FORBES აშშ
დევიდ ექსი
საქართველო ცდილობს აამუშაოს ძველი ქარხანა და დაიწყოს რუსული გამანადგურებლების Су – 25 -ის სერიული გამოშვება. ეს თვითმფრინავები იყო საბჭოთა კავშირის პასუხი ამერიკულ A -10 Warhog -ზე.
თუმცა ჯერ ადრეა სუნთქვაშეკრული ველოდოთ იმას, რომ ახალი Су-25-ების ტალღა სამხედრო თვითმფრინავების ბაზარს წალეკავს. ამ პაწაწინა აღმოსავლეთევროპული ქვეყანას, 3 მილიონ 700 ათასი მაცხოვრებლით, ისიც არ შეუძლია რამდენიმე Су – 25 შეიძინოს, ამასთან მათზე დიდი მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე ნამდვილად არ იქნება.
,,დღეს ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, ტექნიკური, ინტელექტუალური და ადამიანური, რომ თავად, საკუთარი ძალებით შევაკეთოთ, აღვადგინოთ, გამოვუშვათ და გავყიდოთ Су – 25 – ები განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის დასაწყისში. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა ამ ხომალდების შეძენის სურვილი.’’
მართლაც, შედარებით მარტივი Су – 25 პოპულარული თვითმფრინავია – დაახლოებით 485 ასეთი ხომალდი 24 ქვეყნის შეიარაღებაში შედის და ეს მოდელი მსოფლიოში არსებული საბრძოლო აპარატების 3%-ს შეადგენს.
სქელი ჯავშანისა და გრძელი წრფივი ფრთის წყალობით Су -25 ეფექტიანი პლატფორმაა ახლო მანძილიდან სახმელეთო ობიექტებზე იერიშის მისატანად, მაგრამ ამ თვითმფრინავს თანამედროვეს მაინცდამაინც ვერ უწოდებ. პირველი Су -25 -ები საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1981 წელს გამოჩნდა, ანუ რამდენიმე წლით გვიან, ვიდრე მათი ამერიკული ანალოგი A -10 აშშ-ს საჰაერო ძალებს გადაეცემოდა.
იმ დროს, როცა А-10-ის სრულყოფა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, მიდის მისი აღჭურვა ახალი ელექტრონული და დაცვითი სისტემებით და მართვადი რაკეტებით, Су -25-ების უმეტესობა კვლავინდებურად ცეცხლის მართვის ძველი სისტემებით ოპერირებს,სუსტი დაცვის სისტემები და უმართავი ჭურვები აქვს, რომლებითაც ისინი 1980 – 90 წლებში დაფრინავდნენ.
1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს დარჩა ქარხანა, რომლის შენახვა მას უბრალოდ არ შეეძლო. რუსეთმა ახალი Су -25-ების ქარხანა ციმბირში ააშენა, რომ ამ ხომალდის მოდერნიზებული მოდიფიკაციები გამოეშვა. ასევე უკრაინაში არის ქარხანა , სადაც Су -25– ის გაუმჯობესებული ვერსიები გამოდის.
საქსრთველო ცდილობდა როგორღაც გამოეყენებინა საკუთარი ქარხანა. პერსონალმა ნაწილობრივ ააგო რამდენიმე Су – 25, რომ გაეზარდა ქვეყნის სამხედრო – საჰაერო პარკი, რომელიც ძირითადად ამ მოდელით არის წარმოდგენილი. 2001 წელს საქართველომ რუსეთსაც შესთავაზა 300 რუსული Су -25– ის თბილისში მოდერნიზაცია.
მაგრამ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთისთვის ომი დაიწყო. საომარი მოქმედებების დასაწყისში ათმა ქართულმა Су – 25 – მა რამდენიმე გაფრენა შეასრულა, რის შემდეგაც რუსეთის მძლავრი ავიაციის ზეწოლით, ფაქტობრივად იმალებოდა.
ამასობაში რუსულმა Су – 25 -ებმა შეუტიეს საქართველოს არმიას და როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, დაბომბეს ის ავიაქარხანა, სადაც ისინი იყო აწყობილი. რუსულმა Су – 25 – ებმა გამოავლინეს რიგი სისუსტეებიც. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სულ ცოტა სამი მათგანი.
ავსტრალიის სამხედრო – საჰაერო ძალების საინფორმაციო ბიულეტენში გამოთქმულია ვერსია , რომ რუსეთის სუ-25-ზე არსებული რადიოსალოკაციო შეტყობინების მოწყობილობები არ იყო მორგებული ქართული სარაკეტო სისტემების სიხშირეებზე, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო გამოშვებული. სავარაუდოდ, რუსი პილოტები ვერ იღებდნენ მონაცემებს რაკეტის მიახლოების შესახებ.
რუსულ Су -25 -ებს სხვა პრობლემებიც აღმოაჩნდა. ,,მათ არ ჰქონდათ დამიზნების მოწყობილობა და არ იყვნენ აღჭურვილი შორი მოქმედების რაკეტებით, რომლებიც შეიძლებოდა გაეშვათ ისე, რომ მტრის სამოქმედო არეალში არ მოხვედრილიყვნენ – ნათქვამია სამხედრო – საჰაერო ძალების ცენტრის შეტყობინებაში. – მათ არ ჰქონდათ ,,ჭკვიანი’’ იარაღი და ელექტრონული ჩახშობის საშუალებები’’.
ის ომი საქართველოს გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაამყარა. ამ ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არმიაში რეფორმები გაატარა და ახლა ის 33 ათას მოსამსახურეს ითვლის. დაგეგმილი 9 მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითვალისწინებდა კომუნიკაციის ახალი საშუალებების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენას. სამხედრო თვითმფრინავები ამ გეგმის პრიორიტეტებში არ შედიოდა. ერთი ახალი Су – 25-ის შექმნა 10 მილიონზე მეტი ჯდება.
2010 წელს საქართველომ გააუქმა თავისი სამხედრო-საჰაერო ძალები – ქართული საზოგადოება ამ ნაბიჯს უკიდურესი კრიტიკით შეხვდა. ,,გადაწყვეტილება სამხედრო – საჰაერო ძალების გაუქმების შესახებ, ბევრს აშფოთებს’’ – დაწერა აშშ-ს სამხედრო – საჰაერო ძალების ცენტრის (კანზასი) უცხოეთის სამხედრო კვლევების ანალიტიკოსმა კეტრინ ჰილკერტმა.
2016 წელს საქართველომ აღადგინა თავისი სამხედრო – საჰაერო ძალები. მას შემდეგ 4 წელი გავიდა მაგრამ ქვეყნის საჰაერო არსენალი ისევ მოკრძალებულია. ახლა ქართული არმიის შეიარაღებაში 58 საფრენი აპარატია, უმეტესობა ძველი საბჭოთა ვერტმფრენი. მათ გარდა აქვთ 10 Су – 25. ძნელი საფიქრებელია, რომ ქვეყანას დასჭირდება და შეძლებს ახალი Су -25 -ების გამოშვებას.
რა თქმა უნდა, თბილისის საავიაციო ქარხანას შეუძლია ქვეყნის შეიარაღებაში არსებული თვითმფრინავების და ვერტმფრენების მომსახურება – შეკეთება. ,,საქართველოში ბევრი საფრენი აპარატია, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მათ სჭირდებათ შეკეთება და ეს შესაძლებელია ქვეყანაში არსებული ქარხნების საშუალებით’’ – ამბობს ღარიბაშვილი.
თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ქართული Су -25 პოპულარული საქონელი გახდება შიდა ან საექსპერტო ბაზრებზე. დღეს ასობით ძველი Су – 25 დგას ანგარებში, ბუნკერებსა და ქარხნებში. მხოლოდ ერთეულ საწარმოებს შეუძლიათ მათი მოდერნიზება.
ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ ქართული Су -25 არც არავის დასჭირდეს,