BBC დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ, ბოლო მოუღო სპეკულაციებს შპილის თანამედროვე სტილით აღდგენის შესახებ.
მაკრონმა მანამდე მიანიშნა, რომ ”თანამედროვე ჟესტის“ მომხრე იყო. ამასთან, მან თქვა, რომ სურს რესტავრაცია 2024 წლისთვის დასრულდეს, როდესაც პარიზი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს.
მისტერ მაკრონის თქმით მთავარია არ მოხდეს “რეკონსტრუქციის შეფერხება და გართულება – ყველაფერი სწრაფად უნდა გაირკვეს”.
მაკრონმა დაამატა, რომ თანამედროვე შპილის არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსის შედეგად შექმნის პროცესმა, შეიძლება გამოიწვიოს პროცესის გაჭიანურება.
”პრეზიდენტი ენდობა ექსპერტებს და დაამტკიცა მთავარი არქიტექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტის მთავარი მონახაზი, რომლითაც იგეგმება შპილის ორიგინალის იდენტური რეკონსტრუქცია”
განცხადებას მოჰყვა საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის კომისიის BBშეხვედრა (CNPA).
2019 წლის აპრილში, პარიზის ტაძრის XIII საუკუნის სახურავზე ცეცხლის გაჩენამ, უზარმაზარი დანაკარგის შეგრძნება გააჩინა მსოფლიოში, რასაც მოჰყვა დიდძალი შემოწირულობა.
ორ დღეში ტაძრის აღსადგენად დაახლოებით 900 მილიონი ევრო შეგროვდა.
ტაძრის პირველი შპილი აშენდა მე -13 საუკუნეში, მაგრამ ძლიერი დაზიანების გამო იგი მოხსნეს. მე -18 საუკუნის ბოლოს, მისი ჩანაცვლება მოხდა არქიტექტორ ეჟენ ვიოლეტ-ლე-დიუკის პროექტით და ის განხორციელდა მე -19 საუკუნის შუა ხანებში.
შარშანდელი ხანძრის შემდეგ, დაწყო ცხარე დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღედგინათ შპილი.
რეკონსტრუქციის მცდელობაზე პასუხისმგებელ არმიის გენერალ ჟან-ლუი ჟორჟელენს სურდა თანამედროვე ალტერნატივა. მცირე ხნის მანძილზე, ამ იდეას იზიარებდა საფრანგეთის პრეზიდენტიც , რომელმაც განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა „თანამედროვე ჟესტს“.
ამას მოჰყვა უჩვეულო შეთავაზებები მთელი მსოფლიოს არქიტექტორებისგან – მათ შორის ერთი დიზაინითი სახურავზე აუზი, ხოლო მეორე პროექტით სახურავზე გიგანტური პარკი და სათბური იყო გათვალისწინებული.
მიეხედავად ამისა, ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნევი მტკიცედ იცავდა პოზიციას წინა – მე -19 საუკუნის დიზაინის სასარგებლოდ.