Гордон უკრაინა
„მე ბევრ საკითხზე საკუთარი აზრი მაქვს, ამას არც ადრე ვმალავდი და არც ახლა ვმალავ. ასეთი თავისუფალი დავიბადე ქალაქ კრასნი ლუჩში, ლუგანსკის ოლქში, გარკვეული პერიოდი ქუჩა „მზრდიდა“. არის თემები, მაგალითად ენის საკითხი – რომელიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. რუსული, არავითარი მეორე სახელმწიფო ენა არ უნდა იყოს, არა იმიტომ რომ მისი ცოდნა არ არის საჭირო, რუსული უნდა ვიცოდეთ… მაგრამ თუ ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაშინ სახელმწიფო ენა უკრაინული უნდა იყოს“- განაცხადა ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
მისი აზრით მეორე სახელმწიფო ენად, შესაძლებელია ინგლისურის დაშვება.
„უნდა იყოს თუ არა მეორე სახელმწიფო ენა უკრაინაში? რათქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ინგლისური, რომლის სწავლებაც საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. თუ გვინდა ცივილიზებულ სამყაროში ყოფნა, ინგლისურს უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა ფლობდეს და იყენებდეს. ეს აუცილებელია -“ დაამატა მან.
2019 წლის 16 ივლისს, უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი უკრაინულის სახელმწიფო ენად გამოყენების შესახებ. ამგვარი სტატუსით უკრაინული ენის გამოყენება აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივ თვითმართველობებში, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების საჯარო სფეროებში. კანონი არ ვრცელდება პირად ურთიერთობებსა და რელიგიურ მსახურებაზე,
ვლადიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნისას განაცხადა, რომ ეს კანონი „ ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე“ მიიღეს. „ჩემი არჩევის შემდეგ, მოხდება ამ კანონის გამოწვლილვით შესწავლა, რათა დავრწუნდეთ, რომ მასში დაცულია უკრაინის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და ინტერესები. ასეთი ანალიზის შემდეგ, ვიმოქმედებ პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად“- განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
2020 წლის 20 მაისის პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა უკრაინაში სახელმწიფო ენის პრობლემას „ხელოვნური“ უწოდა.
გამოცემა“ გლავკომთან“ ინტერვიუში უმაღლესი რადას სპიკერმა რაზუმკოვმა განაცხადა, რომ მომხრეა ენის კანონის გადახედვის.
„ჩვენს ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ და ყველას ინტერესების გათვალისწინება გვმართებს“- აღნიშნა მან. 1 ივნისს სპიკერის პოზიციით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და გამოფინეს პლაკატები წარწერებით: „ რაზუმკოვ გააშრე ბასტური ფეხსაცმელები “, „ჩვენი ენა – ჩვენი თავდაცვაა“, „ჩვენი ენა როსტოვამდე მიგვიყვანს“ და ა.შ.