Climate change activists from the group ‘No Going Back – another world is possible’, taking part in a social distancing protest on 4th May 2020 in St Ives, Cornwall, United Kingdom. This is the first of its kind and the group are hoping that the idea will spread across the UK. The idea is that every Sunday at 10.00am people will protest in this way. They are all members of Extinction Rebellion who have helped disseminate the idea across the XR groups across the UK. Because of Covid 19 there has been very little climate change protest and the group think this is a way to protest. These protests are highlighting that the government is not doing enough to avoid catastrophic climate change and to demand the government take radical action to save the planet. (Photo by Gav Goulder/In Pictures via Getty Images)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Project Syndicate, New York

ჯოზეფ სტიგლიცი

 

იმ იმედის გაქრობასთან ერთად, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესია მკვეთრად უკუიქცეოდა, პოლიტიკოსები უნდა შეჩერდნენ და გააანალიზონ რა არის საჭირო ეკონომიკის სტაბილური აღდგენისთვის. ყველაზე უფრო გადაუდებელი პოლიტიკური პრიორიტეტები თავიდანვე იყო ცხადი, მაგრამ მათი განხორციელება რთული არჩევანის გაკეთებას და პოლიტიკური ნების დემონსტრირებას საჭიროებს.

მართალია, ისე ჩანს, თითქოს ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკამ კოვიდ-19-ის საპასუხოდ ჩაკეტვა დაიწყო. კრიზისის ადრეულ ეტაპზე, ადამიანების უმეტესობა სწრაფ, V-ფორმის გამოჯანმრთელებას ელოდა, იმ ვარაუდით, რომ ეკონომიკას უბრალოდ ხანმოკლე შესვენება სჭირდებოდა. ორთვიანი სათუთი მზრუნველობისა და აუარება ფულის დახარჯვის შემდეგ, კრიზისი იმავე წერტილიდან გაგრძელდა, სადაც იყო გაჩერებული.

თავდაპირველად ეს იდეა მიმზიდველი იყო, მაგრამ ახლა უკვე ივლისია და V-ფორმის გამოჯანმრთელება ალბათ წარმოსახვის ნაყოფი უფროა. პოსტ-პანდემიური ეკონომიკა კი მოსალოდნელია, რომ ანემიური იქნება, არა მარტო იმ ქვეყნებში, რომელთაც ვერ მოახერხეს პანდემიის მართვა (სახელდობრ, ამერიკის შეერთებული შტატებში), არამედ იმ ქვეყნებშიც, რომელთაც მოვალეობას კარგად გაართვეს თავი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2021 წლის ბოლოსთვის, მსოფლიო ეკონომიკა მცირედით გადააჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს. აშშ-სა და ევროპაში კი დაახლოებით 4%-ით ნაკლები დარჩება.

ამჟამინდელი ეკონომიკური ხედვა ორ დონეზე შეიძლება განვიხილოთ. მაკროეკონომიკა გვეუბნება, რომ დანახარჯების დონე დაეცემა, რასაც გამოიწვევს ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების შემცირებული საბუღალტრო ბალანსები, ნაჩქარევი გაკოტრებები (რომლიც გაანადგურებს ორგანიზაციულ და ინფორმაციულ კაპიტალს) და ფრთხილი ქცევა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის მიმართულებისა და მისი საპასუხო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაურკვევლობასთან. ამავდროულად, მიკროეკონომიკა გვეუბნება, რომ ვირუსი ახლო ადამიანურ კონტაქტებზე დაწესებული გადასახადის როლს ასრულებს. ის გააგრძელებს დიდი ცვლილებების შეტანას მოხმარებისა და წარმოების თავისებურებებში, რაც, თავის მხრივ, უფრო ვრცელ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას გამოიწვევს.

როგორც ეკონომიკური თეორიიდან, ასევე ისტორიიდან, ვიცით, რომ ბაზრები დამოუკიდებლად უძლურნი არიან ასეთი გადასვლისთვის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ უეცრად დადგა ამის საჭიროება. არ არსებობს მარტივი გზა, რომელიც აეროპორტის თანამშრომელს „ზუმის“ ტექნიკოსად გადააქცევს. და რომც არსებობდეს, ახლა მზარდი სექტორები ნაკლებად შრომატევადია და მეტ კვალიფიკაციაზე ორიენტირებული, იმათგან განსხვავებით, რომლებიც ბაზრიდან განიდევნება.

ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ დიდი სტრუქტურული ტრანსფორმაციები ტრადიციულ კეინსიანურ პრობლემას ქმნიან იმის დამსახურებით, რასაც ეკონომისტები შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტს უწოდებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის შრომისგან თავისუფალი სექტორები გაფართოვდება, ამით გამოწვეული ხარჯების ზრდა ვერ გადააჭარბებს შემცირებადი სექტორებით გამოწვეულ ხარჯვის დონის შეკუმშვას.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, პანდემიის დამსახურებით, გაჩნდება მესამე ეფექტიც: გაზრდილი უთანასწორობა. ვინაიდან დანადგარებს ვირუსი ვერ გადაედება, ისინი უფრო მიმზიდველ ვარიანტად გამოჩნდება დამსაქმებლების თვალში, განსაკუთრებით საკონტრაქტო სექტორში, სადაც შედარებით არაკვალიფიციური შრომა გამოიყენება. და რადგანაც დაბალშემოსავლიან ადამიანებს შემოსავლის უფრო დიდი წილის ხარჯვა უხდებათ საარსებოდ აუცილებელ პროდუქტებზე, ვიდრე მაღალშემოსავლიანებს, ავტომატიზაციით გამოწვეული უთანასწორობის ზრდა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.

ამ პრობლემების გარდა, პესიმიზმისთვის კიდევ ორი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია დაეხმაროს ფირმების ნაწილს შეზღუდულ ლიკვიდურობასთან გამკლავებაში – როგორც ეს 2008-09 წლების დიდი რეცესიის დროს მოხდა – ის ვერ მოაგვარებს გადახდისუნარიანობის პრობლემას და არც ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ისედაც თითქმის ნულს უტოლდება.

გარდა ამისა, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, „კონსერვატორთა“ წინააღმდეგობები მზარდი დეფიციტისა და ვალის დონის მიმართ, ხელს შეუშლის აუცილებელ ფისკალურ სტიმულს. მართალია, ეს ის ხალხია, ვინც 2017 წელს სიამოვნებით შეუმცირა მილიარდელებს გადასახადები, 2008-ში  გასაჭირიდან გამოიხსნა უოლ სტრიტი, წელს კი დახმარების ხელი გაუწოდა კორპორაციულ ბეჰემოთებს, მაგრამ უმუშევრობის დაზღვევის გაფართოება, ჯანდაცვა და ყველაზე მეტად დაუცველთა მხარდაჭერა, თურმე სულ სხვა საქმეა.

მოკლევადიანი პერიოდის პრიორიტეტები კრიზისის დაწყებისთანავე ცხადი იყო. აშკარაა, რომ ძალისხმევა  ჯანდაცვაში არსებული საგანგებო მდგომარეობისკენ უნდა მიიმართოს (მაგალითად, პერსონალის დამცავი აღჭურვილობის შესაბამისი მარაგებისა და საავადმყოფოებში საკმარისი თავისუფალი ადგილების უზრუნველყოფა), რადგან ვირუსის შეჩერების გარეშე ეკონომიკური აღდგენა ვერ მოხერხდება. ამავდროულად, პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ყველაზე გაჭირვებულთა დახმარებისკენ, გაკოტრებების თავის ასარიდებლად ლიკვიდურობის უზრუნველყოფისკენ, მომუშავეებსა და დამსაქმებლებს შორის კავშირების შენარჩუნებისკენ, სასიცოცხლო მნიშვნელოვანია სწრაფი რესტარტისთვის, როდესაც ამის საჭიროება დგება.

თუმცა, დღის წესრიგში ასეთი აშკარა საჭიროებების არსებობის შემთხვევაშიც,  გასაკეთებელია რთული არჩევანი. ისეთ კომპანიებს, რომლებიც კრიზისამდეც დაცემის გზაზე იდგა, არ უნდა დავეხმაროთ, რადგან ასე წარმოიქმნება „ზომბები“, რომლებიც საბოლოოდ დინამიკასა და ზრდას შეზღუდავს. არც ისეთი ფირმები უნდა გამოვიხსნათ, რომლებიც მეტისმეტად იყვნენ ვალებით დამძიმებული. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უვარგისი ობლიგაციების ბაზარს (აქტივების შესყიდვის პროგრამის ფარგლებში) დიდი შანსია, რომ შეცდომა აღმოჩნდეს. ეს ის შემთხვევაა, რომელშიც მორალური რისკი საფუძვლიანი საზრუნავია. ხელისუფლება არ უნდა იცავდეს ფირმებს თავიანთივე უგუნურებისგან.

ვინაიდან კოვიდ-19 არსად წასვლას არ აპირებს, საკმარისი დრო გვაქვს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი დანახარჯები, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა. როდესაც პანდემია დაიწყო, ამერიკული საზოგადოება გახლეჩილი იყო რასობრივი და ეკონომიკური უსამართლობით, დაღმავალი ჯანდაცვის სტანდარტებით და ბუნებრივ წიაღისეულზე დამანგრეველი დამოკიდებულებით. ახლა, სამთავრობო ხარჯების ფართომასშტაბიანი ზრდის ფონზე, საზოგადოებას უფლება აქვს მოითხოვოს, რომ კომპანიებმა მიღებული დახმარებებით წვლილი შეიტანონ სოციალური და რასობრივი სამართლიანობის აღდგენაში, ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, უფრო მეტად მწვანე, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლაში. ეს ღირებულებები უნდა აისახოს არა მხოლოდ  სახელმწიფო თანხების გადანაწილებაზე, არამედ იმ პირობებზეც, რომელსაც ამ თანხის მიმღებებს წავუყენებთ.

როგორც მე და ჩემი თანაავტორები უკანასკნელ კვლევაში მივუთითებთ, სწორად მიმართული სახელმწიფო ხარჯები, განსაკუთრებით  მწვანე ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, შეიძლება იყოს უფრო დროული, შრომატევადი (რაც მწვავე უმუშევრობის პრობლემის გადაჭრასაც წაადგება) და მაღალი სტიმულის მქონე – მოაქვთ რა უკეთესი შედეგი უფრო იოლად, ვიდრე, თუნდაც, გადასახადების შემცირებას. არ არსებობს ეკონომიკური მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნებს (აშშ-ს ჩათვლით), აირჩიონ მასშტაბური, სტაბილური აღდგენის პროგრამა, რომელიც განამტკიცებს მათ ისეთი საზოგადოებებად, როგორადაც მოაქვთ თავი.

By admin