Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

COMMON DREAMS აშშ

ანდრეა გერმანოსი

ხუთშაბათს 140-ზე მეტმა გლობალურმა ლიდერმა და ექსპერტმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისინი მსოფლიოს მოუწოდებენ,  რომ კორონავირუსული ვაქცინით მკურნალობა (როდესაც იგი შეიქმნება},  ყველასთვის უფასოდ  განხორციელდეს,  რათა  ,,კაცობრიობის ინტერესები” მდიდარი კორპორაციებისა და მთავრობების წინ დადგეს.

წერილს ხელს აწერენ ამჟამინდელი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურები, მათ შორის პაკისტანის პრემიერ- მინისტრი იმრან ხანი და ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი, ისე როგორც სხვა თვალსაჩინო მოღვაწეები, გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებლის, ფილიპ ალსტონის ჩათვლით. ასევე ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი.

 

”ამ კრიზისის ფონზე, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას,” – განაცხადა ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ელენ კლარკმა  – დიპლომატიური განცხადებები  არ არის საკმარისი,  ჩვენ გვჭირდება იურიდიული გარანტიები.

 

გლობალური მოთხოვნა ისმის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის წინ. ამ ვირტუალური  შეხვედრის მონაწილეებისთვის ( რომელიც ორშაბათს არის დაგეგმილი)  შედგენილ წერილში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრებმა უნდა გაითვალისწინონ  ჯანმო-ს ამოსავალი პრინციპი, რათა ხელი შეუწყონ “ჯანდაცვის უმაღლესი  სტანდარტის ხელმისაწვდომობას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას”.

 

წერილი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეას მოუწოდებს “შექმნან გლობალური ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი  ვაქცინებისა და უნივერსალური მკურნალობის მიწოდებას ,რაც  გადახდისუნარიანობაზე პრიორიტეტული იქნება.’’

 

,,ახლა არ არის დრო, რომ  უმდიდრესი კორპორაციების და მთავრობების ინტერესები, დადგეს სიცოცხლის გადარჩენის უნივერსალურ მოთხოვნილებაზე მაღლა ,  ან ამ საყოველთაო და მორალური ამოცანის გადაჭრა მივანდოთ საბაზრო ძალებს”, – ნათქვამია წერილში. ”ვაქცინებსა და მკურნალობაზე წვდომა  კაცობრიობის ინტერესების გამოძახილია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ,  რომ  მონოპოლიები, დაუნდობელი  კონკურენცია და ახლომხედველი  ნაციონალიზმი  ამ გზაზე გადაგვეღობოს.“

 

„სახალხო ვაქცინას – თანასწორუფლებიანობასთან და სოლიდარობასთან ერთად – შეუძლია დაიცვას მთელი კაცობრიობა და ჩვენი საზოგადოებები ”, – ნათქვამია წერილში.

By admin