Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Страна.ua უკრაინა

ალექსანდრ სიბირცევი

 

ორშაბათს, კიევსა და დონბასს შორის შეთანხმებული ზავის აღსრულება დაიწყო, რომელსაც კონტროლისა და აკრძალვის უპრეცედენტო ღონისძიებები ახლავს. მხარეებს ეკრძალებათ სადაზვერვო-დივერსიული აქტების ჩატარება, დრონების გაშვება და „რუხ ზონაში“ პოზიციების შენარჩუნება – დაუშვებელია სნაიპერული ცეცხლის წარმოებაც. პირველად მოხდა, რომ შეთანხმება, ბრძანების სახით დააფიქსირეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტული „სახალხო მილიციის“ ხელმძღვანელებმა.“

ცეცხლის შეწყვეტის გასაკონტროლებლად, წინა ხაზზე მივიდნენ სპეციალური ოფიცრები, რომელთაც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. მოკლედ, გატარდა სერიოზული ზომები,რომლებიც მართლაც შეამცირებს საომარ დაძაბულობას, თუ, რა თქმა უნდა, მხარეებმა შესაბამისი ნება გამოიჩინეს.

აქვე ვიტყვით: ვერსია არმიის სრული განაიარაღების შესახებ, ერთხმად უარყვეს ჩვენმა თანამოსაუბრებმა. იარაღი ადგილზეა. სხვადახვა ნიუანსები კი იკვეთება.

„როცა ორივე მხარე შეიარაღებულია, ტყვია მაინც გავარდება“

ალექსეი გ. კაპიტანი: „მებრძოლების უმეტესობას ზავი გულს უხარებს, ხელფასი და კვება შენარჩუნებულია, „რუხ ზონაშიც“ არავინ გაგზავნის, სადაც შეიძლება ნაღმზე აფეთქდე ან მტრის ტყვიამ მოგკლას. ეს, ერთი მხრივ თუ შეხედავ. მეორე მხრივ, არავის სჯერა, რომ ზავი დიდხანს გაგრძელდება. ვინ დაადგენს, ცეცხლი პირველმა, ვინ გახსნა, ან საპასუხო ცეცხლის ბრძანებას ვინ გასცემს? შტაბის შემადგენლობა? არ გამაცინოთ, თუ გვესვრიან, მე მებრძოლებს ზავსა და მინსკის შეთანხმებაზე კი არ დავუწყებ საუბარს, არამედ საპასუხოდ ვისვრი.“

იური, სერჟანტი: „როცა  ორივე მხარე შეიარაღებულია, ტყვია მაინც გავარდება. წინა ხაზზე ასე ხდება – გაირბენს კურდღელი ან მელა ნეიტრალურ ზონაში, გაედება განაჭიმს და აფეთქდება. პირველი, რაც თავში მოგდის, ისაა, რომ დივერსანტი მოცოცავს. ბუნებრივია ამას მოყვება საპასუხო სროლა, ატყდება ტყვიების კაკანი – ვის უნდა დივერსანტმა ყელი გამოჭრას? ჩვენ ისე  შორს შევტოპეთ, რომ გულხელდაკრეფილი არავინ იჯდება.“

დმიტრი, უფროსი ჯარისკაცი: „მთლიანობაში ზავი კარგია, იმიტომ, რომ „რუხ ზონაში“ ბრძოლა ბევრი ჯარისკაცისთვის მთლად გასაგები არ არის. ვიბრძვით მისთვის –  თვეები, წლები, ვკარგავთ ბიჭებს, საბოლოოდ კი ასეული მეტრით მივიწევთ წინ. ასეა თუ ისე, დონეცკზე შეტევის ბრძანებას არავინ გვაძლევდა და არც მომავალში მოგვცემს. ამ სიტუაციაში რა საჭიროა ბრძოლის იმიტაცია და ხალხის კარგვა? მაგრამ ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ სროლა შეწყდება. როცა ორი არმია ერთმანეთის პირისპირ დგას, პრაქტიკულად შეუძლებელია ისე მოახერხო, რომ არავინ ისროლოს.“

კონსტანტინი, მაიორი: „ ის გენერლები, რომლებიც „სიჩუმეს“ აკვირდებიან, აქედან 3-5 კოლომეტრში სხედან. მათ წინა ხაზზე და საყრდენ პუნქტებზე თოკით ვერ მოათრევ. როგორ უნდა გააკონტროლონ ჩვენ ვისროლეთ თუ სეპარატისტებმა? თუ უნდა, ხომჩაკმა თავად დაიცვას „სიჩუმე“, როცა თავზე ჭურვი დაეცემა. ჩვენ პირად შემადგენლობამდე ბრძანება მივიტანეთ, მაგრამ უმეტესობას  ამ ცნობამ ირონიული ღიმილი მოგვარა.“

დენისი, უფროსი ჯარისკაცი: „არ მჯერა, რომ თუ მტრის სნაიპერმა ჩემს სიფათს სანგარში თვალი მოკრა, სროლისგან თავს შეიკავებს, ერთხელ უკვე შევესწარი ამგვარ დაშორიშორებას –  ზოლოტოეში. გენერლების წასვლის შემდეგ, ყველა მიტოვებულ პოზიციას მივარდა. აქ, არავის არაფრის სჯერა, ჩვენ სეპარატისტებს არ ვენდობით, ისინი ჩვენ არ გვენდობიან“.

            ბრძოლაში შეიძლება ნებისმიერ წამს ჩაებან

ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიტყვებიდან ჩანს, რომ ზავისადმი მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თეორიულად, ზავი თითქოსდა გამართლებულია (ახლანდელი პოზიციური ბრძოლა უაზრო სისხლისღვრაა არანაირი პერსპექტივით, ვერც სამხედრო გამარჯვებას მოიპოვებ და ვერც მოწინააღმდეგეს გაანადგურებ), მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელების არავის სჯერა. ორი მტრულად განწყობილი არმია, ნებისმიერ შემთხვევაში იომებს ზავი რამდენჯერაც არ უნდა გამოაცხადო.

მოკლედ, ცეცხლის შეწყვეტა ნახევარზომაა,  რომელიც დიდხანს ვერ გასტანს თუ სხვა ქნედითი ნაბიჯებით არ იქნა განმტკიცებული. მაგალითად, ძალების გაყვანით ფრონტის მთელი ხაზიდან. უკრაინას, ეს ჯერ კიდევ დეკემბერში შესთავაზეს  ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე  პარიზში. მაგრამ ზელენსკის გარემოცვამ წინადადებას უარით უპასუხა, რადგან მიაჩნდა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება უკრაინისთვის ,,წამგებიანია.’’ რა თქმა ეს პროცესი მტკივნეულია: უკრაინის სამხედრო ძალების ბევრი საბრძოლო პოზიცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კარგად მოეწყო და ძნელია დასათმობად. მაგრამ დაშორიშორება სარკისებურად მიმდინარეობს და მოწინააღმდეგესაც მოუწევს თავდაცვითი ნაგებობების დატოვება.

მეორე, და მთავარი – სროლა მნიშვნელოვნად გართულდება (თუ, რა თქმა უნდა, მეომრები ისევ არ დაუბრუნდებიან საწყის პოზიციებს, როგორც ეს მოხდა ზოლოტოეში).

აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალების დაშორიშორებაზე ჯერჯერობით არ მიდის და სრული მოცულობით არც არასდროს წავა, თუ გავითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობას, რაც მას ზავის დადების დროს შეხვდა. ზავი კი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაირღვეს, სანამ სრულად აღჭურვილი ორი არმია პირისპირ დგას.

პრობლემების რეალურ გადაწყვეტად შეიძლება იქცეს  პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის დაწყება მინსკის შეთანხმებათა საფუძველზე.  თუმცა, ეს კიდევ უფრო შორეული  და ბუნდოვანი პერსპექტივაა, ვიდრე მხარეების დაშორიშორება.

 

By admin