Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

(ავტ. Business Insider)

ცნობილმა გამომცემლობამ და მიმომხილველმა Business Insaider -მა ასეთი კომპანიების, როგორიც არიან: Oracle, IBM, SAP, Cisco, Dell, VMware, ServiceNow, Workday, აშშ შრომის სამინისტროს და შრომის ბირჯის შიდა კვლევებზე დაყრდნობით შეეცადა დაედგინა თუ რა გასამრჯელოს უხდიან კორპორატიული ინფორმაციული ტექნოლოგიის მომწოდებლები თავიანთ სპეციალისტებს: ინჯიმრებს, დეველოპერებს, პროგრამისტებს, მონაცემთა დამუშავების მეცნიერებს და სხვა IT-პროფესიონალებს.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები ქირაობენ მაღალკვალიფიციურ უცხოელ კადრებს სავიზო პროგრამის ჩარჩოში (H1-B) და ამერიკული კანონების თანახმად ვალდებულები არიან წარმოადგინონ ინფორმაცია თუ ვის რა გასამრჯელოს უხდიან შრომის სანაცვლოდ.

ღრუბლური და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გაზრდის ფონზე( მათ შორის ხელოვნური ინტელექტის და დიდი მონაცემების ანალიზის (Big Data) აგაზრდილია მოთხოვნა ამ სფეროს პროფესიონალებზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კარგი პროფესიონალის გასამრჯელო ექვს ციფრიან რიცხვს აღწევს, ხოლო, თუ საუბარი იწყება ხელმძღვანელ პოზიციებზე (დეპარტამენტის, ჯგუფის უფროსის და ა.შ.), მაშინ თანხა გამოიხატება 200-300 ათასი წელიწადში და მეტიც.

Oracle-ერთ ერთი წამყვანი კომპანია კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს ღრუბლური ტექნოლოგიების ბაზარზე, იქ სადაც დაწინაურებულები არისან Amazon Web Services და Microsoft Azure.
Oracle-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ კომპანია აქტიურად ცვლის საკადრო პოლიტიკას და თავის რიგებში ზრდის დეველოპერების, პროგრამისტების და პროდუქტის განვითარების სტრატეგიის მენეჯერების რაოდენობას.
როგორც Oracle-ის ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში, კომპანიამ გააფორმა 452 განაცხადი სამუშაო ვიზების შესახებ. გთავაზობთ ასევე რამოდენიმე უცხოელი სპეციალისტის სახელფასო ამონაწერს.

პროდუქტის სტრატეგიის მენეჯმენტის უფროსი დირექტორი 228 000-336 000 აშშ დოლარი წელიწადში.

პროდუქციის დეველოპმენტის მენეჯერი 169 000-250 000 აშშ დოლარი წელიწადში.

აპლიკაციის დეველოპერი 169 000-290 000 აშშ დოლარი წელიწადში.

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორ-დეველოპერი 161 000-290 000.

ტექნიკური ანალიტიკოსი 157 000 -250 000.

 

კომპანია IBM -ის მონაცემებით, ე.წ. „ ლურჯი გიგანტი „ ასევე დაინტერესებული არის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორების და დეველოპერების, მონაცემთა ანალიზის და ტესწტირების სპეციალისტების, აგრეთვე უმაღლესი რგოლის მართვის სპეციალისტების მოზიდვაში. მიმდინარე წელს IBM-ს შეთანხმებული აქვს 1876 განაცხადი უცხო ქვეყნებიდან სპეციალისტების სამუშაო ვიზისათვის.

კადრების უფროსი ვიცე -პრეზიდენტი 525 000 აშშ. დოლარი წელიწადში.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი 223 000 აშშ. დოლარი წელიწადში.

უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი 206 000 დოლარი წელიწადში.

მონაცემების ანალიზის და დამუშავების სპეციალისტი 148 000 აშშ. დოლარი.

აპლიკაციების დეველოპერი 54 000 -78 000 აშშ. დოლარი წელიწადში

კომპანიამ სახელი გაითქვა პროგრამული უზრუნვეყოფის შექმნით ვირთუალიზაციისათვის და გახდა ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე კორპორატიული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. წელს კომპანიამ გამოითხოვა 717 სამუშაო ვიზა უცხოელი სპეციალისტებისთვის.

პროდუქციის დეველოპმენტის სპეციალისტი 290 000 აშშ. დოლარი წელიწადში.

მომხმარებლის გამოცდილების ბაზის დირექტორი 261 000 აშშ. დოლარი წელიწადში.

საშტატო ინჟინერი 270 000 აშშ დოლარი წელიწადში.

ცვლევების და დანერგვის მენეჯერი 210 000 აშშ დოლარი წელიწადში.

ტექნიკური პერსონალი 74 000 აშშ დოლარი წელიწადში
ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი

პანდემიამ СOVID-19 მა და დისტანციურ სამუშაოს რეჯიმზე მასიურმა გადასვლამ გამიწვია Cisco-ს ქსელუტ დანადგარებზე მოთხოვნის ზრდა. ისევე, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების კორპორატიული მიმწოდებლები, Сisco-ც ასევე ადაპტირებულია ღრუბლური ტექნოლოგიების განვითარებაზე. კომპანიამ მიმდინარე წელს მოითხოვა და დაარეგისტრირა 700 ვიზა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის. მათ შორის:

⦁ ტექნიკური დირექტორი 170 000-324 000 აშშ. დოლარი წელიწადში
⦁ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის დირექტორი 194 000-277 000 აშშ დოლარი წელიწადში
⦁ ტექნიკური გადაწყვეტილებათა არქიტექტორი 180 000-251 000 აშშ დოლარი წელიწადში

By admin