ტოკიო სინბუნი, იაპონია
იუსი კოინაგი
დათოვლილ ველზე განცალკევებით დგას სახლი. ადამიანები არ ჩანან. მოშორებით, მეორე ქოხი ასევე მიტოვებულია. ტულუნი, ირკუტსკის მხარე. მსოფლიოს ყველაზე ცივი რეგიონი თებერვლის დასაწყისში მოვინახულე. ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქში, სადაც ექკსპლუატაციას უწევდნენ იაპონელ ჯარისკაცებს, რომელთა ინტერნირება საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში მოახდინა, დღემდე რჩება გასული წლის ივნისში მოვარდნილი წყალდიდობის კვალი.
მიუხედავად იმისა ,რომ ამ პერიოდში ნალექი პრაქტიკულად არ გვხვდება, კოკისპირულად წვიმდა მთელი ორი დღის განმავლობაში. წყლის დონემ მდინარეში, რომელიც ქალაქს ორად კვეთს, მოიმატა ათი მეტრით. წყალი გადმოვიდა ნაპირებიდან და ქალაქი ტბად იქცა. დაიტბორა 2800 სახლი, რამაც საერთო რაოდენობის 30 პროცენტი შეადგინა. დაიღუპა 26 პირი, 4 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფედერალურმა ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე მოახდინა რეგიონის ინსპექტირება ,,არ მსმენია ოდესმე ასეთი წყალდიდობის შესახებ“ , ამბობს ნატალია, რომელიც ტულუნის განათლების მართვის უწყებაში საქმიანობს. მისი სახლი წყალში ჩაიძირა , ამიტომ მაშველებს სახურავზე ელოდებოდა. მისი თქმით ქალაქი 40 000 მოსახლიდან, 1000-მა უკვე დატოვა. ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ ,, გრინფისი“ წყალდიდობიდან ერთი თვის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო ,,შედეგი კლიმატური ცვლილებებისა“. დასკვნას საფუძვლად დაედო რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნირო კვლევითი ცენტრის“ პროგნოზი, რომელიც სამი წლის წინ გამოქვეყნდა. 1999 წელთან შედარებით რუსეთში სამჯერ გაიზარდა წყალდიდობებისა და სხვა ანომალიური ბუნებრივი მოვლენების რიცხვი. ,,ციმბირში სამომავლოდაც მოსალოდნელია ჭარბი ნალექი“ – ასეთია ჰიდრომეტცენტრის დასკვნა.
მეტეოროლოგთა უმრავლესობა მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს. ,,წვიმების პირდაპირი გავლენის გარდა, მიზეზად ასევე სახელდება თბილი ნალექის ზეგავლენით თოვლის დნობა მდინარეების სათავეში“- აღნიშნავს ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორი რუსლან შარაფუტდინოვი. მისი თქმით რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში იმატა საშუალო ტემპერატურამ და ზოგიერთ არქტიკულ რეგიონში, ბოლო 20 წლის მანძილზე, ტემპერატურა 3,9 გრადუსით გაიზარდა. ცნობილია ,რომ ყინულისა და თოვლის დნობა იწვევს მსოფლიო ოკეანის დონის თანდათანობით მატებას. სწორედ ეს უსწრებდა წინ სტიქიურ უბედურებას პატარა ციმბირულ ქალაქში. ამ დროს კი რუსეთი, რომელსაც სათბური გაზების ოდენობით მეოთხე ადგილი უკავია მსოფლიოში, გლობალური დათბობის საწინააღმდეგო ღონისძიებებს პასიურად ეკიდება. ქვანახშირი და გაზი, რომელთა გადამუშავებისას ჭარბი რაოდენობით ნახშირბადის დიოქსიდი იფრქვევა, წარმოადგენს ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საექსპოტო საქონელს. რუსეთი ცდოლობს მათი წარმოების მოცულობა გაზარდოს. ამასთან, ციმბირში გრძელდება ტყის მასობრივი გაჩეხვა, რომელიც შთანთქავს ნახშირბადის დიოქსიდს. ხე-ტყის ექსპორტი ძირითადად ჩინეთში ხდება სადაც მასზე დიდი მოთხოვნაა. არც თუ იშვიათია, ტყის უკანონო რეწვის კვალის დასაფარად ხანძრების ხელოვნურად გაჩენის შემთხვევები. გასული წლის დეკემბერში ორგანიზაციამ Climate Action Tracker, რუსეთი და აშშ, რომელთაც დატოვეს პარიზს ხელშეკრულება, მიაკუთვნა უმდაბლესი კატეგორიის ქვეყნებს გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების მიხედვით და მათი ძალისხმევა შეაფასა, როგორც „ სრულიად არასაკმარისი“. ციმბირში, სადაც მთელი წლის განმავლობაში გათბობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მოიხმარენ ქვანახშირს, რომლის წვის შედეგად დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნახშირბადის დიოქსიდი. საუკუნეზე მეტია ტულუნი სწორედ რეგიონში მოპოვებული ქვანახშირით თბება. ხე-ტყის მოპოვებასთან ერთად, ქვანახშირი შემოსავლის იშვიათი წყაროა. ტულუნის მერი იური კარიხი ხაზგასმით აღნიშნავს: ,,ჩვენ ბუნებასთან ვთანაარსებობთ“. მიუხედავად ამისა, ციმბირი კლიმატური ცვლილებების წინა ხაზზე აღმოჩნდა.