BLOOMBERG აშშ
ილონ მასკის ამერიკული კომპანიის TESLA-ს საბაზრო ღირებულება 5 დღის განმავლობაში საშუალოდ 14 მილიარდი დოლარით იზრდებოდა და ამით მან რეკორდი მოხსნა – როგორც ამას სააგენტო ბლუმბერგი იუწყება.
პუბლიკაციაში ხასგასმულია, რომ TESLA-ს კაპიტალიზაცია, ამჟამად 254 მილიარდს შედაგენს. ის 5 დღის განმავლობაში გაიზარდა იმდენით, რამდენსაც „ დეტროიტული სამეულის“ ( ასე მას კომპანიების შტაბ-ბინათა ადგილსამყოფელის გამო უწოდებენ), ანუ 3 წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის GENERAL MOTORS-ის, FORD MOTORS-ის და FIAT CHRYSLER-ის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულება აღწევს.
2 ივლისს, TESLA-მ განაცხადა, რომ მეორე კვარტალში მომხმარებელს 90 650 ავტომობილი მიაწოდა, თუმცა ანალიტიკოსები მას არაუმეტეს 83 ათასი ერთეულის გაყიდვას უწინასწარმეტყველებდნენ. აქციების ფასზე პოზიტიურად აისახა ის გარემოება, რომ კომპანიამ სწრაფი ტემპით შეძლო ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება და საქმიანობის აღდგენა – აღნიშნავენ ექსპერტები. ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მაჩვენებლები კი პანდემიის გამო მცირდება.
TESLA-მ კაპიტალიზაციით გადაუსწრო ხუთასივე კომპანიას. რომელიც საფონდო ინდექსით S&R500 არის წარმოდგენილი. პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის ელექტრომობილების მწარმოებლის 1 აქცია 1371 ღირდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას TESLA-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის პირადი ქონება 5.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 46.3 მილიარდი შეადგინა.
ცნობილი გახდა, რომ TESLA გეგმავს აშშ-ი ახალი ქარხნის აგებას და 1 მილიარდი დოლარის მოზიდვას. ქარხნის მშენებლობა ტრევისში (ტეხასის შტატი) ამ ზაფხულს იგეგმება. ეს კომპანიის მეორე საწარმო იქნება აშშ-ი – ფრიმონტის (კალიფორნია) შემდეგ.