Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Укрiнформ უკრაინა

იაროსლავ დოვგოპოლი

 

ვაშინგტონი – აშშ-ს სახელმწიფო  დეპარტამენტმა ამ კვირაში დაასრულა ხანგრძლივი და რთული პროცესი, უკრაინისთვის თანამედროვე  საპატრულო კატერების  Mark VI-ის, (შეიქმნა 2015 წელს) აღჭურვილობასთან  და საბრძოლო იარაღთან ერთად გადაცემის შესახებ. პროცედურის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს კონგრესმა 30 დღის განმავლობაში უნდა დაადასტუროს, მაგრამ უკრაინის მიმართ ორივე პალატაში მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერის პირობებში, ეს ფორმალობად გამოიყურება. უკრაინას ბოლოსდაბოლოს შეეძლება შექმნას სრულფასოვანი ,,მოსკიტური’’ ფლოტი, რომელიც შეცვლის უსაფრთხოების ბალანსს შავი ზღვა – აზოვის აკვატორიაში.

                                                     ბოლო მოდელის კატერები

როგორც ვაშინგტონში აღნიშნავენ, უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს 16-მდე  საპატრულო კატერი, რომელთა საერთო ღირებულება 600 მლ. დოლარია. კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, ეს ფორმულირება ნიშნავს, რომ უკრაინელები საკუთარი ხარჯით შეიძენენ 10 კატერს, კიდევ 4 მცურავ საშუალების საფასური დაიფარება უკრაინისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დახმარების ხაზით გამოყოფილი სახსრებით, და  დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ორი კატერის შეძენაც.

ამასთან, თითოეული კატერი აღჭურვილი იქნება თანამედროვე შეიარაღებით: ორი 25 მმ. ავტომატური ქვემეხით MSI SEAHAWK A-2, იდენტიფიკაციის სისტემით ,,ჩემიანი-უცხო“, ინფრაწითელი ვიდეოკამერებით და შორი მოქმედების რადიუსში მოქმედი აკუსტიკური მოწყობილობით – LRAD. ეს უკანასკნელი ასევე გამოიყენება  სხვა ხომალდებისთვის ზემაღალი ხმოვანი სიგნალების გადასაცემად და მათთან კომუნიკაციისთვის, ისე, როგორც არალეტალური იარაღი. ამ მოწყობილობას შეუძლია გენერირებული აკუსტიკური შეტევის მოგერიება – იმდაგვარის,  რომელიც ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ კუბაზე გამოიყენებოდა.

უახლესი ამერიკული კატერების სიჩქარე 45 კვანძია, ხოლო მოქმედების დიაპაზონი 750 საზღვაო მილს აღწევს. შედარებისთვის: მაქსიმალური დისტანცია შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირებს შორის (საქართველოდან  ბულგარეთამდე) 730 საზღვაო მილს შეადგენს, მინიმალური, ყირიმის სამხრეთ სანაპიროდან თურქეთამდე, 160 მილს.

ასე რომ, ამერიკული Mark VI ადვილად დაფარავს რეგიონს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საზღვაო ძალებს,  რომელიც დღეს, რუსულ ფლოტთან შედარებით, წამგებიან პოზიციაშია.

                                                       კრეისერების საპირისპიროდ

შავი ზღვა – აზოვის აუზში, რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების პირობებში, საკუთარი შესაძლებლობების გასაზრდელად უკრაინამ უნდა აირჩიოს მაქსიმალურად ეფექტიანი და მინიმალურად ხარჯიანი გზა.  იმისათვის, რომ რუსეთის საბრძოლო ხომალდებს გაუთანაბრდე საჭიროა მილიარდობით დოლარი. ალტერნატივა ე.წ. ,,მოსკიტური’’ ფლოტის შექმნაა, რაც „ეფექტიანობა-ხარჯის“ თვალსაზრისით, ოპტიმალური გამოსავალია. ის ითვალისწინებს სწრაფმავალი და მანევრული საბრძოლო კატერების ფლობას – აქ იგულისხმება  სატორპედო, საპატრულო, სარაკეტო და სხვა სახეობები.

,,მოსკიტური’’ ტაქტიკა (ანუ დიდი რაოდენობით ,,მცირე კბენის’’ ეფექტი) ჯერ კიდევ  პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაისახა, როცა დადგინდა, რომ მცირე გაბარიტიან მცურავ საშუალებებს შეუძლიათ აღკვეთონ დიდი ხომალდების ბატონობა სანაპირო ზოლში.

უკრაინის საზღვაო ძალებმა 2019 წელს, არჩევანი სწორედ ამ ტაქტიკაზე შეაჩერა: ,,დიდ ხომალდებთან წარმატება მიიღწევა მიზანმიმართული და მოულოდნელი ქმედებით, ხმელეთზე გადაადგილების უნარით და მანევრებით მდინარეებზე’’. – ნათქვამია უკრაინელი და დასავლელი სამხედრო ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. ამასთან აღნიშნულია, რომ ინოვაციური ტაქტიკის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ,,მოსკიტურ’’ ფლოტს შეუძლია დაამარცხოს უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე საზღვაო ბრძოლებსა და ოპერაციებში’’.

სადღეისოდ, უკრაინის საზღვაო ძალებს უკვე აქვს 15-მდე საბრძოლო კატერი, მათ შორის ორი ამერიკული საპატრულო ,,აილენდი’’, რომლებიც ოქტომბერში ოდესაში შევიდნენ, ,,საარტილერიო კატერები ,,გიურზა – M’’, ასევე სარაკეტო, ანტიდივერსიული, სადესანტო- მოერიშე და სხვა სახის საბრძოლო ხომალდები. Mask VI-თან ერთად, მათი რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს შავ და აზოვის ზღვებზე.

რატომ არის პარტნიორობა მნიშვნელოვანი

ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკრაინული მხარისთვის გადაეცა ახალი Mark VI-ები, მიღებულია ნატოს მიერ უკრაინისთვის გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) სტატუსის მინიჭების თითქმის პარალელურად. ამას გარდა, აშშ-მ, რამდენიმე დღის წინ, დაამტკიცა პენტაგონის ხაზით უკრაინისთვის 250 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი. ახლახან უკრაინაში ჩავიდა ,,ჯაველინების’’ პირველი პარტია და სხვა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა.

მას შემდეგ, რაც შეიცვალა უკრაინის კანონმდებლობა უცხოური შეიარაღების შესყიდვის შესახებ, გაიზარდა ქვეყნის არმიის გაძლიერების შესაძლებლობები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სამხედრო ძალის დამატებით პოტენციალს.

ამავე დროს მორიგი მხარდაჭერის დემონსტრირება ხდება ჩვენი ამერიკელი პოარტნიორების მხრიდან და როგორც გავლენიანი ამერიკელი ექსპერტები ამტკიცებენ, იმისდა მიუხედავად, შეიცვლება თუ არა თეთრი სახლის ხელმძღვანელობა ამა წლის არჩევნების შემდეგ, უკრაინას სამომავლოდ კვლავ ექნება აშშ-ს  მძლავრი მხარდაჭერა სამხედრო სფეროში, მათ შორის დახმარება ლეტალური შეიარაღებითა და უსაფრთხოების საშუალებებით.

ეს უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში და ქვეყანაში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როცა უკრაინაში სიტუაციას კრემლი ჰიბრიდული სცენარის მიხედვით არყევს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ყოველივე ზემოთქმულის გაცნობიერება ხდება რუსეთშიც, სადაც ისტორიულად მოწინააღმდეგეს პატივს სცემენ მხოლოდ მაშინ, როცა ის დიალოგს ძალის პოზიციიდან აწარმოებს.

ვაშინგტონი გზავნის მკაფიო სიგნალს: აშშ იცავს უკრაინის დაცვის საერთაშორისო გარანტიებს და არა მხოლოდ  ფუჭი საუბრებით. აშშ მზადაა დაეხმაროს, აწ უკვე, ახლო პარტნიორს (ნატოს ფარგლებში) დაიცვას დასავლური დემოკრატიის საზღვარი, რაც თანამედროვე მსოფლიოს საფუძველია. ეს ნიშნავს ,რომ უკრაინის უსაფრთხოება წარმოადგენს აშშ-ს ეროვნულ ინტერესს.

By admin