საკუთარი დედაქალაქი. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამ  ვერ მოახერხა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია.

ჟვანიამ აღნიშნა კიბერიარაღის და ჰიბრიდული ომის გამოყენება, ასევე დეზინფორმაციის გავრცელება, როგორც განჭვრეტადი ქმედებები რუსეთის  მხრიდან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კიბერშეტევა ჩვეულებრივი იარაღის პარალელურად გამოიყენეს. რუსმა ჰაკერებმა მოახდინეს საქართველოს საინფორმაციო და სამთავრობო საიტების ბლოკირება.

„კიბერთავდასხმა სჭირდებოდათ არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის, არამედ, როგორც მუქარა გამიზნული ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ’’ – განაცხადა მან.  რუსეთი ასევე აქტიურად იყენებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ საქართველო დაედანაშაულებინა ომის დაწყებაში და თავის მხრივ, მოეპოვებინა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განხორციელებული ქმედებების მხარდაჭერა. საქართველომ ამას რუსული ტელეარხების  და რუსული ვებსაიტების გათიშვით უპასუხა.

საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებები გრძელდება. ჟვანიას თქმით, რუსულმა მედიამ ამ ქვეყანაში არსებული ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა, სინამდვილეში,  კი სამედიცინო ცენტრი ხელისუფლებას ტესტების ჩატარებაში ეხმარებოდა.

,,ბოლო 12 წლის  განმავლობაში, რუსეთი გამუდმებით ცდილობს მოახდინოს კონფლიქტის  ესკალაცია და ყოველ წელს,  რამდენიმე ათეული, ხან კი ასეული მეტრით ახდენს ე.წ. საზღვრის გადმოწევას’’ – განმარტა ელჩმა.

ჟვანია იხსენებს ომის პერიოდში აშშ-ს ებრაული ორგანიზაციების საქართველოს მიმართ გამოჩენილ მხარდაჭერას.

იმხანად, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟვანია,ურთიერთობდა მალკოლმ ხიონლაინთან – ამერიკის ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტთა აღმასრულებელ ვიცე – თავმჯდომარესთან,  დენიელ მარიაშინთან – ბნეი-ბრიტის გენერალურ დირექტორთან და მარკ ლევინთან – Soviet  jewry – ის  აღმასრულებელ დირექტორთან. ამ უკანასკნელმა საქართველოში შექმნილი ვითარება გააცნო  კაპიტოლიუმს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს. ჟვანია ახსენებს დემოკრატების ახლანდელ პრეზიდენტობის კანდიდატ – ჯო ბაიდენსაც, რომელიც, როგორც კონგრესის წევრი, გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ.

ჟვანიას ასევე ახსოვს ორგანიზაცია Israeli Flying aid,  რომელიც ეხმარება სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ რეგიონებს, კონფლიქტის ზონებს და მათ ,,საიმედო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.’’ სამი კვირის განმავლობაში, მან 6 000 საკვები ამანათი მიაწოდა რაიონებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდებოდა.

Isreli Flying aid – ის გენერალური დირექტორი, გალ ლასკი და მისი გუნდი, ყუთებს ყოველდღიურად აწვდიდა საქართველოს მოსახლეობას, ჰყვება ელჩი და დასძენს, რომ გზავნილში იდო მხარდაჭერის წერილები ადრესატებისთვის: ,,ფსიქოლოგიურო დახმარება, ასეთ საშიშ სიტუაციაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები.’’

ერთმა ებრაელმა ქალბატონმა, რომელიც საქართველოს საელჩოში მსახურობდა და არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში, გადაწყვიტა ომში წასულიყო, რომ საქართველოს  ხელისუფლებას დახმარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და  მედიასთან ურთიერთობაში.

ამას გარდა, ჟვანია ჰყვება, რომ ისრაელის საავადმყოფოებში მკურნალობდა 18 მძიმედ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი და ყველა ცოცხალი დაუბრუნდა ოჯახს.

სამედიცინო მომსახურების გარდა, ქართველი ებრაელები ,, ყოველდღიურად გამოხატავდნენ ადამიანურ მხარდაჭერას ჯარისკაცთა მონახულებით. ერთი ქალბატონი, ხაიფაში მდებარე საავადმყოფოდან Rambau Hospital, ყოველდღიურად დადიოდა თელ-ავივის ჰოსპიტალში Tel Hashane,  რომ თითოეული ჯარისკაცი მოენახულებინა’’ – ამბობს ის. ქალბატონი დაჭრილების გასამხნევებლად,  მათ ქართულად ელაპარაკებოდა.’’

„ ეს არის ნამდვილი მაგალითი  მოყვასის სიყვარულისა’ – ამბობს ელჩი. ამან,  ჩვენ მომავლის იმედი  ჩაგვისახა, ასეთი ისტორიები აახლოებს ხალხებს, როგორც ძნელბედობაში დამეგობრებულებს“.

დღევანდელი ახლო ურთიერთობების ფონზე, თბილისი აპირებს გახსნას ქართული კულტურის ცენტრი იერუსალიმში, რომლის შესახებაც The Jerusalam Post – ი დეკემბერში იუწყებოდა. ჟვანიამ თქვა, რომ ეს მალე მოხდება, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. ელჩმა გაიხსენა მისი თანამემაულეების  ისტორია იერუსალიმში და აგვიხსნა, რომ რაიონების კატამონისა და მალხას პირველი მცხოვრებნი ქართველები იყვნენ და რომ ,, ქართული მონასტრები ისტორიულად იყვნენ განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ცენტრები ისრაელში.’’

„ბევრმა ებრაელმა იცის ქართული სამზარეულო, ხაჭაპური და ხინკალი, მაგრამ ქართული კულტურით კიდევ მეტად შეგიძლიათ დანაყრდეთ. კულტურის ცენტრი იერუსალიმში ,, მტკიცე ხიდი    იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის’’ – თქვა მან.

By admin